ესაა ნოველა და 080808 სამშობლოზე ზრუნვით გულდათუთქული მამულიშვილების სახელმწიფოებრივი ბრძნული გადაწყვეტილებების შედეგი რომაა - ეს კიდევ დოკუმენტურ-პუბლიცისტური ესე?

მხიარული ხალხი ხართ რა!
კიდევ კარგი ხალხს იარაღი წაართვეს, თორემ მაგათ რომ 1-2 ოკუპანტი მიეძაღლებინათ დავიღუპებოდით.
ის საწყალი რეზერვისტები რომ შეყარეს ფრონტის წინა ხაზზე და მიატოვეს, კიდევ კარგი იარაღი არ ჰქონდათ და არც სროლა იცოდნენ, თორემ ეგენიც გაგვხვევდნენ შარში. ხედავ შენ რა სწორად მოიქცნენ მეთაურები მაშინვე რომ მოცოცხეს იქედან.
მაგიტომაც იყვნენ რუსები ისეთი კორექტულები, რომ ვინ ოხერს დაენანებოდა მაგათთვის უნიტაზები და ჰამერები.
მაგიტომაც ჩაიწერა ოქროს ფურცელი საქართველოს სამხედრო და ისე ისტორიაში.
მოკლედ, რისი ნაპოლეონი და ბუცეფალიანი ბიჭუნა - აგერ იციან ნაცებმა როგორ უნდა იომო ისე, რომ მტერი არ გაანაწყენო, თან ომიც მოიგო და მერე კონცერტი გამართო.
დიდი ამბავი ეხლა 200-ოდე კაცი და 20-ოდე პროცენტი ტერიტორიები თუ დაკარგე. დიდმა ნოემ არა თქვა შეპკი ლეტიატო? მართალია ლესი არა ჩანს, მარა ეს ნიუანსებია.
გამარჯვებული სარდლობა კიდევ მოძმე სახელმწიფოში გადაბარგდა და იმათ ამარჯვებინებს ახლა.