სამხედრო სტრატეგიაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ხუილოს დიდი უბედურება ელოდება შემოდგომიდან.
ნავთობის ბაზარზე ახალი დიდი მოთამაშე ირანი გამოჩნდება, რაც დაახლოებით 10 ერთეულით გამოიწვევს ნავთობზე ფასის ვარდნას.
კონტინენტურ ევროპაში კი იზრდება რუსეთისთვის სხვადასხვა სახის სანქციების დაწესების მსურველთა რიცხვი. შვიდი ქვეყანა მიუერთდა რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს სხვადასხვა დარგებში (ძირითადად ყირიმის ფარგლებში): ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, საქართველო და უკრაინა. ფაქტია, რომ რუსეთმა ძალიან შეტოპა და შესაბამისად უკვე აღარავინ ფიქრობს სანქციების მოხსნაზე.
მცირდება რუსეთის სავალუტო რეზერვები. ბოლო წელიწადში დახარჯა 150 მლრდ დოლარის რეზერვი კურსის შენარჩუნებისთვის და მაინც ვერ ინარჩუნებს. ეს მომდევნო წელიწადნახევარში დეფოლტის ტოლფასია.
დღეს მთელი დღე 63-ის ფარგლებში ტრიალებს რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში. რუბლის ბოლო თვის კატასტროფაც ზაფხულის ბოლოდან მოსალოდნელი ვარდნის წინასწარი გამოძახილია. წლის ბოლოს დაახლოებით 75-ის ფარგლებში იქნება რუბლი.
რუსეთის ეკონომიკის -2.5%-იანი რეცესია აქვს, რაც წლის ბოლომდე გაიზრდება.
იმის გამო რომ კურსი მკვეთრად შეიცვალა საერთაშორისო ვაჭრობებში რუსეთის მშპ-ს წონა მკვეთრად შემცირდა, ჩამოვარდა 1.17 ტრლნ დოლარამდე, რაც თავისი მასშტაბებით თურქეთთან (750 მლრდ) უფრო ახლოს არის ვიდრე ბრიტანეთთან (2.8 ტრლნ)
ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ უკრაინამ უკვე სული მოითქვა და დადგა დრო, როდესაც უკრაინის ეკონომიკა და გრივნას კურსი უფრო ჯანსაღია, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა და რუბლის კურსი.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 5 Aug 2015, 01:18
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)