ცნობილი ადამიანები (post #39065898)Stephen R.Covey- ცხოვრების ორგანიზაციული მართვის სპეციალისტი.
მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხარისხი.
9 შვილის მამა და 52 შვილიშვილის ბაბუა.
ავტორი წიგნის- "მაღალეფექტური ადამიანების შვიდი უნარი",
რომელიც 2011წელს დასახელდა ჟურნალ "The Times"-ის მიერ,
როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გავლენიანი ბიზნეს-წიგნი.
შვიდი პრინციპი,რომელსაც ეძახიან უნარს და არა თვისებას,რადგან უნარის განვითარება შეიძლება,
თვისება კი ბუნებრივად მოსდევს ადამიანს.
1.იყავით პროაქტიურები.(ნუ იქნებით გარემოებების მონა,თვითონ შექმენით თქვენი ბედ-იღბალი.)
2.დაიწყეთ ისე,რომ წარმოიდგინოთ საბოლოო მიზანი.
3.თავიდან აკეთებთ იმას,რაც აუცილებელია გაკეთდეს თავიდან.
4.იფიქრეთ "მოვიგე/მოიგე" სულისკვეთებით.(სწრაფვა ურთიერთსარგებლიანობისკენ)
5.სწრაფვა იმისკენ ,რომ გაიგოთ,შემდეგ იმისკენ,რომ გაგებული იყოთ.
6.მიაღწიეთ სინერგიას.(სწრაფვა შემოქმედებითი ურთიერთდამოკიდებულებისკენ.)
7.ხერხი უნდა ქლიბოთ.(მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ.)
ეს წიგნი წავიკითხე,როცა ჩვენი ბიზნესი, მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე დამთავრებული იყო საქართველოში.
იმდენი გამოცდილება შეგვძინა ჩვენმა ოჯახურმა კომპანიამ...
ურთიერთობამ გერმანელებთან ,ბიზნესურთიერთობამ თუ ყოფითმა(1993 წლიდან)...
სტეფს რომ არ დაეწერა, ალბათ მე დავწერდი.....
"მაღალეფექტური ქართველების" შვიდი უნარი!