მისი მონტაჟი ხდება კონკრეტული პრინციპით, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში
და შენ რა იცი შენ სამეზობლოში ვინ რას უყურებს? ყველას სახლში გაქვს ფარული კამერა დამონტაჟებული და მათ აკონტროლებ თუ როგორ ხდება ეს?  

თუ ხალხის ენით საუბარი ახალი მოდაა? 

მე გაქანებული ქოცების ოჯახებში მინახავს რუსთავი 2 ჩართული და მისი ყურება აქტიურად
თუნდაც იგივე ფორუმზე, რუსთავი 2-ს მემგონი ქოცები უფრო მეტი სიხშირით უყურებენ ვიდრე იგივე ნაცები, რადგან რაიმე იქ გასულ ინფორმაციაზე ქოცი უფრო სწრაფარდ ხსნის აქ ნიუსს ვიდრე სხვა დანარჩენი 

ნუ ეხლა შენ აღიარებ თუ არა, ეს შენი გადასაწყვეტია
მარა ყველა გამოკითხვებით, ყველა გამოკვლევებით (რომელიც ტარდება მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და აპრობირებული საშუალებებით) და ფინანსური მაჩვენებლებით რუსთავი 2 არის ფლაგმანი ტელევიზია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე
ნუ გასაგებია პოლიტიკური შეხედულებების გამო შენ პირადად არ მოგწონს ეგ არხი, მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არის რეიტინგული და ხალხის სახელით ისაუბრო
დარწმუნებული ვარ შენ პირადად ობიექტივი ან კავკასია გირჩევნია რუსთავი 2-ს, მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ რუსთავი 2 მაგ არხებზე არაპოპულარულია
ერთია საკუთარი აზრი და მეორე ზოგადი მდგომარეობა