ამონარიდი კურტ ვონეგუტი - “დ რ ო ი ს რ ღ ვ ე ვ ა” -დან:
წარმოიდგინეთ, რომ ერთი უდიდესი ამერიკული უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის
დაცვის მიზნით, ფეხბურთის კლუბს გააუქმებს, ცარიელი სტადიონს კი ყუმბარების
დამამზადებელ ქარხნად გადააკეთებს.
რაოდენ ჯანსაღი აზრია!
კილგორ ტრაუტის ჩრდილი.
ვგულისხმობ ჩემს "ალმა _ მატერს," ჩიკაგოს უნივერსიტეტს. 1942 წლის
დეკემბერში, დიდი ხნით ადრე, სანამ იქ ჩავაბარებდი, მეცნიერებმა სტეგფილდის
ტრიბუნებიდან ურანის ჯაჭვური რეაქცია გაუშვეს. მათ მიზანს ატომური ბომბის
ძალის დემონსტრირება წარმოადგენდა. მაშინ ორ ქვეყანას ვებრძოდით _
გერმანიას და იაპონიას.
ორმოცდაცამეტი წლის შემდეგ, 1995 წლის 6 აგვისტოს, ჩემი უნივერსიტეტის
ეკლესიაში, ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების ორმოცდაათი
წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მეც იქ ვიყავი.
მომხსენებელთა შორის იყო ფიზიკოსი ლეო სერენი. თავის დროზე ისიც
მონაწილეობდა ბომბის შექმნასა და გაშვებაში. წარმოიდგინეთ, "ბოდიში"
მოიხადა ამ მოვლენებში მონაწილეობისათვის. არადა, ვინმეს ხომ უნდა ეთქვა
მისთვის, რომ ფიზიკოსი იყო და პლანეტაზე, სადაც ყველაზე ჭკვიან
ცხოველებსაც კი სძულთ სიცოცხლე, არავის წინაშე არ უნდა მოიბოდიშო.
ახლა ეს წარმოიდგინეთ: ადამიანი ქმნის ჰიდროგენულ ბომბს პარანოიდული
საბჭოთა კავშირისათვის. დარწმუნებული მის სარგებლიანობაში, ნობელის
პრემიას იღებს. ეს პიროვნება, კილგორ ტრაუტის მოთხრობის ღირსეული
პერსონაჟი, სინამდვილეში, ფიზიკოსი ანდრეი სახაროვი იყო. 1975 წელს მიიღო
ნობელის პრემია, როცა უარი განაცხადა ატომური იარაღის გამოცდაზე. რა თქმა
უნდა, თავისი ბომბი უკვე გამოცდილი ჰქონდა. მისი ცოლი პედიატრი იყო. რა კაცი
უნდა იყო, რომ ატომურ ბომბს ქმნიდე, როცა ცოლი ბავშვების ექიმი გყავს?! ან
რომელი ექიმი იცხოვრებდა აშკარად შეშლილ კაცთან?
"საყვარელო, მოხდა რაიმე მნიშვნელოვანი შენს სამსახურში?"
"ჰო, ჩემი ბომბი ჩინებულად მუშაობს. მართლა, როგორ არის შენი პატარა
პაციენტი?"
1975 წელს ანდრეი სახაროვი წმინდანად შერაცხეს, მაგრამ დღეს ეს არავის
ახსოვს. ცივი ომი უკვე დასრულდა.
სახაროვი დისიდენტი იყო და საზოგადოებას ატომური იარაღის აღკვეთისაკენ,
თავისუფლებისაკენ მოუწოდებდა. ამიტომაც გააპანღურეს ჯერ მეცნიერებათა
აკადემიიდან, შემდეგ მოსკოვიდან და ყველაზე ცივ და პირქუშ ადგილებში უკრეს
თავი. ოსლოშიც კი არ გაუშვეს დაჯილდოებაზე. პრემია მისმა პედიატრმა ცოლმა,
ელენა ბონერმა, მიიღო ქმრის მაგივრად. მაგრამ იქნებ დადგა დრო, ვაღიაროთ,
რომ შეიძლება, ის, ან რომელიმე სხვა პედიატრი უფრო იმსახურებს სამშვიდობო
ჯილდოს, ვიდრე ბომბის ნებისმიერი შემქმნელი, სულერთია, რომელ
სახელმწიფოს ემსახურება.
ადამიანის უფლებები?
მითხარით, არ მოუფურთხებია ატომურ ბომბს ადამიანის უფლებებისათვის? და
საერთოდ, ყველა ცოცხალი ქმნილების უფლებებისათვის?
