#45370373 · 9 Aug 2015, 00:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
t-90
QUOTE | რატოა ლიბერალური სისულელე კაცო? |
იმიტომ, რომ ჩვენში გადსახადების გადახდასა და პოლიტიკური ნების ფორმირებას შორის კავშირი გაუნათლებლობის და განუვითარებლობის გამო კი ვერ მყარდება, არამედ შეუცვლელი ფსიქოლოგიური კომპლექსის გამო, რომელსაც ერთან ერთად თუ გაანადგურებ. ამიტომ მანდ ოცნებას უნდა მოეშვა.
QUOTE | კი როცა სამეცნიერო პროდუქტს აწარმოებენ. დელტას ნაწარმში ინოვაცია მე არ მიხილავს. |
ამას იმიტომ წერ, რომ მეცნიერებასაც მისი პროდუქტის მომენტალური საბაზრო ღირებულებით საზღვრავ. ქვეყნისთვის კი კატეგორიულად მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების ეს დონე მაინც (ინოვაცია და ვიღაცის გასწრება იქით იყოს) შენარჩუნდეს და არ დაეცეს საბოლოოდ. ესაა აზრი, რომელიც შენს განწყობაში უნდა შეუშვა. სამეცნიერო პროდუქტი მარტო ყველაზე–ყველაზე მუაგგარი მიკროჩიპი არაა. სამეცნიერო პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა, არის მეცნიერულად აზროვნების შემძლე ადამიანების აღწარმოება! ეს კი ადგილზე თუ არ ხდება მთლიანად უცხოეთში ვერ მოხდება. ადგილზე კი ამ პროცესს საქმიანობის სფერო ჭირდება. ამას პირდაპირი საბაძრო ფასი არ გაჩნია ბევრი იდიოტის თვალში,ლ არადა ესაა ყველაფრის საფუძველი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია მეცნიერება (ინივაციურ თუ ოცი წლის წინანდელ დონეზე) პრონციპულად იყოს.
ჩვენ იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ნორმალური მეცნიერების გარეშე წესიერი საშუალო სკოლაც გაქრება მალე. კორელაცია პირდაპირია და უმოკლესი! დელტა რამდენიმე ათეული მეცნიერისთვის მათი პირდაპირი პროფილური საქმიანობის და განვითარების ასპარეზია. ამ მომენტის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც აქამდე მოიყვანე.
QUOTE | გვაქვს "ლოკჰიდ მარტინი" და ეს არის 31ე ქარხანა. პრობლემა იმაშია რო ეს ქარხანა არაფრითაა დატვირთული. ანუ არაფერს არ უშვებს სერიულად. |
იმ ანეკდოტის არ იყოს,–კაია მერე მაი? დელტა რამე შუაშია მაგ ამბავში? თხოვეს რაიმეს გამოკვლევა/დაპროექტება და უარი უთხრა, არ მოინდომა, ვერ შეძლო?
--------------------
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი. ფს. 126
|