http://newposts.ge/?l=G&id=82382პირდაპირ ვხედავ, რომ რუსეთის ეკონომიკა ნულს ქვემოთაა ჩამოსული. ეს ვარდნა არ შეჩერდება, ვინაიდან ამერიკელი `რესპუბლიკელები~ რუსეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. `რესპუბლიკელების~ გამარჯვება არის უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის და ეს კარგად იცის პუტინმა. `რესპუბლიკელები~ ასევე დიდი დარტყმაა ახლო აღმოსავლეთისთვისაც. ისლამისტები თავის გემოზე ვერ გაშლიან ფრთებს. ამერიკელები პირდაპირ დაბომბავენ იმაზე უარესად, ვიდრე 1945-ში დაბომბა ტრუმენმა ჰიროსიმა და ნაგასაკი.
კიდევ ვიმეორებ: რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არის ბლეფი. ეს ღიად გამოჩნდება. ომი რუსეთსა და ჩინეთს შორის ისევე გარდაუვალია, როგორც ომი რუსეთ-უკრაინას შორის. ეს იქნება ტერიტორიული ომი. იაპონია ჯერ ოქროს შუალედს დაიკავებს, მერე კი ისიც ჩაერევა დავაში და მოითხოვს საკუთარი კუნძულების — კურილის კუნძულების დაბრუნებას. მისი ქმედებები შეთანხმებული იქნება აშშ-სთან, უპირველესად, და ასევე ევროპასთან. სწორედ ამერიკიდან მიიღებენ მითითებებს.
ვხედავ დიდ ჭიდილს კულისებს მიღმა — პოლიტიკურ ჭიდილს. `რესპუბლიკელები~ უკან არ დაიხევენ, ევროპაში რაკეტებს დადგამენ, რომლებიც პირით რუსეთისკენ იქნებიან მიქცეულები.
რუსეთი ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, იმიტომ, რომ ყველა დაუპირისპირდება, ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ მის მხარეზეა. ვხედავ, რომ ამერიკა პირდაპირ ემუქრება დაბომბვით და ამერიკას ეს არ გაუჭირდება.
ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს: კოსმოსში ვხედავ ღილაკებს — რამდენიმე ღილაკს. თითს დააჭერ და პირდაპირ ჩამოვა იარაღი. ეს კოსმოსური იარაღია და მისი მსგავსი რუსეთს არ გააჩნია. რაკეტებზე ვხედავ ემბლემას — ერთთავიან არწივს, თეთრი თავით. ამერიკის გერბს ჰგავს. ჰოდა, ამერიკა დაასწრებს რუსეთს. ვხედავ, პირდაპირ უთხრეს პუტინს, დედას გიტირებთო. ამას გარდა, რუსებს მუსლიმები შეუცვივდებიან ტრამალებში და სისხლის ტბებს დააყენებენ.
ვხედავ, აფსუებმა თავად გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. ელოდეთ პატარ-პატარა ომებს. რუსული გეგმა — მთლიანი ანექსია საქართველოსი — არ ასრულდება. რუსეთი ასევე ფიქრობს მთელი კავკასიის დაპყრობას, მაგრამ კოსმოსი ამას არ დაუშვებს. რუსული გეგმა ცნობილია ევროპისა და ამერიკისთვის. ამიტომაც ისინი უფრო ომისთვის არიან მზად, ვიდრე მოლაპარაკებებისთვის.
მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ახალი ძალები და ესეც დიდ როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში. მთელი საქართველო, ვხედავ, ხმას აიმაღლებს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ; იმ პოლიტიკისა, რომელიც განადგურებით ემუქრება საქართველოს. იქნება დიდი გამოსვლები, მიტინგები და ყველას მხოლოდ ერთი მოთხოვნა ექნება: რუსებო, გაეთრიეთ საქართველოდან!
ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანსაც დაემუქრება, მაგრამ აზერბაიჯანი აუცილებლად დაუბრუნებს პასუხს თურქეთთან ერთად. თურქეთი ღიად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს და რუსეთს ნოტასაც კი გაუგზავნის, რომ კავკასია თურქეთის საზღვარზეა და რუსებმა სჯობს, თვალყური ადევნონ საკუთარი შეიარაღებული ძალების გადაადგილებას.
