...მე პირადად 9 აპრილიდან მახსოვს საქართველო, მანამდე არ მახსოვს

(30-ის ვარ)
და მას მერე მოყოლებული ცოტა ნორმალური საქართველო "სისხლიანი 9 წლის" დროს მაქვს ნანახი...
მანამდეც და ახლაც ერთი ნაგავია, ინტერნეტი რო არ არსებობდეს 90-იანებისგან არაფრით განსხვავდება
დღევანდელი მდგომარეობა, ისეთივე უძრაობა და განუკითხავობაა, როგორიც მაშინ იყო...
...და რეიბანიანი კაი ბიჭები თუ არ დარბიან ქუჩებში კალაშნიკოვებით მაგისთვის მადლობას
ნამდვილად ვერ მოვუხდი ვერავის

საბჭოთა კავშირი - "მიმინო"-დან და "ცისფერი მთებიდან" მახსოვს

და ნამდვილად არ ვფიქრობ,
რომ მაინცდამაინც კარგი იყო... რათქმაუნდა მასის სოციალური მდგომარეობა ბეეეეეევრად უკეთესი
იყო ვიდრე მას მერე (ან მანამდე), მაგრამ... მაინც მასე მგონია

ისე...
საბჭოთა საქართველო და ნაცების ეპოქა გავდა ბევრი რამით ერთმანეთს
თუ შენთვის იყავი და არც კარიერულ და არც სოციალურ წინსვლას არ მოეპოტინებოდი
იყავი შენთვის, გქონდა ჯამაგირი და ზღვაზეც ისვენებდი, მთაშიც და არც ოჯახი გყავდა მშიერი...
მაგრამ...
ერთი ნაბიჯი "წარმატებისკენ" და.... დაგაჯდებოდნენ ეგრევე ქურდები და კგბ, ნაცების დროს კიდე - კეზერა და ძმანი მისნი