საინტერესო თემაა

შევყევი კითხვას და დასაპოსტად შემოვლოგინდი.
ძაან ვიხალისე თემის პირველ გვერდებზე დეგა რომ თემის ავტორის წამოკიდებას ცდილობდა და არაფერი რომ არ გამოუვიდა

ახლა თემას რაც შეეხება.
თემის ავტორს კი უყვარს ანალიზობანა და საკმაოდ ჭკვიან/განათლებულიც არის ამისთვის მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ფრიად ცდება.
რუსთავი ორის გარშემო შექმნილი ამბები თავიდან დიდი პიარი მეგონა ერორის შესრულებით, მაგრამ ჩემი აზრით ნაციონალების კარგად დაგეგმილ ქმედებებთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე ქოცნების მიერ რუსთავი ორის დათრევის მცდელობასთან.
ყველა იურისტმა ვინც კი ჩახედულია ამ ,,ქონების წართმევის" საქმეებში იცის, რომ ასეთი საქმეები არა მხოლოდ ათობით და ასობითაა, არამედ ათასობით და საუბარია ძალიან ბევრ ქონებაზე, რომელთა უმეტესობა ან სახელმწიფო საკუთრებაა, ან სახელმწიფოს მიერ გაყიდული.
იურისტების უმრავლესობამ ასევე ის იცის რომ არსებობს 1 წლიანი ხანდაზმულობის ვადა იძულებით დათმობილ ქონებაზე.
ანალოგიური საქმეები, როდესაც საუბარია სარჩელებზე სადაც მოსარჩელეები ითხოვენ ,,იძულებით წართმეული ქონების დაბრუნებას" მთავრდება მინიმუმ იმით რომ სასამართლო ამბობს სარჩელი ხანდაზმულიაო. (ყოველ შემთხვევაში 5-6 თვის წინ ასე იყო ნამდვილად, მერე თუ შეიცვალა რამე არ ვიცი) ასეთი საქმეები წამოვიდა 2012 წლიდან და ნამდვილად ვიცი რამდენიმე მსგავსი გადაწყვეტილება (ყველა საქმეს ნამდვილად არ ვიცნობ), როცა სასამართლო ხანდაზმულობის მოტივით უარს ეუბნებოდა მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მიუხედავად მსგავსი პრაქტიკისა (ეს წინადადება ცოტა ყურადღებით წაიკითხეთ ყადაღის გამპროტესტებლებმა), ანალოგიურ საქმეზე, როდესაც პანტიკო თორდია და ძმანი მისნი ასაჩივრებდნენ ქონების ,,იძულებით" დათმობას, საუბარია თბილავიამშენზე და იგივე დელტაზე, რომლითაც ქვეყანა ასე იწონებს თავს, თბილავიამშენის წილები დააყადაღა პირველი ინსტანციის სასამართლომ, წილებიც და ბევრი რაღაც მიაყოლა, გასხვისების უფლება აკრძალა და ა.შ. (აპელაციაში თუ გასაჩივრდა და სააპელაციომ რა გადაწყვეტილება მიიღო არ ვიცი)
ანუ, მიუხედავად იმისა რომ ასეთი სარჩელები იმ პერიოდში არსებული სასამართლო პრაქტიკით განწირული იყო წასაგებად, სასამართლოს მაინც ჰქონდა უზრულველყოფის ღონისძიების შესახებ თავისი მეორე პრაქტიკა, ყადაღას იყენებდა. და თუ საუბარია იმაზე რომ ქოცნება მოქმედებს სასამართლოზე, ძალიან უცნაურია რატომ დაედო მაშინ ყადაღა თბილავიამშენს, როცა შეიძლებოდა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო ამ კომპანიის მომავალი არსებობა და ასეულ მილიონიანი კონტრაქტები. ასევე უცნაურია ჩემთვის რატომ იყენებს სასამართლო ასეთ ,,განწირულ" საქმეებზე უზრუნველყოფის ღონისძიებას
მე პირადად მიმაჩნია რომ ქიბარა ამ პროცესს სამართლებრივად ვერანაირად ვერ მოიგებს.
ესაა პირველი მერცხალი რის გამოც ეს აჟიოტაჟი ფარსი მგონია.
ახლა რაც შეეხება არასამართლებრივი და არასპრავედლივი გზით, ხელისუფლების ჩარევით ქიბარას გამარჯვებას.