რუსეთი დაჭრილ დათვს დაემსგავსა საბოლოოდ, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს და უდიდეს პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. ნათქვამი რომაა, წერასაა ატანილიო, ზუსტად ისეა. რუსეთი წერას ჰყავს ატანილი. ვიმეორებ, არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ ამერიკა და ევროპა. არსებობს უხილავი საზღვარი, რომელიც პოლიტიკურ დებატებში ისახება ხოლმე და ხილულია მხოლოდ ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და არა უბრალო ხალხისთვის. რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს საზღვარი დაარღვია. მათ არ აპატიებენ და უდიდეს დარტყმას მიიღებენ. სამწუხაროდ, ფაშისტებზე უარეს დღეში ჩაცვივდებიან. ერთი პატარა ადამიანი მართავს ამას, და თამაშობს ისეთ თამაშს, რომ უხილავ საზღვარს იქით არ გადადის, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ყველა პირობას დაარღვევს და დაიწყება დიდი ომი. ეს ყველაფერი საოცრებას ჰგავს არა? დიახ, იმიტომ რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის.
ის ომები, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი აწარმოებს, ისევ რუსეთს ართმევს ძალ-ღონესა და ენერგიას. არ მისცემს კრემლს საშუალებას კოსმოსი, რომ რუსეთმა სახელმწიფოების ანექსია, დაპყრობა განაგრძოს. უცებ ძალიან რთულ მომენტში გაეჩხირებიან, ვინაიდან ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგ აღდგება. დიდი ხანია ამას ვიმეორებ. ეს დრო უფრო და უფრო ახლოვდება.
რაც შეეხება რკინიგზას, რომელმაც აფხაზეთის გავლით რუსეთი სომხეთთან უნდა დააკავშიროს, რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, თორემ საქართველო რა აზრისაა ამაზე, სულ ფეხებზე ჰკიდია, არ აინტერესებს. ისე, ქართველებმა მადლობა ხომ არ უნდა ვუთხრათ, რომ პირდაპირ არ დაგვარტყა?
რაც რუსეთმა დაიპყრო და მიითვისა, ეს საქართველო იქნება თუ კავკასიის სხვა რესპუბლიკები, ძალიან მალე უკან დააბრუნებენ.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში აღვნიშნე, აფსუები, როგორც ერი, იკარგება და ნადგურდება-მეთქი. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასი პროცენტით სრულდება.
ვიმეორებ: რუსეთის მტაცებლური, ცხოველური პოლიტიკა დიდხანს ვეღარ გასტანს. უკვე ახლოსაა დრო, როცა რუსეთმა, პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე.
სხვათა შორის, ვხედავ ჩრდილოეთს, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს, აისბერგებს და... ატომურ აფეთქებას. კიდევ კარგი ამ დიდ უარყოფით ენერგიას თვითონვე კოსმოსი ჩააქრობს.
საერთოდ, მსოფლიომ ვერ შეიგნო ის, რომ რუსეთი, ეს არის ძალადობა, ომები, ნგრევა. ასეთი კოდი აქვთ მათ. ამიტომ კოსმოსი განსაკუთრებულად ადევნებს თვალყურს რუსეთს და ბევრ რამეში აჩერებს, თორემ დედამიწაზე ომები არ დამთავრდებოდა; ომები, რომლებიც რუსეთს ექნებოდა მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებთან. დათმობები და მოლაპარაკებები რუსეთისთვის უცხოა. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რუსეთის მთავრობას ძალიან ეშინია ამერიკის მთავრობისა. კარგად იცნობენ `რესპუბლიკელების~ პოლიტიკას, რომლებიც რთულ სიტუაციაში რუსებზე მეტად არ მოერიდებიან ომს და სწრაფად, ელვისებურად განახორციელებენ დარტყმებს. ეს არის ის ძალა, რომელსაც კოსმოსი დაახვედრებს რუსებს. დიახ, ბატონო, `რესპუბლიკელები~ ჩასაფრებულები არიან და რუსეთის ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, რათა რუსეთს დაარტყან არა პოლიტიკურად, არამედ რაკეტებით.
განსაკუთრებული აგრესიით, იმით, რომ რუსეთს არცერთ სიტყვას არ არჩენენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი ძალიან გამომწვევად იქცევიან, მაგრამ რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული და ნამდვილ ომს ბალტიისპირეთთან ვერ გაბედავს.
უკრაინასთან დაკავშირებით ომი გაიწელა. აქ ჩანს რუსეთის დიდი სისუსტე, ჩანს, რომ რუსეთმა უკრაინაში მარცხი იწვნია. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინას ვერ მიითვისებს. მოკლე ხანში ყირიმში უკმაყოფილებები დაიწყება.
სასაცილოა, სამხრეთ ოსეთად წოდებული სამაჩაბლო, რანაირი სახელმწიფოა?! შადიმანებს მინდა მივმართო: რა თამაშიც არ უნდა ითამაშოთ რუსებთან ერთად, ვერ გაიმარჯვებთ. ფესვებიანად მოგძირკვავთ კოსმიური ენერგია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეღარასდროს მოიკიდებთ ფეხს საქართველოში.გეიგევით?