თუ მოვინდომებთ შეგვიძლია თვითონ გავაკეთოთ.. სულ არ გვჭირდება მთავრობა..
ჩემი გაზრდილი ბავშვები დაბრუნდნენ დასავლეთიდან კარგი პროგრამისტული განათლებით...
დაგვიწერენ პროგრამას....( შემოსავალი როდესაც გვექნება შემდგომში გადავუხდით) თავიდან უფასო სერვერი მოვძებნოთ... უფასო რეკლამა შევაწეროთ ყველა ტელევიზიას...(ამის საშუალებაც მაქვს)
კატანკაგავხსნათ ანგარიში მაგალითად "რეპეტიტორი ყველას" და ვგონებ მოსახლეობა მშვენივრად დააფინანსებს საკუთარი ნიჭიერი ბავშვების მომზადებას...
ფორუმელებო რომლები გაიღებთ ამ კარგ საქმეში ფულს??????.
ამის ორგანიზირებას სრულიად უფასოდ ვკისრულობ... ეგ იქნება ჩემი წვლილი...
აგერ ბატონო განათლების სისტემის რეალური მდგომარეობა დღეს, ჩემეული ანალიზი სხვა ქვეყნების სისტემასთან შედარებული ისტორიულ ჭრილში:
საქართველოში სასკოლოს სისტემის რეფორმის ჩამოყალიბება შეუძლებელია მიმდინარე სიტუაციის წარმოშობის მიზეზების განხილვის გარეშე ანუ ისტორიული წიაღსვლის გარეშე. ჩვენთი თანამედროვე განათლების სისტემა ჩამოყალიბდა წინა საუკუნის სამოციან წლებში, როდესაც სტალინ მოშორებულმა ნომენკლატურამ გადაწყვიტა, რომ სპეციელისტების ანუ უმაღლეს დამთავრებულთა რაოდება აჭარბებს ეკონომიკის მოთხოვნებს( ნომენკლატურული კონკურენციის შემცირების მიზნით) და შესაბამისად გაართულა უმაღლესში შესასვლელი გამოცდების პროგრამა სკოლის პროგრამასთან შედარებით. ამ სიტუაციაში სკოლის როლი რადიკალურად დაკნინდა, მისი ადგილი დაიკავა რეპეტიტორმა ან ელიტარულმა სკოლებმა(მაგალითად პირველი სკოლა, კრემლის სკოლა და ა.შ.) სამხედრო კომპლექსის ფიზიკოსებზე, მათემატიკოსებზე და ქიმიკოსებზე მოთხოვნის შესავსებად გაიხსნა ნიჭიერთა სკოლები გართულებული პროგრამით.(კომაროვი, ვეკუა და ა.შ. რომლებიც ჩემის აზრით დღესაც წარმატებით მუშაობს და თანამედროვე ტექნოგლიური ცივილიზაციაში საქართველოს ჩაწერას ყოვლის მხრივ ხელს უწყობს) როგორც მოგეხსნებათ ამ პერიოდსავე განეკუთვნება კორუფციის განსაკუთრებული აყვავება საზოგადოებაში, რომელიც ასევე მწვავედ მოედო განათლების სისტემასაც. მიუხედავად ამის ასე თუ ისე საბჭოთა სისტემა საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა და როგორც მოგახსენეთ ძირითადში რეპეტიტორის ხარჯზე, რომელსაც წარმოადგენდნენ მაღალკვალიფიციური სკოლის მასწავლებლები და აკადემიური წრეები( აკადემიკოსი ველიხოვიც აკადემიის ვიცეპრეზიდენტიც კი რეპეტიტორობდა). მეორეს მხრივ პირდაპირი ნიშნის გაყიდვის გარდა რეპეტიტორული სისტემა თვითონ გახდა კარგი ბავშვის ჩაგვრის და ერთგვარი კორუფციის ელემენტის მატარებელი, ბავშვის ან თვითონ მასწავლებლის მიერ უხარისხოდ ნიშნისთვის ვითომ მომზადების ფორმით ან კოლეგასთან მისი გადამისამართების ფორმით.( განსაკუთრებით იჩაგრებოდა ბავშვი, რომელსაც არ სჭირდებოდა საერთოდ მომზადება).
