Codexზღაპარია თუ რომანი, სასამართლოს გასარკვევია...
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის სასამართლოს გზით დაბრუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. „ჩვენი ამოცანაა განხორციელდეს ჯერ კიდევ 2004 წელს დასახული ტრანსფორმაცია - “რუსთავი 2” გადაიქცეს სივრცედ, სადაც კამათი, მსჯელობა, ახალი იდეები ხელს შეუწყობს სამოქალაქო, დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას“, - აღნიშნულია დამფუძნებელთა მიმართვაში. დვალი და აქიმიძე, ადვოკატებთან ერთად, სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ.
“ლიბერალი” დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ესაუბრა.
როგორ დაკარგეთ “რუსთავი2”, რით დაიწყო ეს ამბავი?
დავით დვალი: 2004 წლის თებერვალში, ვიდრე წილებს გავასხვისებდით, ჩემი და ჯარჯის ინციატივა იყო, მოგვიანებით ეროსიც (კიწმარიშვილი, მესამე პარტნიორი - ავტ.) შემოგვიერთდა, რომ “რუსთავი2” არაოფციალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაქცეულიყო. გვინდოდა, რომ ამ ტელევიზიას, საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვან როლი ეთამაშა, ყოფილიყო “ბორდი” სადაც ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანები შევიდოდნენ. შეიძლებოდა თანამშრომლებისთვის წილებიც დაგვერიგებინა. გვინდოდა, “რუსთავი2” გადაქცეულიყო იმ არხად, რომელიც არც მთავრობის იდეების პროპაგანდას მოემსახურებოდა და არც - ოპოზიციის, იქნებოდა საზოგადოებრივი ფუნქციების შემსრულებელი. ამას ვაპირებდით და ეს დღემდე ჩვენს აუსრულებელ ოცნებად რჩება.
ჯარჯი აქიმიძე: ფაქტობრივად, ჩვენ უნდა დაგვეშალა ტანკი და გაგვეკეთებინა ტრაქტორი. ტრაქტორი, რომელიც მოხნავდა, დათესდა, საქმეს გააკეთებდა და თოფს აღარ ისროდა. თითქოს ყველამ აიტაცა ეს იდეა, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ განხორციელდა.
ვისთან საუბრობდით ამ იდეის განხორციელებაზე?
დავით დვალი: შიგნით ყველა პარტნიორმა გაიზიარა ეს ინიციატივა, ყველა ფიქრობდა, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ამ წინადადებით წავიდა ეროსი უკვე პრეზიდენტ სააკაშვილთან. ისიც თითქოს ენთუზიაზმით შეხვდა ამ ყველაფერს და დახმარებას დაგვპირდა. უბრალოდ, როგორც გაირკვა, მათი ჩანაფიქრი ჩვენი გეგმისგან განსხვავდებოდა. მათ თავიდანვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამოცანა ჰქონდათ, რომ ეს ტელევიზია კონტროლქვეშ აეყვანათ. მაგრამ რადგან ინიციატივებით გამოვედით, გადაწყვიტეს ვითომ ხელი შეეწყოთ ჩვენთვის, სინამდვილეში კი ჩვენი ჩამოშორება ჩვენივე ხელით უნდოდათ. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს პირველი ეტაპი იყო და რეალურად, “რუსთავი2” ვერც ვერასდროს მივიდოდა საზოგადოებრივ მაუწყებლამდე. ეს ტელევიზიის ხელში ჩაგდების გამარტივებული გზა იყო, გზა როგორ გადაექციათ ტელევიზია იმად, რადაც აქციეს.
ჯარჯი აქიმიძე: მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შესახებ ჩაიშალა, ხელისუფლებამ სათადარიგო გეგმა აამოქმედა. თუმცა, მანამდე ჩვენს შორისაც დაიძაბა ურთიერთობა.
დავით დვალი: ურთიერთობები იდეალური კარგა ხანია აღარ იყო. რევოლუციის შემდეგ ჩვენმა პარტნიორმა კიწმარიშვილმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის დრო უნდა მიგვეცა, რაღაცებზე თვალი დაგვეხუჭა. ვხვდებოდით, რომ “რუსთავი2” სამთავრობო არხად იქცა. მე და ჯარჯი ამას პრინციპულად არ ვეთანხმებოდით. დროთა განმავლობაში განსხვავებული ხედვები კიდევ უფრო საგრძნობი გახდა, იყო ხმამაღალი და მძიმე საუბრები, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ 2004 წლის მარტში ერთმანეთთან ურთიერთობა გავწყვიტეთ. მე და ჯარჯი ვრჩებოდით თანამფლობელებად, თუმცა, არხის დირექტორი ეროსი იყო და ჩვენ ვუთხარით, რომ საერთოდ არ ჩავერეოდით მის საქმიანობაში. მე ამ დროს “ჯორჯიან ონლაინის” დირექტორი ვიყავი და ძირითადად იქ ვმუშაობდი. მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა, ტელევიზიაში უკვე ნომინალურად ვიყავი წარმოდგენილი.
