ცერცვაცერცვა, იმდენი ვწერე და დაიკარგა

თავიდან ნაღდად ვერ დავწერ, გავდივარ, აღარ მცალია
ეს წაიკითხეთ
New Eastern Europe
A Bimonthly Dedicated to Central and Eastern Europe
July 21, 2015
Europe Needs a New Narrative
An interview with John Kornblum, American diplomat, businessman and former US ambassador to the Federal Republic of Germany. Interviewer: Matthew Luxmoore:
თქვენ ამტკიცებდით, რომ ევროპას სჭირდება ახალი სცენარი, რომელიც გასაგებს გახდის პუტინის მისწრაფებებს, რას გულისხმობდით?
ყველა დიდ მოვლენას ისტორიული საფუძველი განსაზღვრავს, ეს სცენარი კი უკრაინაში ვერ გავშიფრეთ. რუსეთმა ძალიან მოხერხებულად დაამკვიდრა ლეგენდა, რომ დასავლეთი აგრესიული გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომ უნდა გაგვეგო რუსების გრძნობების და თავისებურებების და მიგვეცა დრო, ახალი რეალობა გადაემუშავებინა; რომ პუტინის აგრესია გამართლებულია, როგორც რეაქცია დასავლეთის ტაქტიკაზე...
რუსების ასეთმა სცენარმა გაამართლა, რადგან დასაწყისში, დასავლეთში ბევრმა კარგად ვერ გაიგო, თუ რა იქნებოდა რეალური გამოწვევა რუსეთისგან. ამ ჯგუფს მიაჩნდა, რომ ნატოს იდეაზე უარი უნდა გვეთქვა, ფიქრობდნენ რომ ნატოს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით, მას თითქმის დაემუქრნენ.
რეალურად, 1992 წლის შემდეგ, დასავლეთი, თითქმის განიარაღდა. პუტინის მსგავსი რუსები ავაფორიაქეთ არა იმიტომ, რომ ვემუქრებოდით სამხედრო ძალით, არამედ იმიტომ, რომ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით: თავისუფალი, ღია საზოგადოება და ბაზარი, გავაფართოვეთ რუსეთის საზღვრამდე, რითაც დემოკრატიით დავემუქრეთ. ეს იყო მუქარა დემოკრატიით.
რუსეთი, ტრადიციულად, უსაფრთხოებას განიხილავს როგორც თამაშს ნულოვანი ანგარიშით, ჯერ კიდევ 1950 წლიდან და შეიძლება მანამდეც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ევროპა უნდა იყოს კოორდინირებული უსაფრთხოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. არა საერთო უსაფრთხოებაზე, როგორც ნატო, არამედ ურთიერთუსაფრთხოებაზე. იცით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს გავლენის სფეროებს, სადაც - „მე განვსაზღვრავ ჩემს უსაფრთხოებას, როგორც მე მინდა, თქვენ კი განსაზღვრავთ როგორც თქვენ გინდათ და ამის მერე მანებებთ თავს“.
პუტინი, რუსეთს განიხილავს იმპერიალისტური გადასახედიდან, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა, საქართველო და სომხეთი იქნებიან მოსკოვიდან მართული; განიხილავს, როგორც სსრკ მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენას.
დღეისთვის, რუსეთმა, მეტნაკლებად ხელი ჩაიქნია ბალტიის ქვეყნებზე და ფოკუსირებულია შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე, უკრაინის, მოლდოვას და საქართველოსკენ. მას სურს, რომ ეს ქვეყნები იყვნენ მისი გავლენის სფეროში.
ამ შემთხვევაში როგორ უნდა გამოვიდეთ გამარჯვებული, რა სტრატეგიას გვთავაზობთ, რომ ევროკავშირი არ დაიშალოს?
თავი დავანებოთ საერთო უსაფრთხოების ერთობლივ გეგმას და გავავრცელოთ ჩვენი შეხედულებები დემოკრატიული ღირებულებების და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, მარტივი მიზეზის გამო: ეს მუშაობს!
დასავლეთმა, განსაკუთრებით ცენტრალური ევროპისა და ამერიკის ალიანსმა შეიმუშავა ბოლო 500 წლის მანძილზე ყველაზე პრაგმატული, სამართლიანი და წარმატებული ღირებულებების სისტემა.
