რაა ეს - ხანძრის დღეა?
http://rustavi2.com/ka/news/23184ხანძარი თბილისში - სპორტის სასახლესთან 3 ათასი კვადრატული მეტრი იწვის
ხანძარი თბილისში-ამ წუთებში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
როგორც სამაშველო სასმახურის თანამშრომლები აცხადებენ, ცეცხლი 3 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო მანქანა და მაშველები.
ცეცხლის ლოკალიზება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
http://rustavi2.com/ka/news/23185კიდევ ერთი ხანძრის კერა თბილისში-რამდენიმე წუთის წინ გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში შენობას ცეცხლი წაეკიდა.
არსებული ინფორმაციით შენობა "კავკასუს ონლაინს" ეკუთვნის. წინასწარი ინფორმაციით ფართი სასაწყობედ გამოიყენება და ხანძრის დროს შენობაში თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია არიან დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო, სახანძო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის.
http://rustavi2.com/ka/news/23190ცნობილი ხდება, რომ გუდაუთის ქუჩაზე არსებულ შენობაში, რომელიც ერთ საათზე მეტია იწვის, 3 ადამიანი იმყოფება. მათი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არავინ არ ფლობს.
ამ დრომდე ვერ ახერხებენ მაშველები გეგუთის ქუჩაზე ცეცხლის ლოკალიზებას. ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
გუდაუთის ქუჩაზე იმყოფებიან სასწრაფო და სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, რომლებიც დაშავებულებს ადგილზე უწევენ დახმარებას. მათი ნაწილი კი სტაციონარში გადაიყვანეს.


This post has been edited by basa-ttt on 4 Aug 2015, 20:35