როგორი იყო ამ დროისათვის მფლობელებს შორის წილების განაწილება?
ამ დროისთვის მე, ჯარჯის და ეროსის 30-30% გვქონდა. 10%-ს ნიკა ტაბატაძე ფლობდა. მისთვის ამ წილის გადაცემა ჩვენივე სურვილით, 2001 წელს მოხდა, როცა ნიკა არხის დირექტორად დავნიშნეთ.
როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები?
დავით დვალი: მაისის ბოლოს დაგვიძახეს მაღალჩინოსნებმა, რომელთა გვარებსაც ახლა არ ვასახელებთ. სანამ სასამართლო პროცესი არ დაიწყება, გვირჩევნია ინფორმაციის ნაწილი არ გავასაჯაროოთ. შეხვედრას მე, ჯარჯი, ხელისუფლების წარმომადგენლები და შუამავალი ესწრებოდა.
ჯარჯი აქიმიძე: მათ პირდაპირ გვითხრეს, ჩვენ გვჭირდება “რუსთავი2”-ო. შემოგვთავაზეს, რომ მიგვეყიდა წილები. უნდა გაყიდულიყო ჩემი და დათოს წილები. ეროსი კი თავის ადგილას დარჩენილიყო. არ ვიცით, შემდეგ რა სქემამ იმუშავა, ეროსიმ და ნიკამ როგორ გაყიდეს წილები. თუმცა, ჩვენ პირდაპირ ასე მოგვთხოვეს.
დავით დვალი: ძალიან მკაფიო და კატეგორიული უარი ვუთხარით. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენზე ზეწოლა. დაიწყო თვალთვალი, მოსმენა. თანაც არა ფარული, არამედ პირდაპირი სამანქანო თვალთვალი. ამას მაქსიმალურად ღია ფორმით აკეთებდნენ. ეს გაფრთხილება იყო, გვაჩვენებდნენ, რომ გვაკონტროლებდნენ. სადაც უნდა წავსულიყავით, უკან ორი მანქანა დაგვყვებოდა, რომლებიც სავსე იყო შავფორმიანი ადამიანებით.
ჯარჯი აქიმიძე: როცა ამის ატანა ვეღარ შევძელით და უკვე ხმამაღლა გამოვხატეთ, შემოგვითვალეს, აბა, რა გეგონათ, როცა უარს გვეუბნებოდითო.
დავით დვალი: პირდაპირ გვითვლიდნენ, დაფიქრდით და ჭკუაზე მოდითო. უნდა გცოდნოდათ, რომ უარი ასე არ ჩაგივლიდათო. ასეთ სტრესულ სიტუაციაში ყოფნა უკვე წარმოუდგენელი იყო. მანამდე ვერც ვხვდებოდით, რასთან და ვისთან გვქონდა საქმე ან როგორ უნდა მოვქცეულიყავით. თუმცა, ჩვენს პოზიციას მაინც არ ვცვლიდით. მე და ჯარჯი ხელისუფლების პირისპირ აღმოვჩნდით. ხშირად განვიხილავდით, რა შეიძლებოდა ექნათ, როგორ შეიძლებოდა წასულიყო საქმე. იყო ერთადერთი რეალური სქემა, არხის გაკოტრების საქმის დაწყება. ამ სქემით, უკვე ყველანაირ უფლებას კარგავ, ვეღარაფერს აკეთებ, მთლიანად ახალ მმართველ ჯგუფზე ხარ დამოკიდებული, რომელიც არ იცი, რას იზამს.
პროცედურულად, გაკოტრების საქმის დაწყება მხოლოდ საწარმოს დირექტორს შეუძლია. მთავარი შეცდომა სწორედ მაშინ დავუშვით: მიგვაჩნდა, რომ ამ ნაბიჯზე ეროსი არ წავიდოდა და ვერც წაიყვანდნენ. 10 წლის განმავლობაში ერთად ვშრომობდით, ვწვალობდით. ეროსიმ მაინც ხომ ყველაზე უკეთ იცოდა, რა წვლილი მიგვიძღოდა “რუსთავი 2-ის” შექმნასა და ჩამოყალიბებაში.
