განვიხილოთ ეს საკითხი იურიდიული კუთხით:
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის (რომელიც მოქმედებს 1990 წლიდან) მიხედვით პირველივე მუხლში წერია, რომ "ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას". იმავე დოკუმენდში აღნიშნულია: "მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, დაიცვან ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ცდუნებისაგან, პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში, პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში გამოყენებისაგან" (მუხლი 34).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი დანაშაულად აღიარებს სრულწლოვნის სქესობრივ კავშირს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მომდევნო მუხლი კი გარყვნილ ქმედებასაც სჯის. ზემოთხსენებულის უკეთ გასაგებად ჩვენი მოქალაქე სრულწლოვანი ხდება 18 წლის ასაკის მირწევისას და სწორედ ამ დროიდან აქვს მას რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებაც.
რაც შეეხება დაქორწინებას, ე.წ. კანონიერ სექსს. მოვიშველიოთ ისევდ ა ისევ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
მუხლი 1107. დაქორწინების პირობები
დაქორწინებისათვის აუცილებელია:
ა. საქორწინო ასაკი;
ბ. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
მუხლი 1108. საქორწინო ასაკი
1. საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი.
2. გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება
დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი
წერილობითი თანხმობით.
3. თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უარის
შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა
განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ.
არსებობს კიდევ სხვა კანონები, რომლებიც კრძალავს მოსწავლის და მასწავლებლის სექსს, მაგრამ ეს კანონები ჯერ არ დაწერილა. ისინი ზეპირად - თაობიდან თაობას გადმოგვეცემა

ამ კანონებს და მათ კრებულს ზოგი ზნეობას ეძახის, ზოგი მორალს, ზოგიც უბრალოდ კულტურას და ტრადიციას.