#45250722 · 24 Jul 2015, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BUFFALOBILL Worldwide
ამ დილით დავამთავრეთ სუპერმარკეტის რემოდელინგი./როგორც იქნა შვებულებაში გავალ./
წესით უნდა გვემუშავა 4X10-ზე, ანუ კვირაში ოთხი ღამე 10-10 საათი.
გამოდის რომ კვირაში გიწევს ნორმით დადგენილი 40 საათი.
ოოო, თუ გადააცილე ამ ორმოც საათს, მერე ერთნახევარჯერ მეტს გიხდიან.
წინა და ამ ბოლო კვირაში მქონდა 82-84 საათები, ანუ შაბათ-კვირასაც ვმუშაობდით და ღამეში გამოგვდიოდა სადღაც 13-14 საათები.
გაითვალისწინეთ ისიც, ასეთ კომერციულ პროექტებზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება და თანაც ღამით გიწევს მუშაობა.
მაგას მუშაობა არ ჰქვია, როგორმე უნდა მოახერხო და რობოტად გადაიქცე.
უბერავს სადღაც 40 კაცი სხვადასხვა პროექტებს ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს, გაჩერდება ერთი მუშა?
ჩერდება ყველა.
დავწერდი რამდენს მიხდიდნენ, მაგრამ მეხათრება, გულს ვატკენ ბევრ მშრომელ ადამიანს.
პ.ს. მინიმალური ხელფასი საათში ამჟამად არის 9.95$, არასამთავროები ითხოვენ გახდეს 13.5$. ეს იმათთვის, ვისაც კვალიფიკაცია არ გააჩნია და ყველაზე მარტივ სამუშაოს ასრულებს.
ოოო, ვინც ლიცენზირებულია, მანდ უკვე სამ ციფრს სცდება საათობრივი.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|