ჯარჯი აქიმიძე: სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი 2004 წლის 8 ივნისს შევიდა. 11 ივნისს გაკოტრების პროცესი ოფიციალურად გამოცხაადდა, 25-ში კი საბოლოოდ დასრულდა. სწორედ 11-25 ივნისის პერიოდში მოგვიწია ჩვენი წილის გასხვისება. “რუსთავი2”-ს ჰქონდა ჩვეულებრივი მიმდინარე სესხები, რომლის გარანტორიც “ჯორჯიან ონლაინი” იყო. საფრთხე ემუქრებოდა ამ კომპანიასაც.
დავით დვალი: ეს ჩვეულებრივი კრედიტები იყო, ის ვერ გახდებოდა გაკოტრების მექანიზმის ასამუშავებლად საკმარისი საფუძველი. ეს სესხები სპეციალურად მედიასაშუალებებისთვისაა განკუთვნილი, გრძელვადიანია. ჩვეულებრივ, გრაფიკის მიხედვით ვფარავდით ამ სესხს. უბრალოდ სესხის გარანტორი “ჯორჯიან ონლაინი” და ჩვენი პირადი ქონება იყო. რადგან “რუსთავი2” გაკოტრების რეჟიმში იყო, კომპანიის სესხების გასტუმრება “ჯორჯიან ონლაინს” მოუწევდა.
არჩევნის წინაშე დავდექით: ან ყველაფერს ვკარგავდით, ან “ჯორჯიან ონლაინის” შენარჩუნება მაინც შეგვეძლო.
ჯარჯი აქიმიძე: შიდა განხეთქილებამ ცალკე დაგვასვა დაღი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფო მანქანას ასე შევეჯახეთ. ამ დროს საზოგადოებისთვის მიმართვაც წარმოუდგენელი იყო. ეს ის პერიოდია, როცა ვერავინ დაიჯერებდა, რომ ასეთი რამე მართლა ხდებოდა. აჭარის რევოლუცია ახალი მომხდარი იყო, საზოგადოება - აღტკინებული. ხელისუფლებაც საკმაოდ მძლავრი იყო, ყველაფერს სრულად აკონტროლებდნენ. ასე გამოსვლა და ყვირილი, რომ ვიღაც გვავიწროვებდა, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.
ისეთი განცდა გვქონდა, რომ სისტემის პირისპირ მარტო დავრჩით. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და სულ ყველაფრის გარეშე დარჩენას, დათანხმება ვარჩიეთ. თანაც, ამ ხალხისგან რა იყო მოსალოდნელი, აღარ ვიცოდით.
რა პირობებით გაასხვისეთ წილები?
დავით დვალი: ჩვენ ჯერ არ ვახმაურებთ ციფრებს და პირობებს, ეს ყველაფერი სასამართლოში გახდება ცნობილი. თუმცა, საუბარი იყო სიმბოლურ თანხაზე.
ჯარჯი აქიმიძე: ერთი, რაც კატეგორიულად მოვითხოვეთ, იყო, რომ ჩამოშორებოდნენ “ჯორჯიან ონლაინს”, ეს პირობა შეასრულეს. გარანტორობიდან მოხსნეს ჯორჯიან ონლაინი.
ჯორჯია ონლაინში როგორ ნაწილდებოდა თქვენი წილები?
დავით დვალი: 25-25 % გვქონდა, მე, ჯარჯის და ეროსის, და კიდევ ერთ პარტნიორს. ეროსის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მისგან უკვე ამ კომპანიის წილი გამოვისყიდეთ და ჩვენ სამნი დავრჩით.
როგორ მოხდა უშუალოდ წილის გასხვისება?
ჯარჯი აქიმიძე: 18 ივნისს, ნოტარიუს გინტურის ოფისში მივედით და იქ დაგვხვდა ქიბარ ხალვაში, რომელიც მაშინ პირველად ვნახეთ. მას მანამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მოლაპარაკებებში. გვითხრა, მეც თქვენსავით გაუგებრობაში ვარ მოხვედრილი, მითხრეს და უნდა გავაკეთოო. მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც, ფაქტობრივად, არც წაგვიკითხავს.
დავით დვალი: 25-ში გაკოტრება დამთავრდა. ამის მერე გავიგეთ, რომ თურმე ეროსიმ თავისი წილი გაასხვისა, მანაც ქიბარზე. არ ვიცი, რა პირობით, ფაქტია, რომ ამ გაკოტრების შემდეგ ცოტა ხანში, დაახლოებით ორ კვირაში, ეროსიმაც დათმო წილი, როგორ მოხდა, არ ვიცით. საბოლოოდ, ნიკა ტაბატაძის 10 %-იც ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა.