ჩვენ გადავჭერით საზოგადოებაში არსებული, რამოდენიმე ყველაზე რთული გამოწვევა - ინდივიდსა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება, სამართლიანობის კონცეფცია, ღირსება და ტოლერანტობა და ეს ყველაფერი ჩავაშენეთ ჩვენს სისტემაში.
ჯორჯ ბუში ამ საკითხს განიხილავდა როგორც ჯვაროსნულ ომს, ბარაკ ობამა უდგება, როგორც რელიგიას. მე თუ მკითხავთ, არცერთი მიდგომა არ არის სწორი. სწორია, უბრალო თქვა, რომ ეს მუშაობს! რეალურად ეს არის ის, რაც ჩვენ 90-იან წლებში ევროპას განვუცხადეთ: პოლონეთო, უნგრეთო, რუმინეთო, გსურთ იყოთ ევროკავშირის ნაწილი? უბრალოდ მიიღეთ ეს ფასეულობები, რაც მუშაობს და გაითავისეთ.
ფიქრობთ, რომ არსებობს რაღაც ფორმულა წარმატებისთვის, რაღაც ვილსონის პრინციპების მსგავსი, რომელიც მოერგება და იმუშავებს ყველა ქვეყანაში?
ამოსავალი სიტყვაა პრაგმატიზმი, ეს იქნება, ასე ვთქვათ, დამხმარე ყველა ქვეყნისთვის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში ვესტმინსტერის სტილის დემოკრატია ჩამოყალიბდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რატომ მუშაობს ამ პრინციპების უმრავლესობა და შეითვისონ.
ამბობთ, რომ სისტემა მუშაობს, თუმცა მოცემულ მომენტში, რუსეთთან არ მოდის რეზონანსში. თუ ვგეგმავთ, რომ გავავრცელოთ ის, რასაც ზოგი ვაშინგტონის კონსენსუსს ეძახის, გგონიათ, რომ ამას შევძლებთ?
რადიკალური სიახლის ელემენტი ის არის, რომ ამას ნერგავს არა რომელიმე მთავრობა, არამედ იგი ვრცელდება ტექნოლოგიურად. საინტერესოა, რომ მსგავსმა პროცესმა შეცვალა მსოფლიო მე-19 საუკუნეში, როცა ინდუსტრიულმა რევოლუციამ მოიტანა ორთქლის ძრავები და ტელეგრაფი. შეხედეთ ნებისმიერ დიდ კორპორაციას ან სამინისტროს, აღმოაჩენთ, რომ ისინი, ისე არიან გადაბმული გლობალურ საინფორმაციო ქსელთან, რომ დამოუკიდებლად არსებობა, უკვე შეუძლებელია. ავიღოთ ფოლკსვაგენი - მას გააჩნია გამაოგნებელი გლობალური ქსელი, იმართება შიდა სისტემიდან, მაგრამ ოპერირება ხდება ინდივიდების მიერ მთელს მსოფლიოში. ეს ფენომენი არის მერიტოკრატიის ახალი ფორმა. არა დემოკრატიის რომელიმე პრინციპით გამოწვეული, არამედ იმით, რომ ამარცხებს მონოპოლიას.
ერთი წუთით დაფიქრდით სოციალურ მონოპოლიებზე, რომლებიც ასე დასუსტდნენ ბოლო 20 წლის მანძილზე - ბიბლიოთეკები, ბეჭდვითი პრესა, ექიმები, რადიო... დღეს, ისინი საჭირო აღარ არის. 15 წლის წინათ, თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება, არა ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენს გაკონტროლებას, არამედ იმართებოდა კეთილთვისებიანი მონოპოლიებით. ეს იყო მარტივი ფაქტი, თუ გინდოდა წიგნი - მიდიოდი ბიბლიოთეკაში, გინდოდა კარგი განათლება - მიდიოდი უნივერსიტეტში. დღეს უნივერსიტეტი აღარ გჭირდება.
