#45370469 · 9 Aug 2015, 00:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
The Good
ძაან კარგად გავიგე ყველაფერი. დაანებე ივანიშვილს თავი. ახლა აგიხსნი რა ხდება მე ვარ რიგითი ქართველი რომელსაც ყელში ქონდა ამოსული ის სისტემა რომელიც იყო შევარდნაძის დროს. დიდი სიხარულით მივეგებე ძვრებს და მთელი ის დრო რასაც ვარდების რევოლუცია ერქვა ვიდექი მიტინგზე. მზად ვიყავი სიცოცხლეც გამეწირა. მოხდა ეს და დაიწყო ახალი ერა. ჩვენ ეს ერა წარმოგვედგინა ერის შეკავშირების, დემოკრატიის, სამართლიანობის, გარდაქმნების ერად. რა მოხდა? მოხდა ის რომ დაიწყო პიარის მანქანის ამუშავება, დაიწყო საჯარო სპექტაკლები და დადგმები ტელევიზიით. დაიწყო საკუთრების ხელყოფა და წართმევაა, ბიზნესების ახევა და მონოპოლიზება. ანუ ერთი უსამართლო სისტემა შეცვალა მეორემ ოღონდ მაშინ ჯერ კიდევ ხალხისთვის გაუგებარი ტექნოლოგიებით. ამ ტექნოლოგიას ხალხი ნაწილი ჩაწვდა სხვადასხვა დროს. ზოგი 2004 წელს, ზოგი 2005 წელს და ზოგი მოგვიანებით. მიხვდა ხალხი რომ გააცურეს ერთმა მუჭა ახალგაზრდების ჯგუფმა. აღმოჩნდა რომ ამ ჯგუფმა სრული მონოპოლია აიღო ქვეყანაზე. ისინი არა იდეური და პატრიოტთა ჯგუფი არამედ, ჩვეულებრივი ძალაუფლებას და ფულს დახარბებული რაღაც სექტის მსგავსი ყოფილან. მათაც კლანურად დაიწყეს მართველობა, მათ დედებსაც, მამებსაც, ძმებსაც დანათესავებსაც აღმოაჩნდათ ბიზნესის ნიჭი, მათი ნათესა.ვები ყოფილან თურმე ქარხნების, მაღაზიების, უნივერსიტეტების და ა.შ მფლობელები. ეს დაგროვილი პროტესტი გასკდა 2007 წელს და ფინალი იყო 2012 წელს. ყველაფერი მაგათი ბრალია. მერე ამ პროტესტით ისაარგებლა სხვამ რა თქმა უნდა და დღეს ეს ოცნება და ივანიშვილია. ხვალე სხვა იქნება. ამიტომ მძულს ნაცები. მათ ქონდათ შანსი ყოფილიყვნენ გმირები და მათ ეს ყველაფერი მერკანტულ ინტერესებში გაცვალეს. ახლა იასნია მივდივართ ტრაკისკენ და ალბათ უფრო წავალთ. მოხდა ის რომ ხალხი დაბრძენდა შედარებით და აღარ არის ხბოს აღტკინებით არავის მიმართ. ეს იცოდე ოცნებამ კი არ მოიგო არცევნები, ნაცებმა წააგეს. ხალხმა ოცნება კი არ მოიყვანა, ნაცები გაყარა ამ ჟესტით. ახლა იძულებული ვართ ბესელია-ჯაჭვლიან-კობახიძეებს ვუყუროთ.
--------------------
გემშვიდობებით ყველას. მე წავედი ფორუმიდან მეგობრებო. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა. მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს!
|