ჩვენი შემთხვევა მფლობელებისთვის კომპანიის ჩამორთმევის კლასიკური ნიმუში იყო, გაკოტრების დაწყება, იძულება - ან ყველაფერს კარგავ, ან თმობ. რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ თურმე “რუსთავი 2-ს” აღარც ვალები აქვს არც გაკოტრების პირასაა და 25-ში მთლიანად დასრულდა პროცესი.
ახლა რა პროცესი მიდის რუსთავი 2-ის წილების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით და თქვენ რას გეგმავთ?
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საკონტროლო 60%-ის დასაბრუნებლად, რომელიც ვთვლით, რომ უსამართლოდ წაგვართვეს. მოგვიანებით, წილები იმდენჯერ გადაიყიდა, რომ გზაკვალი აირია. თუმცა, ეს სხვა პროცესი უფრო იყო, ან მკაფიო გეგმა არ არსებობდა, ან ვიღაც თავის ინტერესებს უფრო წინ აყენებდა, ვიდრე გუნდისას.
ის, რომ კეზერაშვილმა რამდენიმე დღეში გაყიდა “რუსთავი2”-ის წილები, მეტწილად თანამშრომლების დამსახურებაა. მათ კოლექტიურად გააპროტესტეს კეზერაშვილის იქ ყოფნა და მგონი, ნაწილობრივ ამ ფაქტორმა იმუშავა. ახალი მფლობელი ნაკლებად ცნობილია, ნაკლებად ოდიოზური პირია.
რა ეტაპზეა სარჩელი, რომელსაც თქვენ ამზადებთ?
დავით დვალი: ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, საბუთებს ვაგროვებთ, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვამბობთ, როდის დავიწყებთ. გვეკითხებიან, აქამდე სად იყავითო.
არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა ეპოქალური მოვლენა იყო. გზა გაგვეხსნა იმისთვის, რომ სამართალი ვეძიოთ. აქამდე ამის ნულოვანი შანსი იყო, ბრძოლა უპერსპექტივო იქნებოდა. ახლა კი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. იმედი გვაქვს, რომ სამართალს მივაღწევთ. ჩემი და ჯარჯის ათწლიანი იქ ცხოვრების, მუშაობის, ოფლისა და სისხლისღვრის შედეგს დავიბრუნებთ.
რა გვამოძრავებს? მინდა უსამართლობის განცდის მოსაშორებლად ყველაფერი გავაკეთოთ. თანაც, ხინჯად მაქვს დარჩენილი, იმ იდეების განხორციელება, რაც მაშინ გვქონდა - “რუსთავი 2-ის” საზოგადოების სამსახურში ჩაყენება, ჯანსაღი, თავისუფალი ტელევიზიის არსებობა - აი, ამის მიღწევა გვინდა. გვინდა შევქმნათ ტელევიზია, რომელიც იქნება თავისუფალი, ყველასთვის ღია და არ იქნება პროპაგანდის მანქანა.
ჯარჯი აქიმიძე: ახალი “რუსთავი2” უნდა იყოს ტრიბუნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სამოქალაქო საზოგადოება უკვე ძალიან ძლიერია. ამიტომ სწორედ ახლა არის შანსი, საზოგადოების დაკვეთით მოქმედი მედია ამოქმედდეს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასვე შეუწყოს ხელი. თუ ტელევიზიას დავიბრუნებთ, ეს უკვე იქნება პრეცედენტი. მერე შეიძლება სხვა მედიაც ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს.
რამდენად არის შანსი იმისა, რომ თუკი “რუსთავი2” თქვენს მფლობელობაში დაბრუნდება, რეალურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს? რამდენად არსებობს ამის საბაზრო პირობები?
დვალი: ამ იდეების განხორციელებას სჭირდება სახელმწიფო ნებაც. მგონია, რომ ჯერჯერობით ეს ნება ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია ჩვეულებრივი ბიზნესი გახდეს, თორემ სხვაგვარად, მედია ყოველთვის დარჩება პოლიტიკური ინტერესების სფეროში. სახელმწიფოს ამოცანაცაა, ამისათვის სწორი პირობები შექმნას.
“რუსთავი2”-ის ბიუჯეტი, 2004 წლისთვის, დაახლოებით 10-ჯერ იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ახლაა. მაგრამ ბიზნესი, ასე თუ ისე, მაინც მომგებიანი იყო. გაკოტრების პრობლემა ნამდვილად არ ჰქონდა, მყარად იდგა ფეხზე.
შემდეგ გაჩნდა პრობლემები, შევარდნაძემ რამდენიმე ფლანგიდან შემოგვიტია, მერე გაჩნდა ბადრის “იმედი”, საშინლად აიწია ფასებმა. იმ პრინციპის გამო, რომ რაღაცები არ დაგვეთმო, არარეალურ ფასებს ვიხდიდით.
2000-იანი წლებიდან დაწყებულმა წნეხმა ხელისუფლებისგან, შემოვარდნებმა, ჟურნალისტების მკვლელობებმა პოლიტიკურ თამაშში მხარედ გვაქცია, რაც დამღუპავია მედიისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ბიზნესს შვებას მოუტანს, სასიკეთო იქნება მედიისთვისაც. სარეკლამო ბაზარიც მუდმივად იზრდება. ამჟამადაც 3-4 ტელევიზიას თავისუფლად შეუძლია არსებობა.
უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ დეპოლიტიზირება იმ ფინანსების მოხდეს, რომელიც ელექტრონულ მედიაში მიედინება. თუ ეს არ მოხდა, კონკურენტები კვლავ დარჩებიან დოტაციებზე და პოლიტიკური მოთამაშეები - მედიაბაზარზე. სასურველია, სახელმწიფომ დააწესოს თამაშის სწორი წესები, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია. ტელევიზიის ინტერესი მოგების ნახვა უნდა იყოს და არა ვიღაცის პოლიტიკურ იარაღად ყოფნა.
რა როლი ითამაშეს “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებმა მთელ ამ პროცესში?
დვალი: მთელი 10 წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად დაცულები იყვნენ ყველაფრისგან. თავს ისე გრძობდნენ, როგორც ბეტონის კედლის უკან, ყველა მხრიდან დარტყმებს ჩვენ ვიღებდით, მათ არ უნდა ეფიქრათ ამ ყველაფერზე. ახალ რეალობაში უცებ შეიქმნა სიტუაცია, როცა ისინი დაუცველები აღმოჩნდნენ. ყველას მოუწია ინდივიდუალური არჩევნის გაკეთება, უმძიმესი დრო დაუდგათ, პიროვნული ბრძოლისთვის არ იყვნენ მზად. ზოგი ოპოზიციურ მედიაში წავიდა, ზოგი - პრესცენტრებში, ზოგი - დარჩა იქვე. არავის ვამტყუვნებ, პირიქით, ჩვენ თავს ვაბრალებთ, რომ ვერ დავიცავით ისინი და მძიმე არჩევნის წინაშე დავაყენეთ.
ახლა რა საფრთხეებს ხედავთ? ახლაც საკმაოდ პოლიტიზურებულია მედიაგარემო?
თუ “ნაციონალური მოძრაობა” დაკარგავს ამ ბერკეტს, მეორე მხარისათვის უკვე მარტივი იქნება ბაზრიდან გასვლა, უკვე ჯანსაღი გარემო შეიქმნება, არა ისეთი, როცა მედიით შეიარაღებული მხარეები ერთმანეთს კრიჭაში უდგანან. იქნებ ერთხელ მაინც შევძლოთ ამის გაკეთება.
როგორ აფასებთ თქვენს შანსებს სასამართლოში?
ჩვენს ხელთ არსებული მასალებით მტკიცდება, რომ ეს იძულებით და უკანონოდ მიტაცებული ქონებაა. ახლა არის სწორედ ის პერიოდი, რომ ტელევიიზია სამართლებრივი გზით დაუბრუნდეს მედიამფლობელებს, თორემ სცენარები სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს. შეიძლება დაიღუპოს და გაქრეს “რუსთავი2,” ან ახალი ჯგუფის ხელში გადავიდეს. ამიტომ ახლაა ჩვენი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ახლაა დრო, “რუსთავი2” დაბრუნდეს იმ წიაღში, რომელშიც წარმოიშვა, შეასრულოს ფუნქცია, რომელსაც ასრულებდა, იყოს უფრო დახვეწილი, გაიაზროს შეცდომების გამოცდილება, საზოგადოების სადარაჯოზე დადგეს.
ესაუბრა შორენა შავერდაშვილი
* * *
http://www.transparency.ge/sites/default/f...%20Georgian.pdf იმედი, რუსთავი 2 და Global TV
„რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, „მზემ“, „ახალმა არხმა“ და „საქართველომ“ „Global TV“-ისთვის
მიცემული რეტრანსლირების ნებართვა მარტში უკან გამოითხოვა და სასამართლოში
ჩივილით დაემუქრა, თუ კომპანია პაკეტიდან მათ არხებს არ ამოიღებდა. ამ ნაბიჯს,
“Global TV”-ის სტრატეგიული პოზიციიდან და პოლიტიზებული გარემოდან
გამომდინარე, როგორც ჩანს, პოლიტიკური და არა ეკონომიკური მოტივი ედო
საფუძვლად.