ანუ, ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ებრძვიან სისტემას, რომლის ტრიუმფიც გარდაუვალია? მაგრამ პუტინის რუსეთის მსგავს ქვეყნებში, არსებობს იდეები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს
დავუბრუნდეთ სხვაობას ჩვენს სცენარებში. ჩვენი სცენარია პოზიტიური, თავდაჯერებული, რომელიც ამტკიცებს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ჩვენ ვაფართოვებდით თავისუფალ ბაზარს და ღია საზოგადოებას და ჩვენ ეს გავაკეთეთ 3 სტრატეგიის გაერთიანებით:
• ნატოს გაფართოებით, - უსაფრთხოებისათვის
• ევროკავშირის გაფართოებით, - სოციალ-ეკონომიკური გაერთიანებისთვის
• ეუთოს გაძლიერებით, - საერთო-ეროვნული ფორუმისათვის, სადაც ყველა ქვეყანა, რუსეთის ჩათვლით შეძლებდა საკუთარი უსაფრთხოების კონცეფციების წარმოდგენას და დაცვას.
გარდა ამისა, ჩვენ რუსებს შევთავაზეთ რუსეთი-ნატოს სადამფუძნებლო აქტი, ღონისძიებების მთელი სერია, რუსეთი-ნატოს საბჭოს ჩათვლით. რაღაც მსგავსი გავაკეთეთ უკრაინაშიც, თუმცა ნაკლები მასშტაბით.
მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ პროცესში გამოგვრჩა და მკაფიოდ არ განვმარტეთ, რომ არ ვაპირებდით ცივი ომის დროინდელი კლასიკური უსაფრთხოების სიტემის მემკვიდრეობის კოპირებას და გვინდოდა ღირებულებების ახალი სოციალური სისტემის იმპლემენტაცია. და რომ ამ სისტემამ იმდენად გაამართლა, რომ ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა და ახლა იგი, რუსეთის საზღვრებს მიადგა.
ასე რომ, ევროკავშირის უკანასკნელ გაფართოებამდე 2007 წლისთვის, ჩვენ ყველაფერი შევძელით, რასაც ვაპირებდით: შევქმენით დემოკრატიული სისტემა, გადაჭიმული ფინეთიდან და ესტონეთიდან რუსეთი საზღვრამდე, ალიასკიდან - ოკეანეამდე. შევქმენით მსოფლიო მასშტაბის საზოგადოება მილიარდი ადამიანის რაოდენობით და ჩვენ, ამით უნდა ვიამაყოთ, არ უნდა ვიმართლებდეთ თავს, თითქოს რუსეთს ვუბიძგეთ რაიმესკენ. მართალია, არის კრიზისები და ის რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირში ვხედავთ, დამაფიქრებელია.
რით ახსნით მიბრუნებას უფრო ნაციონალისტური განწყობისადმი, რაც დღეს შეიმჩნევა?
მიმდინარეობს სოციალურ-ტექნოლოგიური ცვლილებები და ევროკავშირი არასაკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ამ ცვლილებებს, ასე რომ, ხალხი გაბრაზებულია. აქ იმის საშიშროება არ არის, რომ მესამე რეიხი დაბრუნდება, ეს სხვა სცენარია - ევროკავშირი არ დაიშლება, მაგრამ არ არის გამორიცხული არასტაბილურობა და გართულებები. ევროპის სისუტე კი იმაშია, რომ სისტემა მგრძნობიარეა პატარა სირთულეებზეც კი და დღეს სწორედ ასეთ ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, კრიზისები ყოველთვის იქნება, ნებისმიერ საზოგადოებას აქვს კრიზისები, აშშ-ს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისი. ზოგადად, დემოკრატიულ საზოგადოებებში, მეტია დებატებიც და კრიზისებიც, ვიდრე ავტორიტარულ და კონტროლირებად საზოგადოებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა სირთულეს ვაგვარებთ და წინ მივდივართ.
უკრაინის კრიზისის დასაწყისს თუ გადავხედავთ, ბევრი აკრიტიკებს ევროკავშირს იმისთვის, რომ მათ არასაკმარისად წაახალისეს კიევი, არ გამოხატეს მყარი და საკმარისად ძლიერი მხარდაჭერა.
მიმაჩნია, რომ ეს მართალია და აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომაა საჭირო ახლა საქართველოსთან. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, საქართველო აკეთებდა ყველაფერს, რას უნდა ეკეთებინა, ისინი მკაფიო სიგნალს იძლევიან, რომ ნატოს წევრობის გზაზე დგანან, მაგრამ ნატო მათ იმედებს უცრუებს.
ვიცი, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნატოს და ევროკავშირის წევრობა უნდათ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს 3 ქვეყანა, რომლებსაც სურთ გახდნენ დასავლური ინსტიტუტების წევრები, მაგრამ ამ ინსტიტუტებს, იმისაც კი ეშინიათ, რომ ისინი თავის კარამდე მიუშვან. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება განსხვავებული სტრატეგია და უნდა შევწყვიტოთ იმაზე ფიქრი და ნერვიულობა, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?
მრავალი წლის მანძილზე მქონია ურთიერთობა სსრკ -თან და რუსეთთანაც და ჩემი გამოცდილებით, წარმატებას მივაღწევთ თუ ვიქნებით უდრო თავდაჯერებულები ჩვენს რწმენაში და ღიად დავაფიქსირებთ ჩვენს მიზანს. რუსები, გონიერებას იღებენ, როგორც კაპიტულაციას. ეს ჟღერს როგორც სტერეოტიპი, მაგრამ რეალობა ასეთია: იმ დროს, როცა ჩვენ ვიმყოფებით კონფრონტაციის მდგომარეობაში, საკმაოდ ძნელი იქნება სწორი სტრატეგიის შერჩევა.
რუსეთი გრძნობს მუქარას დემოკრატიული საზოგადოებისგან, რომელიც მის საზღვრებს მიუახლოვდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ეს ვიცით, რომ ამით ვემუქრებით მათ სისტემას, რომ დემოკრატია მათ საფრთხეს უქმნის, მაგრამ დღეისთვის უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ და კარგად გავიაზროთ, რომ რუსეთის კონტროლს ჩვენ ვერ შევძლებთ და ვერც პარტნიორულ შეთანხმებას მივაღწევთ მათთან. მათ მიმართ ვიქნებით, დაახლოებით, ცივი იმის მაგვარი შეკავების მდგომარეობაში.
თუმცა დღეისთვის ცხელი ომია გაჩაღებული…
დიახ, დღეს რეალურად ესვრიან ადამიანებს და კარგი დიპოლმატიაა საჭირო, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, თუმცა, ვერ ვხედავ ასეთ დიპლომატიას, მაგრამ წნეხი უნდა გაგრძელდეს. ეს არის მთავარი, მოკლევადიანი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად წნევამ და დუღილმა არ უნდა დაიკლოს.
მაგრამ არსებობს გრძელვადიანი პრობლემებიც, პირველ რიგში კი გვჭირდება ახლო საზღვარგარეთის პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დღეისთვის არ გაგვაჩნია. ევროკავშირმა დღეისთვის არ იცის, სურს თუ არა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის წევრობის შეთავაზება. ჩემი აზრით, მათ ეს პერსპექტივა განხილვის საგნად უნდა აქციონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ქვეყნები ხვალვე გახდებიან წევრები - პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც შეიძლება გაიწელოს, მაგრამ უნდა დაიწყოს!
გერმანიაში, 50 წელი ცხოვრობდით, ხშირად აღნიშნავდით და აქებდით მათ როლს ევროპაში. დღეისთვის ამ სიტუაციაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს გერმანიამ
ჩემი აზრით, გერმანია ვითარდება სტაბილური მმართველობისკენ. გერმანული მმართველობა ყოველთვის იყო განსხვავებული აშშ-სგან, თუნდაც ბრიტანეთის და საფრანგეთისგან. ბოლო პერიოდში, გერმანიამ იკისრა ევროპის მედიატორის როლი რუსეთთან. არავინ ელოდა ამას, გერმანიის კანცლერი არის ამ დიალოგის წარმმართველი. ობამასაც კი არ შეუძლია პუტინთან მოლაპარაკება. რა თქმა უნდა არსებობ გერმანიის კრიტიკის მიზეზიც, ისინი უფრო მეტად უნდა ზრუნავდნენ თავდაცვაზე და მეტ სოლიდარობას იჩენდნენ ბალტიის ქვეყნების მიმართ, თუმცა, მათი საქციელიდან გამომდინარე, ბოლო 50 წლის განმავლობაში, გერმანია გახდა პატივსაცემი ქვეყანა.
*კითხვებს პასუხობდა ჯონ კორნბლუმი, - ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ყოფილი ელჩი გერმანიაში