sexi-bicolaკარგი თემაა. მარგარინი ერთ-ერთი ყველაზე ბინძური საჭმელია რაც კი შეიძლება ჭამო. ჩვენთან კი კარაქის სამარხვო ალტერნატივად აღიქმება, პლუს ყველა ნამცხვარი მაგით მზადდება. ტრანს ცხიმები უკვე რამოდენიმე წელია ამოღებულია ამერიკის მთავარი ფასტ ფუდების მენიუდან (მაკდონალდსი, ბურგერ კინგი, კფც).
ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა ჯანსაღი კვების საკითხზე, და ერთადერთი საკითხი რაზეც ყველა თანხმდება, არის რომ ჰიდროგენერილიზებული მცენარეული ზეთები (ანუ ხელოვნური ტრანს - იგივე მარგარინი), მთავარი ბოროტი როჟაა საკვებ ინდუსტრიაში. მთავარი რისკი გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობის გაზრდაა, თუმცა ასევე ინსულინის და სიმსივნის რისკთანაცაა კორელაცია დადგენილი.
უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რო საზოგადოება განათდეს ამ მხრივ - მარგარინის ჭამა პატარა დოზით საწამლავის მიღების ტოლფასია, და ამას ჩვენ შვილებს ვაძლევთ, იმიტომ რომ არ ვართ ინფორმირებულები.
მეორეს მხრივ, ნაღების კარაქი, მითუმეტეს თუ ბალახნაძოვი ძროხის რძისგანაა დამზადებული, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, ნუტრიენტებით გაჯერებული, ცხიმია ბუნებაში. კარაქში მოიპოვება ერთ ერთი იშვიათი და ძალიან სასარგებლო ვიტამინი K2.
მარგარინი ასაკრძალია. მაგრამ მარგარინის ამოღება დიეტიდან ეს პირველი ნაბიჯია. ზოგადად მცენარეული ზეთისგან თავი უნდა შევიკავოთ. საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორიები მოდის ლინოლეური მჟავისგან (მზესუმზირის ზეთის მთავარი შემადგენელი - პოლიარასატურილებული ომეგა 6 ცხიმი) რაც ანთების აგენტია. საუკეთესო ცხიმები საჭმლის შესაწველად არის ქოქოსის ზეთი (სატურირებული MCT ტიპის ზეთი), ზეითუნის ზეთი, ერბო ანდაც კარაქი.
ძნელია ჩვევების შეცვლა, მაგრამ თუ თავი გიყვართ და ჯანმრთელობა ორ კაპიკად გიღირთ, მარგარინი ამოიღეთ საკვები რაციონიდან.