86
„Global TV“-მ „რუსთავი 2“, „იმედი“ და სხვა არხები პაკეტიდან ამოიღო. კომპანიის
განცხადებით მხოლოდ რამდენიმე აბონენტი გაეთიშა მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-მა“ და
„იმედმა“ რეტრანსლირების შეწყვეტა მოითხოვა, და ბევრმა სამთავრობო სტრუქტურამ და
სამინისტრომ გააუქმა ხელშეკრულება. მაისში, საქართველოს კონკურენციისა და
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „Global TV“ შავ სიაში შეიტანა მას შემდეგ, რაც
ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომპანია ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ყველა არხს აღარ აჩვენებდა.
87
„Global TV“-ის საპასუხო რეაქცია იყო კლიენტებზე იმ ანტენების მიყიდვა, რომლებიც
დეკოდერს უერთდება და კლიენტებს საშუალებას აძლევს „იმედი“ და „რუსთავი 2“
ანტენით მიიღონ. „Global TV“-ის მიერ კლიენტებისთვის გადაცემული სატელიტური
ანტენებისა და მიმღებების გამოყენებით, ოჯახებს შეუძლიათ არაკოდირებული არხები
„თურქსატის“ მეშვეობით მიიღონ, მათ შორის „რუსთავი 2“ და „იმედი“. ეს და სხვა
სატელევიზიო არხები თავისუფლად შეუძლია მიიღოს სატელიტური ანტენის მქონე
ყველა აბონენტმა, როცა მისი ანტენა ამ სატელიტისკენაა მიმართული.
„რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალ-ცალკე მიმართეს
(2012 წლის 4 და 8 მაისი) მოთხოვნით „Global TV“-ისთვის აეკრძალათ მათი სიგნალების
რეტრანსლიაცია. „რუსთავი 2“-ის თხოვნის საპასუხოდ, სასამართლომ სარჩელის
83 Media.ge: კომუნიკაციების ეროვნული კომისია აფრთხილებს Global TV-ს გარკვეული არხების უკანონო ტრანზიტის
შესახებ 4 აპრილი, 2012,
http://www.media.ge/en/stories/georgian_national_commun; „საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ ინტერვიუ Global TV-ის წარმომადგენლებთან.
84
http://civil.ge/eng/article.php?id=24891.
85
http://is.ge/en/en/News/2174.
86 Media.ge: Global TV მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს 5 აპრილი, 2012,
http://www.media.ge/en/stories/global_tv_accuses_govern; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინტერვიუ Global
TV-ის წარმომადგენლებთან.
87 საქართველოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
http://procurement.gov.ge/index.php?lang_i...=14&info_id=801.
25
უზრუნველყოფის ფარგლებში, ღონისძიება, რომლის განხორციელებაც სასამართლო
მოსმენის გარეშე შეიძლება, განჩინებით დაადგინა, რომ: „შპს სამაუწყებლო კომპანია
რუსთავი2-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „გლობალ კონტაქტ
კონსალტინგს“ აეკრძალოს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს” არხის ნებისმიერი
ფორმით რეტრანსლირება, მათ შორის საკუთარი აბონენტებისათვის დამონტაჟებული
ანტენებიდან მიღებული სიგნალის მისივე მიმღების „რესივერების“ მეშვეობით გადაცემის
გზით“.88 ეს განჩინება, რომელიც მოსამართლე სოსო ღურწკაიამ დაადგინა და რომელმაც
„იმედის“ მიმართვაც განიხილა, ჯერ ძალაში არ შესულა, თუმცა მისი შინაარსი შეიძლება
„Global TV“-ის მიმღებებზეც გავრცელდეს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღების საშუალებით
აბონენტს შეუძლია უფასო სიგნალები მიიღოს, რაც კომპანიის კონტროლს არ
ექვემდებარება.
Global TV და ამომრჩეველთა მოსყიდვა
6 ივნისს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა (ახლახან
გადაერქვა სახელმწიფო აუდიტის სამსახური), რომელსაც პარტიების დაფინანსების
კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი ევალება, დაადგინა, რომ „Global TV“-ს
ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ მისი „პოლიტიკური და
საარჩევნო მიზნებისთვის“ იყენებს. ამისთვის იგი „ამომრჩევლებს მასიურად უფასოდ
ურიგებს ათობით ათას სატელიტურ ანტენას.“
ამ ფაქტის დასადასტურებლად სამსახურმა მოიყვანა სურათები, სადაც „ქართული
ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი „Global TV“-ის თანამშრომლები არიგებენ და
ამონტაჟებენ სატელიტურ ანტენებს. სამსახურს რამდენიმე ადამიანის ჩვენებაც მოჰყავს,
რომლებიც ამბობენ, რომ „Global TV“-ის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ
სატელიტური ანტენები ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი იყო. სამსახურმა დაასკვნა, რომ
არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ სატელიტური ანტენები დარიგდა და
დამონტაჟდა ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით და რომ ბიძინა ივანიშვილი
„Global TV-ის“ დე ფაქტო მფლობელია. იგი „Global TV“-ს და სხვა რამდენიმე კომპანიას
იყენებს პარტიების დაფინანსების წესებით დაწესებული ლიმიტების გვერდის
ასავლელად.