1978 წლის ივნისში სახაროვი ნომინირებული იყო საპატიო დოქტორის წოდებაზე,
სთეითენ აილენდის კოლეჯში, ნიუ-იორკში. სახელმწიფომ არც ამჯერად გაუშვა
ჯილდოს მისაღებად. მის მაგივრად ამისი გაკეთება მე მთხოვეს. სახაროვის
სიტყვა უნდა წამეკითხა. და აი, ისიც:
"არ უნდა უარყოთ ატომური ენერგია,"_ წავიკითხე როგორც რობოტმა.
რა თავაზიანი ვიყავი!
ეს ჩერნობილის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა. ტრაგედიიდან,
რომელმაც გააუბედურა ჩვენი დამთხვეული პლანეტის სამხრეთევროპული
ნაწილის ბავშვები. რადიაციამ დაავადა და კვლავაც დაავადებს. გამოდის, რომ
პედიატრები უზრუნველყოფილი არიან სამუშაოთი!
მართალი გითხრათ, ჩერნობილის შემდეგ სახაროვის სულელურმა მოწოდებამ
ხასიათი ისე გამომიკეთა, როგორც სკენეკდატის მეხანძრეების საქციელმა.
მეხანძრეებმა თავიანთ კოლეგებს აღტაცებით აღსავსე წერილი გაუგზავნეს.
განსაკუთრებით იყო გაზგასმული მათი თავგანწირვის მნიშვნელობა
საზოგადოების წინაშე.
ვაშა მეხანძრეებს!
ადამიანებს, რომელთაც დედამიწის უმაქნის ნაწილად მიიჩნევენ, ხანდახან
წმინდანებივით ეპყრობიან. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე
ემუქრება.
ვაშა მეხანძრეებს!
https://postfinnegan.files.wordpress.com/20...18395e18394.pdf * * *
პირადი მაქსიმა:
დიდი ხანია უარვყავი მკვდარი მეცნიერება და რელიგია, რომელიც სიკვდილის სამეფოს საკუთრებაა და თავის მონებს უსასრულო დავიწყებაში უკვალოდ ნთქავს.
მწამს ცოცხალი მეცნიერების და მოძღვრებათა, რომელიც მოძრაობის სამეფოში ქმნის სხვადასხვა დროს --- წრიულსაც და სპირალურსაც არჩევანისათვის.
იმ არჩევანისათვის რომ --- ან დარჩე წრეში, ან გახვიდე წრიდან სპირალზე --- ან მისი გულისაკენ, ან უფრო შორს...მთავარი გულისაკენ.
ადამიანური განზომილებებია --- ხედვა, აზროვნება და არსებულთა შემეცნება.
ხედვით ეხები და აღიქვამ შენს გარემომცველობას, თვით მილიონობით პარსეკების მანძილზე დაშორებულებს და აზრით მათ უმალ წვდები, თუ რამდენად აუცილებელია მათთან წვდომა და სიახლოვე სიცოცხლის არსებობისათვის.
წარმავალი ყოფიერება თავისი არსებობით ადასტურებს მეორე წარუვალი ყოფიერების არსებობასაც და აბსოლუტური უძრაობის არსებობასაც უსასრულო სივრცეებში, რადგან აქ, წარმავალში პოულობს საყრდენ წერტილს და ამით აცნობიერებს ყოფიერების განზომილებების საფეხურებს, როგორც ათვლის საყრდენ წერტილებს შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად და უმეტეს აზრს სძენს ადამიანის ყოფიერების საიდუმლოს შეცნობასაც და მის უდავო მომავალსაც.
ან მოკვდები, ან კვლავ დაიბადები, ან გახვალ წრიდან სპირალზე მარადისობისაკენ.
ცვლადში შიში იპყრობთ მარადიული ტანჯვის და თუნდაც მარადიული სიხარულის არსებობის გაგებისას და არა რა გაეგებათ სკვდილისა,
ხედავენ მკვდარს, ან ცოცხალს და თავად სიკვდილს და სიცოცხლეს ვერა... და მაინც საუბრობენ მათზე, იკვლევენ და ეძიებენ მათ გამოვლინებებს ცვლადი და წარმავალი ინსტრუმენტებით და რისთვის?
მარადიული უნდათ რომ განსაზღვრონ წარმავალით და შედეგის არსს ვერ აცნობიერებენ, რომ წარმავალში მარადიულის ხელოვნური მოქცევით --- მარადიულის მოკვლას ლამობენ...
ამიტომ არის ნიშანდობლივად აუცილებელი მრავალთაგან ერთ-ერთის აქ დროული შეხსენება:
16. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 17. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. 18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. 19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. 20. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. 21. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. - See more at:
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.bGFIrTgs.dpuf