ზოგადად პრობლემა და მუდმივი საშიშროება რო არსებობს, ეს უდავოა.
და ეს არაა ახალი ხილი, მუდამ არსებობდა საფრთხე ჯავახეთში და იარსებებს, სანამ რუსეთის იმპერია არ მოიშლის იმპერიალისტურ ზრახვებს. ანუ სანამ არ დაიშლება მარტივ ნაწილაკებად, სანამ რუს ერს არ დაემართება ის, რაც დაემართა გერმანელს ერს (ეს კი დანარჩენი მსოფლიოსთვის მეტად ნუ ნაკლებ მტკივნეულ ფორმაში, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება).
დღეს, დამერწმუნეთ არაა ისე საქმე, რომ განგაშის ზარებს შემოვკრათ და არიქა, პანიკაში ჩავვარდეთ.
რუსეთი მუდმივად ახდენს ამ თემის (ისევე როგორც აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული და თქვენ წარმოიდგინეთ მეგრულიც) გარშემო ჩვენს პროვოცირებას. თუ ჩვენ ავყვებით ამ პროვოკაციას და გადავყლაპავთ შემოგდებულ ანკესს, ხელს ვუწყობთ მის ბოროტ ზრახვებს.
როგორ? როგორ და ასე - იქ არსებული მუდმივი პრობლემის და საფრთხის ფონზე, როგორც კი ხდება სიტუაციის დაწყნარება და დაისადგურებს ერთგვარი შტილი, უმალ ხდება რუსეთის და მისი ინტერესების გამტარებელი წრეების (მედია, აგენტურა, უშუალო წარმომადგენლები, პოლიტიკოსები) ახალი სატყუარას შემოგდება, რათა ნაკვერცხალი არ გაცივედეს და იყოს მუდმივად გახურებულ მდგომარეობაში.
აი შენ, თუნდაც როგორც ერთმა ადამიანმა, ხო მიიტანე გულთან როგორც პატრიოტმა და ემოციურ ფონზე ბუნებრივი რეაქციაა, რომ სომხების მიმართ უარყოფითად განეწყობი. ამ თემაშიც შენს გარდა, რამოდენიმე იუზერმა სერიოზულად აღიქვა ეს ყველაფერი და გაისმა სომეხთა ლანძღვის მოწოდებები. თითქოს ეს უმნიშვნელოა და მერე რაა, მაგრამ სინამდვილეში, ეს განწყობა გადადის ადამიაენებიდან ადამიანებზე და ასე, წვეთ, წვეთ, საუკუნეების მანძილზე, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გვგლიჯავს შუაზე. ეს ერთ-ერთი ზოგადი მეთოდია, ჩვენს წინააღმდგ მიმართული იარაღი.
კი ბატონო, მეც ვიცი ისევე როგორც თქვენ, რომ ჩვენს ისტორიაში სომხები უმეტეს წილად მუხანათურ როლს თამაშობდა და თუნდაც ბაგრამიანის ბატალიონი რად ღირს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას ჩვენ, სხვის მიერ შემოგდებული ფანდით ჩვენი ხელით ხელოვნურად გავაღვივოთ პრობლემა და მითუმეტეს არარსებულის რეალობად მიღება ხო საერთოდ კატასტროფაა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიშას დროსაც და ეხლაც, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მდგომარეობა ავად თუ კარგად ექვემდებარება კონტროლს.
ხოლო ის შიში, რომ არ გვინდა აქაც განმეორდეს 2008 წლის ანალოგია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლოა.
აბსოლუტრად განსხვავებული სიტუაცია და მოცემულობებია.
მეგობრებო გთხოვთ ყველამ გაითვალისწინეთ !!!
მსგავსი თემები სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისათვის მეტად სენსიტიურია და თქვენი პოლიტიკური შეხედულების და სიმპათიების მიუხედავად, თუ თქვენ თავს გრძნობთ ამ ქვეყნის შვილად, თავი შეიკავეთ ასეთი თემების გახსნისაგან და ზოგადად აფიშირებისაგან, სანამ არ დარწმუნდებით რომ მართლა რაღაც კონკრეტულ პრობლემასთან გვაქვს ადგილი და არა ყურით მოთრეულ პროვოკაციულ დეზინფორმაციასთან. გადაამოწმეთ სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის სახელმწიფო არხებით და ყვითელი პრესის და აშკარად რუსული სპეცსამსახურების გვერდებიდან ნუ დააკოპირებთ და ნუ გაავრცელებთ თემებს, სადაც საუბარია მსგავს "საფრთხეებზე".ამ ყველაფერს რაც უფრო მეტჯერ ავყვებით და ჩვენ თვითონვე გავამუქებთ, ემოციურ ფონზე მით მეტ შეცდომას დაგვაშვებინებს მტერი, დანარჩენი თავად განსაზღვრეთ.
მყვირალა სათაურებმა წინდაწინვე უნდა დაგაფიქროთ, შემოგდებული ხო არაა?
აი ამას წინათ, რომ იყო თემა, "არიქა, სომხეთმა საზღვარი გადმოსწიაო" (რუსთავი ორმა რო აიტაცა და აქაც ერთი განხილვა დისპუტი იყო), ხო გაირკვა რო დეზა იყო, დღესაც რუსულ პრესას თუ გადახედავთ ახალი ინტერპრეტაციებია ამ თემაზე, დაუკვირდით და მიხვდებით თავად. დღესაც გრძელდება "ანალიტიკოსების" პუბლიკაციების გამოქვეყნება, გადმოწევის "ფაქტი" უკვე მიიღეს ფაქტად და ეხლა ხდება "ანალიზი" რა მოჰყვება ამ ყველაფერს, როგორ უნდა მოიქქცეს ქაერთული სახლმწიფო, რომ არ უნდა დავუთმოთ სომხებს 1 მტკაველი მიწა და ა.შ. ანუ, ჩვენივე დაუძინებელი მტერი ზრუნავს და წუხს ჩვენს პრობლემებზე და გვაძლევს სასიცოცხლო რჩევებს და ჩვენ თუ ამას (და ასეთ რამეებს) ავყვებით !!! ...
This post has been edited by spider77 on 2 Aug 2015, 10:14