89 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ „Global TV“-ის
საქმიანობა - მომხმარებლებისთვის ათი წლით 4 ლარიანი სააბონენტო გადასახადის
შეთავაზება, თანაც ისე, რომ პირველი წელი ისინი გადასახადისგან გათავისუფლებული
იქნებიან, უბრალოდ ცუდად მოფიქრებული ბიზნეს გეგმა არ იყო.
11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი „Global TV“-ის ბენეფიციარ
მფლობელად სცნო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ივანიშვილის „ქართუ“ ბანკიდან მისი
ძმის, „Global TV“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, ალექსანდრესთვის გამოყოფილი
სესხი გამოყენებულ იქნა „Global TV“-ის კამპანიისთვის, რომელიც გულისხმობდა
სატელიტური ანტენების დარიგებას, რათა აბონენტებს მიეღოთ სხვადასხვა არხები, მათ
შორის მეცხრე არხი.
90
88 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
89 სახელმწიფო აუდიტის სააგენტო: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება 6 ივნისი, 2012,
http://www.control.ge/eng/news/id/245.
90 ამ დროს ივანიშვილი ეროვნული ბანკის დოკუმენტებში „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარ მფლობელად იყო აღიარებული.
ივანიშვილი ამბობს, რომ მის შემდეგ მან ქონება გაყიდა, მთავრობამ იგი აუქციონზე გამოიტანა, რათა მასზე დაკისრებული
ჯარიმები დაეფარა. Civil.ge: ივანიშვილის დაყადაღებული აქტივები აუქციონზე გაიტანეს, 2 ივლისი, 2012,
http://www.civil.ge/eng/article.php?id=24956.
26
სასამართლომ მხარი დაუჭირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილ
არგუმენტებს და არ მიიღო მხედველობაში მოპასუხის პეტიცია, მათ შორის არც
შუამდგომლობა, ნება მიეცათ „Global TV“-ის წარმომადგენლისთვის, პირადად განემარტა
ბიზნეს გეგმა, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ის წარმომადგენელი
მოისმენდა, რომელის კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზზე მუშაობდა. აუდიტის
სამსახურის რეკომენდაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილმა სატელიტური
ანტენების დამონტაჟებით საარჩევნო კამპანიაში უკანონო წვლილი შეიტანა. დარღვევა
12,622,019 ლარად შეფასდა (აპარატურის ღირებულება, ინსტალაცია და ლოჯისტიკა). ამ
დარღვევისათვის, ივანიშვილი დარღვევის ათმაგი ოდენობით, 126,220,190 ლარით
დაჯარიმდა.
91
12 ივნისით დათარიღებულ წერილში სახელმწიფო აუდიტის სამსახური „Global TV“-ს
სთხოვდა, „ ... შეაჩეროთ დღეს არსებული პრაქტიკის შესაბამისად ტექნიკური
საშუალებების მონტაჟი და მომსახურების გაწევა; საქმიანობა წარმართოთ საბაზრო
ფასების გათვალისწინებით, თქვენი ბიზნეს ინტერესების შესაბამისად, რაც არ იქნება
წინააღმოდეგობაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მოთხოვნებთან.”92
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ივანიშვილის ადვოკატების აპელაცია.
დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა
განაცხადა, რომ „Global TV“-ის შეთავაზებები არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და
შესაბამისად, არც ლეგიტიმური. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მიიღო ივანიშვილის
ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა და 15 ივნისს გამოსცა დადგენილება, რომლის
თანახმადაც პირველი ინსტანციის მიერ დაწესებული ჯარიმა 50%-ით შემცირდა რამაც
63,110,095 ლარი შეადგინა.
„Global TV“-ის ანტენების დაყადაღება
21 ივნისს, ნაშუადღევს, ხელისუფლებამ სულ მცირე 70 ათასი სატელიტური ანტენა,
მიმღები და სხვა აპარატურა დააყადაღა, რომელიც თბილისში მდებარე საწყობსა და სხვა
შენობებში იყო განლაგებული და რომელთაც „Global TV“ აპარატურის რეგიონებში
შესანახად იყენებდა.