ამ კუთხით ვთქვი უკვე ერთი მაგალითი, დელტას მაგალითი, მაშინ რატომ არ ჩაერია სახელმწიფო? ასეთი უმნიშვნელო თემა იყო?
და მეორეც, თუ ხელისუფლება ჩაერია, ქიბარამ ეს პროცესი მოიგო უზენაესის ჩათვლით, დამკვიდრდება სასამართლო პრაქტიკა, ანალოგიურ საქმეებზე. ანალოგიური საქმეები კიდე ძალიან ბევრია, ათასობით. სასამართლო პრაქტიკას კიდე ქვედა ინსტანციები ყოველთვის იყენებენ. ახლა თქვენ დაფიქრდით, აწყობს ამ ხელისუფლებას ქიბარას მოგების სანაცვლოდ მიიღოს ისეთი სიტუაცია, როცა იძულებული იქნება ძალიან ბევრი ქონება რომელიც ,,იძულებით" ან იძულებით წაართვეს ხალხს ნაციონალების დროს, დაუბრუნოს მათ მესაკუთრეებს? სახელმწიფოს დედის ტრაკი აღარ ექნება ეგ რომ მოხდეს იმდენია ეს ქონება და ისეთი დომხალი გაიჩითება. აწყობს ამ ხელისუფლებას ეს წყალი ასე აამღვრიოს?
+ ამას დავუმატოთ ჩვენი დასავლეთის ,,შეშფოთება" თავისუფალ მედიაზე ზეწოლის გამო.
ამიტომ მგონია მე, რომ ხელისუფლებას რომც უნდოდეს ვერ და არ ჩაერევა ამ პროცესში, იმიტომ რომ სასწორზე საპირწონედ ძალიან ღირებული თემები დგას.
ამიტომ მეგონა და მგონია ეს აგორებული კამპანია, რუსთავი ორის პიარზე გათვლილი, მაგრამ გვარამიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ უფრო დიდ გეგმებთან გვაქვს საქმე მგონია.
არავის გაგიჩნდათ კითხვა, რომ გვარამია შეიძლება ტყუოდეს? აი ისევ იურისტებს გეკითხებით, თუ სასამართლო დავა ახსნა-განამრტებების ეტაპზე იყო და ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპამდე არ არიან მისულები, როგორ უთხრა გვარამიას იმ მითიურმა ქაცმა (დღეს გავიგეთ ვინც ყოფილა) ხვალ ასეთ გადაწყვეტილებას გამოგიცხადებენო? ამ ეტაპებს გადაახტებოდა სასამართლო და ისე მიიღებდა გადაწყვეტილებას? თუ იმ მითიურ კაცს იმდენად დებილი ეგონა გვარამია, რომ უნდოდა მისთვის ეს ,,ეჭამა"? :/
რა ვიცი, რა ვიცი. მე პირადად მგონია, რომ ქიბარა ამ დავას წააგებს 100%. ასევე მგონია რომ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა ერორი, როგორც ,,ბიძინასთან და ირაკლისთან მებრძოლი იაკობი", აიმაღლებს რეიტინგს, ასევე ამაღლდება ნაცების რეიტინგი, იქედან გამომდინარე რომ ეს ორი ერთმანეთზეა მიბმული და დავარდება ოცნების რეიტინგი, რომელმაც გაბედა და ბრძოლა გამოუცხადა ,,სიტყვის თავისუფლებას" და ,,დამოუკიდებელ მედიას" და ეს ბრძოლა წააგო, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო კორპუსი ,,ხელით უჭირავს".
ჰოდა ქოდექს, სანამ იმას იტყვი ხელისუფლებას უნდა ეგ სიტუაცია წინასაარჩევნოდო, აბა ცოტა ამ კუთხით დაატრიალე. ჰა, ვერა?

მე შენ გეტყვი ქიბარა რო რამე კიდე ერთხელ ვერ გაუგორდებოდა ნაცებს.
პ.ს. პოლიტიკა მართლა ბინძური რამეა, მით უმეტეს ქართული პოლიტიკა და ქართველი პოლიტიკოსები. 99% პოლიტიკოსებისა, ორივე მხრიდან არიან მედროვე ყვარყვარეები და ამათ შოუებში, ქვეყანას ეტყვნება დედა, საბოლოოდ. ჰოდა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ

როგორ არ მოგბეზრდათ ამ წურბელების საქმეების გარჩევა, ყალბი ფასეულობების დაცვა, როცა რეალურად საჭირო რამეები გვერდზეა მიგდებული და ობი ედება.
ესაა ჩემი კომენტარი.
This post has been edited by kaatinga on 23 Oct 2015, 00:07