ახლა მარგველაშვილი ევასებათ ნაცებს....
მიღწევა ხომ უნდოდა ამას, ნაცებს თავი შეაყვარო...
პ.ს,.
Giorgi Margvelashvili, გისმინე და საოცრებაა პირდაპირ, ეროვნული ბანკის მუშაობის მაღალი შეფასება?! რომელი საერთაშორისო ექსპერტიზის შეფასებით იხელმძღვანელე, თავზე დაგვამხო ლარი ნაც-ანალმა ზონდერ-"ბანკირმა" ქადაგიძემ!
შენ თუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხარ, არასახელმწოფოებრივად მოაზროვნეს და ჩემი აზრით, დამნაშავეს არ უნდა უჭერდე მხარს! მორალი აღარ არსებობს, მერე რა, რომ დამტკიცებული არ არის დანაშაული?!
სანამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდებოდა, ქადაგიძე არ იყო "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო"-ს უფროსი ?! შემდეგ , გაპრეზიდენტებულმა, ეს სამსახური არ "შეიყოლა" ეროვნულ ბანკში , საკუთარ დაქვემდებარებაში ?! იხ.ლინკი, რამდენად მძლავრი ორგანო იყო -
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1391647რომელ სახელმწიფოებრიობაზე მელაპარაკები და ვის სასარგებლოდ?!
ქადაგიძემ მანამდე რაც იზონდერა კერძო კომერციულ ბანკებში (დამარჩენებმაც, ახლა რომ " დიად ბანკირებად" გვევლინებიან), როდესაც მეპატრონეებს ართმევდნენ, ეგ კიდეც ცალკე თემაა და იმ ადამიანების კისერზე იყოს, ვინც ქადაგიძე გაუსამართლებელი დატოვა, პირველ რიგში , საქართველოს პროკურატურას ვგულისხმობ! ვიღაცამ საკუთარი ბანკის დარბევა აპატია, ეგ რა ჩემი საქმეა, მაგრამ დანარჩენი ბანკები?! თუ საქართველოს ბანკი, ინტელექტ-ბანკი, კორსტანდარტ-ბანკი, აგრობანკი (მოკლული მეპატრონით და შემდგომში ე.წ."სახალხო") ა.შ... რომელი ერთი ჩამოვთვალო, მემკვიდრეობით ერგოთ ნაცანალებს? ყველა მიითვისეს ყაჩაღურად! დავიჯერო, არ გახსოვს.. რა "საერთაშორისო ექსპერტიზაზე" მელაპარაკები, საკუთარი შეფასების უნარი შენ თუ დაკარგე, მე არ დამიკარგავს. და არც ამნეზია დამმართნია!
შენ თუ არ წაგიკითხავს, მე მოგაწვდი რამდენიმე ციტატას თუნდაც ბატონი თემურ ბასილიას ანალიზიდან, რომელიც "ახალ თაობაში " დაიბეჭდა და ასეთ ვარაუდს არაერთი ექსპერტი გამოთქვამდა და "სახელმწიფოებრივად აზროვნებაზე" თუ გაქვს პრეტენზია, კოჟორიძის ჭკუაზე არ უნდა იარო (დანარჩენ "ძვირფასებს" აღარ ჩამოგითვლი!..)
რომელია "არასაკმარისი არგუმენტი", მაინტერესებს...
1."რა გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის ასეთმა მკვეთრმა ვარდნამ? მიუხედავად იმისა, რომ დოლარში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა, საქართველოს ბიუჯეტს 2.7 მილიარდი ლარით მეტი თანხის გადახდა მოუწევს საგარეო ვალების დასაფარავად. რატომ?
თუ 2012 წელს საქართველოს საგარეო ვალი შეადგენდა 6.6 მილიარდ ლარს, 2015 წლისთვის ის 9.3 მილიარდ ლარამდე, ანუ 2.7 მილიარდი ლარით გაიზარდა. მართლა გაიზარდა საგარეო ვალი? არა, თითქმის არ გაზრდილა: თუ 2012 წელს დოლარში გამოხატული საგარეო ვალი შეადგენდა 3.997 მილიარდ აშშ დოლარს, 2014 წელს კი, 4.027 მლრ აშშ დოლარს. ეს ძირითადად ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი ვარდნის "შედეგია".
განა არ არის ეს ის თემა, რომლითაც ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს რა იყო ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი? ეს იყო მხოლოდ გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგი და გარდაუვალი მოვლენა, ეს იყო გამოწვეული არაკომპეტენტურობით (პირველ რიგში ეროვნული ბანკის) თუ, ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული შეგნებული ქმედება ..."
---------------------------
"სახელმწიფოებრივად მოაზროვნე " პრეზიდენტო, და ნეტავ "ვისი" კომერციული ბანკები გამდიდრდა და ვინ გაღატაკდა... აბა , თუ გამოიცნობ?!
2. "ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2014 იანვარ-მაისში კომერციული ბანკების
შემოსავლებმა შეადგინა 988.4 მილიონი ლარი; ხოლო მიმდინარე წლის იგივე პერიოდში
მათი შემოსავლები თითქმის 40 %-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
დაახლოებით იგივე სურათია კომერციული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელშიც.
თუ 2014 იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 137.6 მილიონი ლარი
შეადგინა, მიმდინარე წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი თითქმის 30%-ით გაიზარდა და
185.6 მილიონ ლარს მიაღწია.
როგორც ეროვნული ბანკის მონაცემები ადასტურებს, საქართველოში მოქმედმა
ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა ლარის დევალვაციით დამატებით სარგებელი
მიიღეს. "
კარგით რა, მართლა და მართლა... ამოვიდა ყელში ამდენი არასახელმწიფოებრივად აზროვნება!
p.s. და რადგან ამდენი სახელმწიფო დამნაშავე დანავარდობს თავისუფლად, ეს საქართველოს პროკურატურა არათუ დასაშლელი, უკვე იქეთ დასაჭერია უმეტესობა!