ვისთვის გვინდა პარტიზნები?
http://m.ipress.ge/new/10030-molaparakeba-...mdnen-mkhareebiმოლაპარაკება ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები
ამ წუთებში, დასრულდა ქართული მხარის შეხვედრა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრა დილის 11 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც "აიპრესს", შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელკმა, შალვა ენუქიძემ განუცხადა, ქართული მხარის მხრიდან ძირითადად ორ საკითხზე გამახვილდა ყურადღება. პირველი გახლდათ, უსაფრთხოების გარანტიები, რაც გულისხმობს, იმას რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან, არ მოხდეს შეიარაღებული პირების გადმოსვლა, რასაც შეიძლება რაიმე სახის პროვოკაცია მოჰყვეს. მეორე საკითხი გახლდათ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ასევე უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და მათთვის, მოსავლის ნორმალურ პირობებში აღების საშუალება.
"აიპრესის" კითხვაზე, თუ რა სახის პრეტენზიები ჰქონდათ ქართულ მხარესთან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, შალვა ენუქიძემ განაცხადა, რომ ისინი აპროტესტებდნენ ბოლო დროს მათი ბანერების გარშემო განვითრებულ მოვლენებს და იმ საპროტესტო აქციებს, რაც ქართული მხარის მიერ ტარდებოდა. ჩვენ კითხვაზე თუ რა პასუხი ჰქონდა ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით, შალვა ენუქიძემ განაცხადა: "ჩვენ ავუხსენით მათ რომ ჩვენს ქვეყანაში არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, თუმცა მათთვის ეს არგუმენტი მისაღები არ აღმოჩნდა. ისინი თავის მხრივ, ასევე ითხოვდნენ, რომ ქართული მხარის მიერ სიტუაციის გამწვავების აცილების მიზნით, მსგავს ქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს".
"აიპრესის“ კითხვაზე, შეაფასებდა თუ არა ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრას დადებითად, - ჩვენ დასტური ვერ მივიღეთ. თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, - რა კომენტარებსაც აკეთებდნენ შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა.