
თემა გადავიკითხე და შემდეგი დასკვნები გამოვიტანე:
1. მდედრების 90% და "პრადვინუტების" უცხოეთში მცხოვრები ნაწილი მაქსიმალურად იცავენ უცხოელ მამრებს და ქართველებს ლანძღავენ. ამან ცოლს აპკი შეუმოწმა, ის სამსახურს ვერ შოულობს, ის ფულს ვერ შოულობს ის სექსუალურ თავაშვებულებაში არ არის ცოლთან და მსგავსი ლეღვობები;
2. რატომღაც უცხოთმადიდებლები ერთი წამითაც არ ამბობენ წესიერი ქართველი მამაკაცების არსებობაზე გაკვრითაც კი;
3. აქ მპოსტავი ქალების უმრავლესობა ავლენს ქვეცნობიერ შანტაჯის ელემენტებს ასე და ისე თუ არ მოიქცევით, უცხოელებს გავყვებით და თქვენ ეძებეთ ქალები სადაც გინდათო

მეტის ჩამოთვლას არ დავიწყებ. აქედან ამოვალ.
ბევრი მეცნიერი ამბობს რომ რაც დრო გავა სამხრეთ ქვეყნებში არჩევითი აბორტები მეტად მოიკიდებს ფეხს და მამაკაცების რაოდენობა გაასწრებს ქალების რაოდენობასო. ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნებში ქალის რაოდენობა მეტი იქნებაო. ალბათ იმიტომ, რომ უფრო ჩრდილოეთით ელიან ჰომოსექსუალიზმის მეტ აღზევებას, მამაკაცების გალოთება-განარკომანებას და შესაბამისად სრულყოფილ მეუღლედ ვერ წარმოუდგენიათ. გამომდინარე აქედან იქ იქნება მამაკაცების ნაკლებობა, სამხრეთში ქალების.
ეს ავტომატურად გამოიწვევს უცხო ქალებთან ქორწინებას და ამაზე დავა არ ღირს.
საერთოდ ადამიანის ქვეცნობიერში ბევრი რამ ილექება და შესაბამისად მის შემდგომ გადაწყვეტილებებზე აისახება.
ჩინეთში სელექციური აბორტები ლკი არა და გაზრდილ შვილს კლავდენ, რომ შემდეგი შვილი იქნებ ბიჭი გვყავდესო.
ეს შემთხვევითიი არ არის. მათთვის ოდითგანვე მამაკაცი იყო პატრიოტი და ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და ქალი კომფორტს და თბილ გარემოს ანიჭებდა მნიშვნელობას. რა თქმა უნდა ყველა ასე არ არის, მაგრამ ძირითადად პატრიოტობა ქალების უმეტესობას რომ ჰკიდია, არც ამაზე ღირს დავა.
მარტო ამ თემაში ნახეთ, პატრიოტობაზე რა ღლიცინია. ხოლო ქალების ეს "შანთაჟის" პოზა ვერაფერ კარგს ვერ მოიტანს.
აბა დავფიქრდეთ ჩვენ შედეგზე. რა შეიძლება მოიტანოს ქალების ამ პოზიციამ? კერძოდ რა შეიძლება ადამიანის გონებაში ტრიალებდეს ქვეცნობიერად:
1. მაინც უცხოელებზე უნდა გათხოვდენ და რა აზრი აქვს იქნებიან თუ არა? ასეც და ისეც უცხოეთში გვიხდება საძებნი;
2. არა თუ უცხოელზე გათხოვებას და სხვა გენოფონდის გამრავლებას იწყებს, არამედ ხელს უწყობს მათ აქ შემოსვლას და ხდება უცხოური ემანსიპაციის დასაყრდენი;
3. პარალელურად თავისი ეთნოსის და კულტურის წინააღმდეგ ილაშქრებს, რადგან არსებული არც წესი მოსწონს და არც ხალხი.
აქედან გამომდინარე უფრო აქტუალური გახდება სელექციური აბორტები. თუ ასეთი თემპით გაგრძელდა ქარრთველი ქალების არა უცხოეთში გათხოვება, არამედ მათგან საქართველოში უცხოელებზე გათხოვება, რითაც ისინი დასაყრდენს ქმნიან ქართული ეთნოსის საწინააღმდეგო შეფარდებისთვის.
აქ რომ ამოხტით შარვლებიდან თურქების ქება დიდებით, აბა იმ თურქ ქალს თუ მისცემენ იმის უფლებას, ქართველს მითხოვდეს და მოქალაქეობა მიაღებინოს?
აბა იქ არიან თუ არიან ფუნდამენტალები, რომელთაც ვერც შეადრით ჩვენ მურთაზებს.
თქვენ ქართველი ქალები გაიზარდეთ ისეთ გარემოში, რომ არჩევანის თავისუფლება რეგიონში ყველაზე მეტი გაქვთ. არჩევანის თავისუფლება, მე თუ მკითხავს კაცი, ზომიერი უნდა იყოს. იმით რომ იმ თურქზე თხოვდებით, თქვენს მომავალ შვილებს აყენებთ გაცილებით ნაკლები არჩევანის თავისუფლების გარემოში. ამას თუ აცნობიერებთ და მაინც იღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ დიდ ეგოიზმს ავლენთ. ნებისმიერი არსება შვილზე მეტად ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. თქვენ კი დაბადებამდე უფრო შეზღუდულ და დამამცირებელ გარემოს უქმნით.
აქ რომ ამბობენ, მესმის ევროპელს გაყვეს, მაგრამ თურქს რატომო, ვერ ახსნა ბევრმა, მაგრამ იქაც ეგ გვეცნობიერი ანგარიშია. რატომ გავაყოლო ისეთ კაცს ქალიშვლი, რომელიც შემდგომში შეზღუდავს, დაჩაგრავს? ევროპელი არც შვილს დამიჩაგრავს და არც შვილიშვილებს.
კიდევ ერთი. მე ოთხი ქალიშვილის მამა ვარ და შევეცდები მათ აირჩიონ ღირსეული ადამიანები. არც მე მინდა ეს ჩემი დედა სასტავი, ვითომ ძველი ბიჭები. რომ დალევენ და ღლევდებიან. ეუზრდელებიან და ეჩხუბებიან ოჯახის წევრებს. ლოთობენ და ბირჟაზე დგანან მთელი დღე და ასე შემდეგ.
ისე, მარტგო ქალებსაც ნუ დავაბრალებთ ამ მოცემულობას. რას ვთხოვთ ქალს, რომელსაც მამაკაცი მოეწონა, მიყვება გვერდით და იმას ყოველ სიტყვის თავზე ჩემი დედა აკერია პირზე?
ვინმე ამიხსნის, რატომ არ ითვლება სირცხვილად გალეშვამდე დათრობა?
რატომ უნდა ვაფასებდე ადამიანს, რომელიც აქ ცოლის გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს და სულ არ აინტერესებს როგორ შოულობს იქ ის ცოლი ფულს?
რატომ უნდა თვლიდეს თავს ვიღაც უსაქმური სხვაზე აღმატებულად თავს იმიტომ, რომ იპარავს?