...სანამ გადაიტანდნენ ხო ქოთქოთებდნენ ვაჭრები?
...გადაიტანეს და ხმა არ ამოუღიათ... იმიტომ, რომ ყველამ დაინახა, რო ასე უკეთესია...
მოქმედებაა ბატონო საწIრო - რეალური საქმის კეთება და არა არჩევნებისთვის ქულების დაწერა - ვაიმე არ გავანაწყენოთ გარე მოვაჭრეები თორე დაგვწყევლიან და ხმას აღარ მოგვცემენო...
გარე მოვაჭრეების ძააალიან დიდი უმეტესობა იმიტომ არ შედიან "სავაჭრო ცენტრებში, რომ იძახიან - "ხალხი არ შემოდისო აქ არაფრის საყიდლადო" <<< ესაა მოსაგვარებელი
პირველ რიგში, და ამას მარტო მთავრობა ვერ მოაგვარებს, ხალხია ერთერთი ყველაზე დიდი "დამნაშავე" ამ ყველაფერში.
პროდუქტის იაფად ყიდვა უნდათ - ბაზარში წასვლა ეზარებათ... ურჩევნიათ სადარბაზოს წინ იყიდონ უფრო იაფად ვიდრე სუპერმარკეტში კაპიკებით ძვირად...
და გარე მოვაჭრეების "სიიაფე" კიდე მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ გადასახადებს არ იხდიან... გადაიხადონ გადასახადები და თუ იქნება სუპერმარკეტებზე იაფი ნახავთ...
ისედაც არააა დიდ სუპერმარკეტებზე იაფი ბაზარი, ნიკორაზე და ორ ნაბიჯზე იაფი კი არის, მარა კარფურში და ფურშეტში გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე "დეზერტირებში" ან ნავთლუღში,
ხშირად მიწევს დიდი ბაზრის გაკეთება კვების ობიექტისთვის და ბაზარში სულ 1-2 ჯერ ვიყიდე პროდუქტი და არანაირი სურვილი არ მაქვს კიდე დავუშვა ეგ შეცდომა
+ ზედნადებს ბაზარში არავინ გაძლევს

და რომელი უფრო ძვირი გამოდის იანგარიშეთ ეხლა თქვენ
...ხარისხზე, სანიტარიაზე და კონტროლზე ხო ლაპარაკი ზედმეტია...
...მოკლედ რაც არ უნდა ვიძახოთ "საწყლები არიან" "რა ქნან" "ოჯახები იმათაც ყავთ სარჩენი" და ეს სენტიმენტალური რიჟა ბაზრები, ფაქტი ერთია - გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოს ! !
...გამონაკლისების გარდა, მაგალითად ყვავილები, სუვენირები და ა.შ. ისეთი ნივთები, რომელიც პირიქით გაალამაზებს გარემოს და არა "იაშიკზე" დაყრილი თავგადმოქინდრული მკვდარი ქათმის ლეშები რო უწყვიათ...
...და თუ მასე ეცოდება მთავრობას ეგ ხალხი და მასე ზრუნავს მოსახლეობაზე - დაასაქმონ ბატონო ახალაშენებულ 100 ქარხანაში და გახსნან კიდე სხვებიც...
...რა დააშავა ქალაქმა? და რა დავაშავეთ იმ ხალხმა ვინც პატიოსნად ვშრომობთ, გადასახადებსაც ვიხდით და გვინდა ვიცხოვროთ სუფთა და დალაგებულ ქალაქში?