მაგის გამოა ქართული ტრადიციაო, თემის ავტორიც მაგას იძახის.
სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ადამიანის ქცევის მოდიფიცირება ძალიან ადვილად შეიძლება. "ნებადართულია ყველაფერი ის, რაზეც არ დავისჯები" - ასე აზროვნებს ადამიანი.
ამ ვიდეოში შეკითხვა რომ ასე დაესვათ: "რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი ადამიანის მოკვლა?", როგორ გგონიათ, რას იტყოდნენ რესპოდენტები?
ქალის ცემას ამერიკელებმა მისცეს დანაშაულის კვალიფიკაცია და ამის გამო დასაჯეს და დღესაც სჯიან კაცს. ამიტომ იქაური კაცი არ გამოვა და არ იტყვის, რომ მიზანშეწონილია. ქართველები დანაშაულის კვალიფიკაციას არ ვაძლევთ.
ისევ ის მაგალითი უნდა მოვიყვანო, რაც წინა პოსტში დავწერე. ის გოგო პოლიციაში რომ რეკავდა, მცემს ქმარი და მომაქციეთ ყურადღებაო, რატომ არავინ მიაქცია ყურადღება?
სანამ არ მოკლა ქმარმა, მანამ არ "მიაქციეს ყურადღება" და არ ჩასვეს ის კაცი ციხეში.
ჰოდა ამ ხალხსაც ჰგონია, რომ ქალის ცემა შეიძლება.
ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელიც კანონების ჯაჭვით თუ არ დააბი, თავზე გადაიმასქნებს.
ქართული საზოგადოება კი ძალიან ინფანტილურია და პრობლემას ებრძვის ლოზუნგებით, პლაკატებით, კლიპებით... და არა კანონებით და სასჯელით.
შედეგი - 0.
"კოკოითი ფანდარასტ" გახსოვთ? იგივე პონტია. სიმღერით პრობლემის მოგვარების მცდელობა.

melodyman/,
ვენაცვალე იმ ქალებს, ვინც თქვენისთანა კაცებს ღალატობენ. დღეში 7-ჯერ უნდა გადგათ ქალმა რქები მარტო აი მაგ ერთი ფრაზის გამო.