93 პრესრელიზში პროკურატურა „Global TV“-ს ბრალს სდებდა
საქართველოს რეგიონებში სატელიტური ანტენების „უფასოდ“ გავრცელებაში, აცხადებდა
რა, რომ მიუხედავად აუდიტის სამსახურის თხოვნისა, კომპანია მაინც განაგრძობდა ამ
საქმიანობას. პროკურატურამ სატელიტური ანტენების დაყადაღება მოითხოვა, რათა
„შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილება“ მოეხდინა.
94
პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნა თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიერ, რომელიც ეთანხმებოდა განცხადებას, რომ „Global TV“-მ
სატელიტური ანტენების კლიენტებისათვის დარიგებით ამომრჩევლები მოისყიდა.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ იყო შესაძლებლობა, რომ „Global TV“-ის კუთვნილი
91 მუხლი 342 (2,9), საქართველოს კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.
92 სახელმწიფო აუდიტის სამსახური: წერილი 1126/57 „Global TV“-ს. 12 ივნისი, 2012.
93 დაყადაღებული ანტენებისა და მიმღებების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ზოგის თანახმად მათი
რაოდენობა 100,000 პაკეტი იყო. Civil.ge: Global TV-ის სატელიტური ანტენები დააყადაღეს, 21 ივნისი 2012,
http://civil.ge/eng/article.php?id=24908.
94 საქართველოს მთავარი პროკურორის ოფისის განცხადება, 21 June, 2012,
http://justice.gov.ge/index.php?lang_id=EN...23&info_id=4509.
27
ქონება დანაშაულის ჩადენისათვის - ამომრჩევლების მოსყიდვა - ყოფილიყო გამიზნული,
ამიტომ აპარატურის დაყადაღება უნდა მომხდარიყო.
95
დაყადაღების იურიდიულ დასაბუთებასთან დაკავშირებით კითხვები რჩება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151(1) მუხლით, დანაშაულში
ბრალდებული პირის ქონების დაყადაღება (ან პირის, რომელიც პასუხისმგებელია მის ან
მასთან დაკავშირებული პირის ქმედებებზე) ნებადართულია. ეს მუხლი ძალაშია, როცა
პირს წაყენებული აქვს ბრალდება.
სისხლის სამართლის კოდექსის 164(1) მუხლით, ელექტორატის მოსყიდვა სისხლის
სამართლის დანაშაულია, თუმცა არ ითვალისწინებს შესაძლო სანქციის სახით ქონების
დაყადაღებას. გარდა ამისა, „Global TV“-ის ქონება ისე დააყადაღეს, რომ სისხლის
სამართლის დანაშაულის ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ. ამიტომ, 151 მუხლის 1
პუნქტი ამ შემთხვევას არ მიესადაგება.
სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,
რომ სასამართლომ ქონების დაყადაღებისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 151 (2) მუხლით. ამ მუხლით ქონების ყადაღა ნებადართულია მაშინ,
როცა არსებობს საკმაო მტკიცებულება იმისა, რომ ეს ქონება გამოიყენება განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისთვის, რაც მინიმუმ ათი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა,
სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით, ხმების მოსყიდვა მაქსიმუმ სამი წლის
პატიმრობით ისჯება, რაც მას არ აძლევს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციას. ანუ, მუხლი
151 (2) ამ შემთხვევაში ყადაღას ვერ გაამართლებს.
მუხლით 151(3) ნებადართულია იმ ქონების დაყადაღება, რომელიც კორუფციისთვის იყო
გამოყენებული. კანონის ეს დებულება მაშინ მოქმედებს, თუ ეს ქონება უკვე გამოიყენეს
მათ შორის კორუფციისთვის და არ წარმოადგენს იურიდიულ საფუძველს იმისათვის,
რომ ქონება მომავალში შესაძლო კორუფციის აღკვეთის მიზნით იქნას დაყადაღებული.
ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური თეფშები დაყადაღებულია
ივლისის დასაწყისში „მაესტრომ“ გამოაცხადა, რომ ოჯახებისთვის სიმბოლური თანხის
სანაცვლოდ სატელიტური ანტენების დარიგებას აპირებდა, რათა ტექნიკურად მისი
წვდომა გაეზარდა. კომპანიის დირექტორმა, ილია კიკაბიძემ media.ge-სთან ინტერვიუში
განაცხადა, რომ მიმღებებს და თეფშებს რეგიონებში ყველა მოსახლეს გადასცემდნენ
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, აპარატურის შესყიდვას კი კომპანიის მფლობელები
უზრუნველყოფდნენ.
96
11 ივლისს ხელისუფლებამ „მაესტროს“ მიერ იმპორტირებული ათი ათასამდე
სატელიტური ანტე