#45278936 · 28 Jul 2015, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ გიკვირთ რომ მარგველაშვილზე ნაწყენია ოცნების პოლიტიკური გუნდი?
მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი არჩევნებამდე იყო მაქსიმუმ 3%.
ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა აქცია ეს კაცი პრეზიდენტად. მისი 60% რეალურად იყო ივანიშვილის 60% და მის გაპრეზიდენტებაში წვლილი შეიტანა ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა.
მე ის მიკვირს, თქვენ რომ გიკვირთ ოცნების უკმაყოფილება.
როდესაც 3%-იანი რეიტინგის მქონე ფიგურა თანხმდები იმას რომ სხვისი წყალობით გახდე პრეზიდენტი, უნდა გქონდეს გაცნობირებული ის მოლოდინი, რომ გუნდურად მუშაობა მოგიწევს.
თუ ამის სურვილი არ გაქვს, მაშინ არ უნდა დათანხმდე არჩევნებში მონაწილეობას.
აღარაფერს ვამბობ არათანამიმდევრულობაზე.
ცხადია, პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში უნდა შესულიყო, მაგრამ როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს იძლევი დაპირებას რომ არ შეხვალ და მერე გარბიხარ, არაა სწორი საქციელი.
აღარაფერს ვამბობ მის ზოგიერთ მრჩეველზე, რომლებსაც აშკარად მოთოკვა და ლაგამის ამოდება სჭირდებათ.
ავლაბრის რეზიდენტია როგორც ჩანს მოჭარბებულ ამბიციებს იწვევს.
და ბოლოს,
ძალიან ცუდი საქმეა უმადურობა.
This post has been edited by achi-anchabeli on 28 Jul 2015, 11:06
--------------------
"პარლამენტარიზმი ნიშნავს მოქალაქეთა გარანტიებს, დისკუსიის, პრესის, ინდივიდუალურ თავისუფლებას, გადასახადების კონტროლს... უფლებას, იცოდეთ როგორ განკარგავენ თქვენ ფულს... თითოეულის უსაფრთხოებას, ტირანიის საპირწონეს, ერის ღირსებას, ცვლილებებს, სიცოცხლეს და ბევრ სხვა რამეს" მონტესკიე
|