"""""""""""როგორც ჯგუფი მოვალეობის აქტივისტი გვატყობინებს გუშინ მან თავად მოინახულა პატარა ალექსი ტყეშელაშვილი და გადასცა შეგროვებული თანხა რაც 1081 დოლარს შეადგენს + 50 ლარი რომელიც ერთერთი მოხალისისაგან მიიღო შემოწირულობის სახით.
ქართულ ანგარიშზე ოჯახს სამიათას ლარზე ცოტა მეტი აქვს.
+ 100ზე ცოტა მეტი დოლარი.
მონაცემები ზეპირად მოგვაწოდეს ამიტომ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ბოლოსთვის მოგაწვდით. (ასევე იმასაც თუ ვინ გადარიცხა და რამდენი.)
როგორც მოვალეობის აქტივისტი წერს ის დამწუხრებულია გუშინდელი დღის გამო, ოჯახი უკვე საბოლოო პასუხს ელოდებოდა მთავრობისაგან და ფიქრობდნენ რომ გუშინ გადაწყდებოდა დაფინანსების საკითხი.
ბავშვს ტემპერატურა ხშირად უმატებს. სიმსივნე კი შესამჩნევად გაიზარდა. ერთადერთი რაც გვახარებს (ამ მდგომარეობაში) ისაა რომ სიმსივნე არ მაგრდებ მაგრამ მაინც აგრძელებს ზრდას. სურათები თუ დაათვალიერეთ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ.
ბავშვს ეძინა როცა აქტივისტი ესტუმრათ. ბავშვის დედამ მთხოვა თანხის შეგროვების გაგრძელება და თვალცრემლიანი მადლობას უხდის და ლოცულობს მათთვის ვინც ეხმარება მცირედითაც კი.
ჩვენ, ჩვენმა ხალხმა, მოქალაქეებმა და ემიგრანტებმა უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ერთიანობა და ურთიერთდახმარება ამ ბოლოს გადახდენილი ტრაგიკული მოვლენების დროს, ჩვენ ამ ბავშვს არ დავტოვებთ სასიკვდილოდ განწირულს.
ჩვენ ვაგრძელებთ შემოწირულობის შეგროვებას, რეკვიზიტები (სბერბანკის) იცვლებიან ამიტომ თუ ვინმეს სბერ ბარათით უნდოდა დახმარება გააფრთხილეთ.
ხვალ გამოვაქვეყნებთ სბერბანკის ახალ ანგარიშის ნომერს.
იანდექსის და კივის ანგარიშის ნომრები უცვლელად რჩებიან.
უღრმესი მადლობა ყველას ვინც გვეხმარება! ჩვენ ერთად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ!"""""""""""
თქვენ მიერგადარიცხული ნებისმიერი თანხით იქნება ეს
ერთი ლარი ან 50 თეთრი გადაარჩენთ პატარას სიცოცხლეს.
დარჩენილი გვაქვს 6 დღე!!!!ანგარიშის ნომერი:
-"ვითიბი ბანკი ჯორჯია"_
SWIFT: U GEBGE22-IBAN GE22VT1000001012974506,
ანგარიშის მფლობელი: თამარ მემანიშვილი.
გადასახდელია სულ: 35 500 დოლარი!
This post has been edited by almaximum on 1 Aug 2015, 14:36
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)