ირანის მაგალითი:
თურქეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, მარშრუტი საქართველო-აზერბაიჯანი თურქმენეთში ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ თურქეთის საერთაშორისო გადაზიდვების ასოციაციის (UND) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიფ სევიმ განაცხადა. სევის თქმით, თუ ირანი კვლავაც გააგრელებს თურქი ავტოგადამზიდავებისგან სატრანზიტო გადასახადის მოთხოვნას, არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტს გამოიყენებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთიდან ირანის ტერიტორიაზე შესული სატვირთოები 750 დოლარს იხდიან.
ირანული სატვირთო ავტომობილებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა კი უფასო იყო.
თუმცა, მოგვიანებით ირანიდან შემავალი სატვირთოებისთვის მსგავსი ოდენობის გადასახადი დააწესა თურქეთმაც. თურქეთმა ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ეიძულებინა ირანი დაეწია სატრანზიტო გადასახადი თურქული სატვირთოებისთვის, თუმცა გასული წლის 10 ოქტომბრიდან ირანმა გადასახადი 1 500 დოლარამდე გაზარდა.
ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, თურქეთთან დადებული შეთანხმების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ გადასახადის დაკისრება მათი ქვეყნების ტერიტორიაზე საწვავზე ფასის სხვაობის შემთხვევაში. თურქეთში 1 ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,12 ლირაა (1 დოლარის კურსი 2,2324 TL), ირანში კი 2 500 რიალი (26704 IRR/USD).
http://www.vinews.ge/news/1566/TurqeTi_mza...Tvis_gamoiyenosსტატისტიკური მონაცემები 2010 წლიდან 2014 წლამდე
http://ge.autobazroba.com/main/41--2010-2014-.html * * *
zuziko