მაგარი ქოსატყუილა რამე გაუძრია (მაგისგან რა გასაკვირია, თან იქ თავს იწონებდა და მოხსნა გუდას თავი...). რათქმაუნდა, საშუალოდ რომ შეხედო და ისე ისაუბრო, ეგ ტყუილია და სისულელე. საშუალოდ, ალბათ 700–900 ლარს ვერ აცდება ექიმების ხელფასი.

ისე, ბევრს რომ აკეთებენ ეგეთი ექიმებიც არიან, და არც თუ ისე ცოტა. ძირითადად, ცნობილი ტიპები, რომელთაც თავისი კლინიკები აქვთ (არ არის აუცილებელი დიდი კლინიკები, პატარებიც კარგად აკეთებენ ფულს), მაგალითად გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ვინც რთულ ოპერაციებს აკეთებს, ასევე მაგალითად თვალის ქირურგები, ტრავმატოლოგები (ნუ ვინც მაგარია და თანამედროვე, მოწინავეა თავის სფეროში და ა.შ.), ნეიროქირურგები.
მოკლედ მე ვიცნობ პირადად ასე 50–მდე კაცს, რომელიც 15 000–საც აკეთებს და მეტსაც (ნუ ეს ტიპები ძალიან მაგარს მუშაობენ და დღე და ღამე გასწორებული აქვთ, ასევე კარგი მენეჯერებიც არიან ყველაფერთან ერთად (ანუ სადღაც ეკუთვნით კიდეც, ვერ გაამტყუნებ), ნუ კარგ დროსაც კარგ ადგილას აღმოჩნდნენ და მარიფათი აღმოაჩნდათ რომ ეხელთათ ეგ მომენტი, ნუ ბევრმა ასევე სხვებს გადააბიჯა და ისე გაიკვლია, მოკლედ ყველაფერი არის), მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ.
რაც შეეხება რეფორმას და ამბავს, სამედიცინო სფერო არის ის სფერო და ექიმები ის კონტიგენტი, რომელსაც რეალურად რეფორმა არ შეხებია საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ისვე როგორც საშუალო სკოლის მასწავლებლებს. მანდ რომ წესიერი რეფორმა ჩაატარო, მინიმუმ უნდა გაანახევრო სტაფი და პარალელურად კვალიფიკაცია აუმაღლო მათ ვინც შესძლებს და მართლა ექიმი ან მასწავლებელია და რეალურ შედეგებს მიიღებ, მაგრამ ეგ პოლიტიკური გადმოსახედიდან თითქმის შეუძლებელია, იმიტომაც ვერცერთმა ხელისუფლებამ მაგის გაკეთება ვერ გაბედა და კიდევ კარგა ხანი ვერ გაბედავს სამწუხაროდ.
This post has been edited by grou on 19 Oct 2015, 20:15