ჩვენ რეალურად ეს სისტემა გვაქვს:
კორეული განათლების სისტემა მთლიანად რეპეტიტორზეა აწყობილი და როგორც ხედავთ ყველაზე წარმატებულია.
საქარველოში რეპეტიტორული სისტემა იძლეოდა "საბჭოთა" წარმატებულ განათლების ლომის წილს და დღესაც იგივე სისტემა უზრუნველყოფს ბავშვების ეროვნული და საატესტატო გამოცდების ჩაბარების შედეგებს(90 წლების ეპოქა, რომელმაც რეალურად დასცა ჩვენი განათლება ყველა დონეზე შემოსული ქრთამით და სწავლის არ საჭიროებით, დამთავრდა საქართველოში და აღარ დაბრუნდება)
დღეს ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ განათლების სისტემა, რომელიც უკეთეს შედეგს მოგცემს და კორეული ჩვენთვის ყველაზე ახლოა.
რეპეტიტორულ სისტემას კორეელებმა კიდევ უფრო დახვეწეს კომპიუტერით მაღალხარისხოვანი რეპეტიტორის ხელმისაწვდომობით ნებისმიერი ბავშვისთვის, რომლის ფასსაც მთავრობა იხდის.
აღმოჩნდა, რომ მდიდრები ისევ დადიან ლაიფში ძვირად ღირებულ რეპეტიტორებთან და ამ სისტემით ძირითადში ღარიბი და ნიჭიერი ბავშვები სარგებლობენ და შედეგებსაც იუმჯობესებენ. ამ სისტემის გადმოღება დღესვე შეგვიძლია სკოლაში უკვე არსებული კომპიუტერული კლასების დახმარებითაც.
გთავაზობთ დავნერგოთ საქართველოში სკაიპის ტიპის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის და რეპეტიტორის პირად კონტაქტს. ნებისმიერ ბავშვს მიეცემა შესაძლებლობა ინტერნედის საშუალებით სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული კლასიდან საკუთარი მონაცემებით შევიდეს ასეთ სისტემაში და დაუკავშირდეს მისთვის შესაფერისს რეპეტიტორს თუ ის თავისუფალია და ხაზზე იგივე სისტემის ფარგლებში.. ნებისმიერ მიმდინარე სკოლაში მომუშავე მასწავლებელს შეეეძლება დარეგისტრირდეს ამ სისტემაში როგორც რეპეტიტორი, ასევე შესაბამისი დიპლომის არსებობისას და შესაბამის ფაკულტეტზე სწავლისას პიროვნებას უნდა ჰქონდეს საშუალება დარეგისტრირდეს ასეთ სისტემაში მასწავლებლად. აქ დგება რეპეტიტორთა ხარისხის კონტროლის პრობლემა, და როგორც ჩემს მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ ცხადყო ყველაზე ეფექტური მასწავლებლის ხარისხის კონტროლი მოწაფეებისგან მოდის და ეს პრაქტიკა მსოფლიოშია ფართოდ გამოიყენება. ამ პრობლემის გადასაწყვეტად გთავაზობთ მოსწავლის მიერ რეპეტიტორისგან ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შეფასების 10 ქულიან სისტემის მიმაგრებას თვით პროგრამაზე. სისტემაში მომუშავე ხარისხიან მასწავლებლებს გაეზრდებათ რეიტინგი, რომლის პირდაპირ პროპორციულად უნდა იყოს მიმაგრებული შრომის საათობრივ ანაზრაურებასთან. შედეგად კარგი და ხარისხიანი მასწავლებელს შრომითი ანაზრაურება ბევრად მაღალი იქნება ნაკლებ კომპეტენტურ კოლეგასთან შედარებით. ზემოთ მოწოდებული ინფორმაციიდან კი კარგად ჩანს, რომ ეს იწვევს მასწავლებელთა ძლიერ მოტივაციას აიმაღლონ კვალიფიკაცია, მიმართონ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
როგორც გვახსოვს რეპეტიტორული სისტემა საქართველოში ერთგვარ კორუფციის ფორმას იძენს საკუთარი მოწაფეების მეცადინეობის ან ნაცნობ მასწავლებელთან გაცვლა გამოცვლის ფორმით.
ამ პროცესის დაბლოკვა მარტივია პროგრამულად ჩემს მიერ შემოთავაზებულ სისტემაში, რადგან ბავშვს უფლება ექნება აირჩიოს ნებისმიერი მასწავლებელი გარდა საკუთარისა. ასევე სკოლის მასწავლებლები ვერ უნდა ხედავდნენ მათი მოწაფეები ცოდნას იძენენ სისტემით სარგებლობით თუ თვითონაც მშვენივრად უმკლავდებიან სასწავლო მასალას. ამ სიტუაციაში მასწავლებელი მაქსიმალური ცოდნის მოთხოვნას ცდილობს და ასევე მაქსიმალურად სამართლიანად ცდილობს მოიქცეს რადგან თვითონაც რეპეტიტორია და უნდა, რომ მის ბავშვს არ ჩაგრავდნენ.
ასეთი სისტემის კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის გახლავთ, რომ კარგი მასწავლებელი ხელმისაწვდომი ხდება ქვეყნის მასშტაბით ყოველი მოწაფისათვის საცხოვრებელი ადგილის და მიუხედავად, კარგი მასწავლებელი შეიძლება ცხოვრობდეს დედაქალაქშიც და პროვინციის პატარა სოფელშიც და ეს ქვეყნის დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს.
ამ სისტემით პირველ ეტპაზე ისარგებლებენ მოტივირებული ბავშვები მცირე მატარიალური შესაძლებლობებით და კომპიუტერის კარგად მცოდნე პედაგოგები, შედეგად ასეთი სისტემის დანერგვა ფინანსურად დიდი ხარჯს არ მოითხოვს, სამგიეროდ შეიცავს თვითრეგულაციის ელემენტებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს მასწვლებელთა მოტივაციის ხარჯზე.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა კარგი ხარისხის უმაღლესმა დაწესებულებებმა, რომელთა განვითარება სამეცნიერო კვლევითი ნაწილის გარეშე აზრს არის მოკლებული.
პ.ს. ყველაფერ ამას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს როდესაც წარმატება ქვეყანაში დამოკიდებულია ცოდნასა და შრომაზე ანუ, თუ ვაშენებთ ცოდნაზე დაყრდნობილ ეკონომიკას.
ამ სისტემის დანერგვა სკოლის მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე ბევრად უფრო იაფი ჯდება....
ჩემი მიახლოებითი დათვლით ასე 5 მილიონი ლარი დასაწყისისთვის...
დასაწყისში მისით ისარგებლებენ ინტერნეტის კარგი მცოდნე მასწავლებლები და სწავლის მსურველი ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან...
ასეთი კი ბევრი არ არის...
თუ ამ მთავრობამ ან მომავალმა მტავრობამ არ მოკიდა ამ სისტემის განხორციელებას ხელი...
იქნებ ამ სტიქიის არ იყოს... ჩვენ თვითონ გავაკეთოოთ ეს ყველაფერი .. ჩვენ გადავუხადოთ ხოლმე ჩვენს ბავშვებს სწავლის ფული..
გავხსნათ ანგარიში და გადავრიცხოთ ხოლმე რეპეტიტორებისთვის ხელფასი.
This post has been edited by sulo on 1 Aug 2015, 12:12
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)