ოთხმოცდაათიან წლებში ეს სისტემაც სრულებით მოიშალა, ნომენკლატურულმა ახალგაზრდებმა განიცადეს დიფერენციაცია, ერთი უკეთესი და უფრო ნიჭიერი ნაწილი 90 წლების დასაწყისში დასავლეთში წავიდა სასწავლებლად და საუკუნის დასაწყისში დაბრუნდა და მოუტანა ქვეყანას განვითარების იმპულსი, მეორე ნაწილი უნიჭო და დიდი პრიხვატიზირებული ყლაპიტალიზმ მამიკეობიანმა სრული დეგრადაცია განიცადა. 90 წლებში ზუსტად სწავლის საჭიროების ყოველგვარი მოთხოვნა ნიველირდა ელიტის ამ ნაწილში, სკოლის დიპლომს ყიდულობდნენ, უნივერსიტეტის დიპლომსა ყიდულობდნენ, თანამდებობასაც ასევე ყიდულობდნენ. შესაბამისად თითქმის სრულიად გაქრა რეპეტიტორზე მოთხოვნა, რადგან მოსახლეობას ფული არ ჰქონდა მომზადების. ველიხოვის მაგალითი ამტკიცებს, რომ მეცნიერებს არასოდეს აფინანსებდნენ საბჭოთა კავშირში ღირსეულად( შარაშკების პრინციპიდან გამომავალი) 90 წლების დროს საქართველოში ამ მიმართულებით სრული განადგურება მოხდა. მუშაობდნენ ენთუზიასტები, როგორც სკოლაში ასევე უმაღლესებში ძველი ინერციით, ცოდნის კარგ დონეს აჩვნებდნენ ბავშვები ინტილიგენციიდან, რომლებიც განათლებას მშობლებისგან იღებდნე.
2003 წლის შემდეგ ახალი მთავრობის ნაბიჯების მცდელობამ მერიტოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისკე სოციალური ლიფტების ჩართვამ, სასკოლო განათლების სისტემას ახალი იმპულსი მისცა, პირველ რიგში არაკორუფციული საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბებით. იყო ამერიკული ზოგიერთი მეთოდის პირდაპირი გადმოხატვის მცდელობა, რომლებიც მალევე უკუგდებული იყო. საგამოცდო სისტემის სკოლის პროგრამასთან დაახლოებამ განათლების ხელმისაწვდომობა გაზარდა სკოლის მუშაობის პირობებში.ეროვნული გამოცდების და საატესტატო 8 გამოცდის სისტემა შემდგომი მცირე მოდერნიზაციის შემთხვევაში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და იმუშავებს. ასევე განსკუთრებით მინდა აღვნიშნო მასწავლებელთა გამოცდები, რომელიც ასევე წარმატებულ პროექტად მიმაჩნია ხელფასის ზრდის ამ ობიექტურ კრიტერიუმთან მიბმის ფონზე.
ეხლა დავუბრუნდეთ რეალურ მდგომარეობას სკოლაში, მისი მშვენიერი ანალიზი არის მოცემული მიმდინარე განათლების სამინისტროს პროგრამაში(.)
ხოლო პრობლემების გადაწყვეტის შემოთავაზებული პროგრამა ვეჭვობ სრულ კატასტროფამდე მიიყვანს ჩვენს განათლების სისტემას, იხილეთ ნია ჭაჭიაშვილის სტატიის პირველი ნაწილი:
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114202/ როგორც სტატიის ავტორი სამართლიანად აღნიშნავს ეს როფორმა კიდევ უფრო დააკნინებს ისედაც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მყოფ მასწავლებელს და ჩემის აზრით დამატებით გზას გაუხსნის კორუფციას მასწავლებელთა დონის დადგენის პროცესისას. სამწუხაროდ სტატიის ავტორი მასწავლებლის სამინისტროდან ტერორს სკოლის ტერორით ჩანაცვლებას გვთავაზობს. თუმცა მეორეს მხრივ სკოლის შიდა კოლეგიალური მართვის მეთოდები ყველაზე ახლოა იდეალთან ანუ ფინურთან.
დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთო, რომ მიუხედავად ასეთი პრობლემური სიტუაციისა, მაღალკვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტისა, მასწავლებლის ავტორიტეტის დაცემისა და საზოგადოების ნაწილში სწავლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა, რეალურად უკვე დანერგილი საგამოცდო სისტემა ნელნელა ასწორებს სიტუაციას პროვინციაში და დედაქალაქის გარეუბნებში სკოლაში აღდგენილი სასწავლო პროცესის ხარჯზე, ცენტრში კარგად ამუშავებული რეპეტიტორული სისტემის ხარჯზე. მაგრამ მიმდინარე ტემპი და ამ პროცესით მოცული მოსახლეობის წილი, სკოლებში სწავლის დონე არ არის სახარბიელო და თანამედროვე გამოწვევების შესაფერისი.
სანამ პრობლემის გადაწყვეტის გზას შემოგთავაზებდეთ ჯერ განვიხილოთ რამდენიმე წარმატებული საგანმანათებლო სისტემას.
როგორც ხედავთ ფინური სასკოლო სისტემა თითქმის იდეალურია, ფინელების გამოცდილებას ინტენსიურად სწავლობენ ამერიკელებიც. ერთადერთი რაც შეიძლება ნაკლად ჩავუთვალოთ ის გახლავთ, რომ ნიჭიერ, მაგრამ არა მოტივირებული მოსწავლის ძალით სწავლებაზე ამ სისტემის ფარგლებში არ მოიაზრება და ეს თავის მხრივ საქართველოში დანერგვის მიზანშეწონილობას საჭოჭმანოს ხდის( მოსახლეობის ნაწილისთვის ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის ტიტული საკმაოდ მიმზიდველია)
ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის მენტალიტენტი ნელნელა უკან იწევს და ფინური სისტემის დანერგვა მართლაც მომხიბლავად გამოიყურება მომავალში. ამ სისტემის დანერგვისათვსი შემდეგი მატარიალური და ინტელექტუალური რესურსია საჭირო:
1) მატარიალური ბაზა, ანუ ყოველი სკოლის უმაღლესი სტანდარტით გარემონტება, ლაბორატორიებით და სამუშაო ოთახებით აღჭურვა, უფასო სასადილოთი და სპორტული მოედან -ინვენტარით აღჭურვა.
2) მასწავლებლის ხელფასის გაზრდა პრესტიჟული პროფესიების ხელფასების დონეზე.
3) შესაბამისი უმაღლესი საწავლებლების აღჭურვა და დაფინანსება კადრების მოსამზადებლად, რომელიც შეუძლებელია მეცნიერული კვლევითი ნაწილის დაფინანსების გარეშე;
4) მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა რადგან ფინური სისტემა მუშაობს მხოლოდ მასწავლებლების საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში(კლასში მაქსიმუმ 24 ბავშვი ზის).
საქართველოს დღესდღეეობით ამ სისტემის დანერგვისთვის არა მარტო მენტალური დაბრკოლებები აქვს არამედ მატერიალური რესურსების შეზღუდულობაც ახასიათებს. მეორეს მხრივ ზოგიერთ ქვეყანაში მოსწავლეთა ცოდნის დონეების განაწილების ძალიან თვალსაჩინო გრაფიკი. ამ გრაფიკიდან მშვენივრად ვხედავთ, რომ ფინეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იგივე სამხრეთ კორეას. ამიტომ სამხრეთ კორეული გამოცდილების ანალიზივი ვფიქრობ პროდუქტიული იქნება განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან კორეულ და ქართულ საგანმანათლებლო სისტემებს აქვს ერთი საერთო კომპონენეტი: რეპეტიტორი.[B][COLOR=red]
This post has been edited by sulo on 1 Aug 2015, 19:28