ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა___თინა ხიდაშელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საქართველოსთან მიმართებაში საფრთხეს არ ელოდება
12:37 28-07-2015
თინა ხიდაშელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საქართველოსთან მიმართებაში საფრთხეს არ ელოდება თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხეს არ ელოდება.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს თურქეთის მიერ სახელმწიფოს საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, ქართულ მხარეს რაიმე საფრთხეებთან დაკავშირებით მონაცემები არ აქვს.
"თქვენ იცით, რომ საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანას, აქვს საფრთხეების დოკუმენტი. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის არა თავდაცვის სამინისტროზე, არამედ უშიშროების სამსახურებსა და შს სამინისტროზე. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში ვართ, რომ თუ საჭირო გახდა – დაწყებული ბუნებრივი კატასტროფით შექმნილი საფრთხეებიდან, დამთავრებული ასეთი ტიპის საფრთხეების მოლოდინით, დავეხმაროთ შესაბამის უწყებებს ამ საფრთხეების ნეიტრალიზებაში ან თავად ავიღოთ უკვე პასუხისმგებლობა იქ, სადაც თავდაცვის სამინისტრო ხდება მთავარი კომპონენტი. ჩვენ არ ველოდებით, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები იქნება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მონაცემები აღნიშნულთან მიმართებაში. ტურისტული სეზონი ჩვენთან ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როგორც ცნობილია თურქეთი "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეების გამო საკუთარ საზღვრებს გააძლიერებს, მათ შორის - საკურორტო ზონებში.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...odeba.html?ar=Aმაშინ როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფო" ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ამერიკის სენატორი ტედ კრუზი გამოვიდა და თქვა, "ისლამური სახელმწიფო", ირანი და მოჯაჰედები ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენენო. ამერიკა ახლო აღმოსავლეთიდან 5000 კმ-ით არის დაშორებული, საქართველო კი - 500 კმ-ით.
ამავე დროს
აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიცია თურქეთის ავიაბაზებიდან მალე სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იერიშს განახორციელებს.
ნატო-ს წევრი თურქეთი გასულ თვეს დათანხმდა ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, აშშ-ისა და კოალიციის ძალებს საკუთარი ავიაბაზების გამოყენების უფლება მისცეს. "აშშ-ისთან შეთანხმების შედეგად ჩვენს ბაზებს, განსაკუთრებით კი ინჯირლიკის ბაზას გავხსნით. ჩვენ უკვე ვხედავთ ამერიკულ უპილოტო და პილოტირებულ საფრენ აპარატებს, რომლებიც მალე სერიოზულ ბრძოლას დაიწყებენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მიზეზი ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტებია.
"თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან (კერძოდ, არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები). საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთში ტერორისტული თავდასხმის არეალში ქართული სატვირთო ავტომობილები მოხვდნენ
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-mokhvdnen.htmlმე მეზარება, თქვენ გააგრძელეთ