აუ, რა სასტავი ხართ, ტო, რეებს წერთ...

პირველი: ღარიბები ბინებს ქირაობენ და მდიდრები სასტუმროსო რომ წერთ, თავიდან რომ ჩავედით, ბინაში რა ფასიც მივეცით, იმაზე მხოლოდ ათი ლარით მეტი ღირდა ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ბათუმში, სადაც გადავედით მას მერე, რაც მასპინძელმა ( ბინის გამქირავებელმა) ის პირობები არ დაგვახვედრა, რასაც დაგვპირდა... და თურქეთში ბათუმის სასტუმროზე იაფი ღირდა უკეთესი ნომერი, უკეთესი პირობებით და იგივე ფასი, რაც არც ისე კარგი ბინა ბათუმში...
მეორე: რას ქვია მხოლოდ ორი თვეა სეზონი და ამიტომ არ იციან მომსახურება... კურორტია, წლებია უკვე მაგ საქმიანობას ეწევიან და ელემენტარული ვეღარ დაამუღამეს?... მაგალითად, ის, რომ მაღაზიაში რომ შედიხარ, ამჟავებული სიფათით არ უნდა დახვდნენ კლიენტს და ისეთი როჟა არ უნდა დაუკერონ, თითქოს შენი ბრალი იყოს, ის რომ გამყიდველად მუშაობს და დედოფლად არ დაიბადა... თუშებმა და სვანებმა თუ ისწავლეს ერთ წელში, როგორ უნდა მოემსახურონ კლიენტს ადამიანურად, ამ აჭარლებს რა დაემართათ...
მესამე: რომ წერთ, ძვირი უნდა იყოსო, ანუ ძვირი უნდა იყოს და რა პირობებსაც დაგპირდებიან, ის არ დაგახვედრონ?... მაგალითად, უწერიათ, რომ ბინაში არის ვაი ფაი და მიდიხარ და მასპინძელი გეუბნება, უიმე, ჯერ არ ჩაგვირთავს, მოიცადეთ, გავაკრკვევ... ან წერს, რომ არის ბუნებრივი აირი და მერე გეუბნება, აი, პლიტაზე გააკეთე, ესეც კარგად ცხელდებაო... აი, ამ ელემენტარულზე მაქვს ლაპარაკი და თუ ასე გააგრძელეს და არ დატოვეს აფერისტობა, წელს ხომ უფრო ცოტა ხალხი ჩავიდა, შემდეგ წლებში ბათუმი სამი ბებერი რუსის გარდა ვის გაახსენდება, ნახავთ...
მეოთხე: რას ქვია, თუ არ მოგვწონს, ნუ ჩავალთ... კი, ჩვენ აღარ ჩავალთ, მაგრამ ეგ ტეხავს ზუსტად... არ მინდა რომ თურქეთის ბიუჯეტი გავამდიდრო, მინდა საქართველოშიც იყოს ნორმალური პირობები, რომ აქ შევძლოთ კარგი დასვენება და სხვა ქვეყანაში არ გვიწევდეს წასვლა... ამაშია საქმე და ამაზე მტკივა გული, თორემ ვინმეს ჯინი კი არ მჭირს...
მეხუთე: მოტყუება და კლიენტის გადაგდება ნამდვილად ყოფილა მაგ კუთხისათვის დამახასაითებელი და ყველა კუთხეში მასეა ბაზარი, არაა მთლად მართალი... ერთ მაგალითს მოვყვები: შატილში გოგო მივიყვანე სასტუმროში, კარავში არ მინდა დარჩენაო და ერთი ღამის გათევა საოჯახო სასტუმროში, თუ არ ვცდები, 20 ლარი ღირდა... მივეცი სასტუმროს მეპატრონე ხევსურს 20 ლარი და ხუთი უკან დამიბრუნა - პირობები არ მაქვს კარგი და მაგდენი არ მეკუთვნისო... აი, აჭარელი ამას ასი წელი არ იზამდა...

ბავშვებსაც კი ეტყობათ ეგ ხასიათი... მაგალითად, სიმინდს ვყიდულობ, ღირს სამი ლარი... ვაძლევ ბავშვს ხუთ ლარს და ვეუბნები, ხურდა არ მინდა... გამოგათმევს, წავა... აი, მთაში შანსი არაა, ბავშვმა ზედმეტი ფული დაიტოვოს... არ გამოგართმევს...

განა მენანება, უბრალოდ, ხასიათის თავისებურებების ასახსნელად მოვიყვანე ეს მაგალითი...
მეექვსე: საჭმელს რაც შეეხება, მე კი მიყვარს ჭამა, მაგრამ ასეთ ადგილებში როგორც წესი, ცოტას ვჭამ ხოლმე, რადგან მე ერთ ადგილას დასვენება არ მევასება და არც ჩემ მეუღლეს... ახლაც შემოვიარეთ მთელი აჭარა და თურქეთის ის რეგიონი, სადაც ვიყავით და ძალიან მაგარი ადგილები ვნახეთ, მარა დამსვენებელი რომ ჩადის, ჭამა ხომ სჭირდება, კაცო... ხოდა, ამიტომაც რა ვითარებაა, აღვწერე, თორემ კარაქიანი პურით კი არა, ვაბშე უჭმელადაც შემიძლია მე გადავიარო რამდენიმე დღე... თუ ნორმალური კვების ობიექტები არ იქნება ადეკვატური ფასებით, კურორტი ვერ განვითარდება და ერთ-ერთი უდიდესი მინუსი იქნება ეს სხვა მინუსებთან ერთად...
კიდევ რაც გამახსენდება, მერე დავწერ...