რა მიმტევებლობა, რის შემწყნარებლობა, რომელი რბილი ხასიათი. რაებს ბოდავთ.
ცხადია, პირადად ერთ იუზერს არ ეხება ეს, ვინმეს საწყენად არ ვამბობ და სხვებსაც მივმართავ, ამნაირი ხიწვიანი აზრები ვისაც აქვთ ტვინში გაჩხერილი.
ყველას ის ახსოვს, უფრო სწორად, ყური მოუკრავს, რომ რომ ოსები ხიზნებად ჩამოჰყავდათ ქართლში თავადებს - იმიტომ რომ ქართველობა ამოწყდა და ფიზიკურად ცოტა იყო ხალხი. და აქედანაც გამოჰყავთ (სხვა ამბებთან ერთად) ზღაპრები ჩვენს რაღაც განსაკუთრებულ მიმტევებლობა-შემწყნარებლობა-რბილ ხასიათზე. რბილი ხასიათი არა ###.
ხიზნობა ისტორიის მხოლოდ ერთი ეპიზოდია, ისე კი, მანამდეც და მერე ოსებმა, რასაც ჰქვია, სისხლის კალო გალეწეს ქართლში.
ჯერ ის გაიხსენეთ, რამდენ ხანს ისხდნენ გორში - აი, როცა გიორგი ბრწყინვალემ "განასხნა" გორიდან და ეს არცთუ უმნიშვნელო გამარჯვებად შეფასდა. უკვე მაშინ ფართოდ იყო მოდებული ოსთაგან ქართლის რბევა. სანამ მონღოლები გვიტევდნენ, ოსებს ქართლის გული ეჭირათ და მაგრადაც ეჭირათ. ხოლო გარშემო რასაც დაატრიალებდნენ ავაზაკები, ადვილი წარმოსადგენია.
მერე, გვიან საუკუნეებში, ისიც საკმარისია ითქვას, რომ გაჩნდა ქართული სიტყვა ოსობა, ოსიანობა. მეორე მსგავსი სიტყვა მხოლოდ მხოლოდ ლეკიანობა არსებობს ქართულში. არც ერთ სხვა ხალხს ასეთი დღე არ დაუწევია ქართველებისთვის, რაც ოსებს - ყაჩაღობით, კვლითა და რბევით!
რაც შეეხება ფართოდ განსახლებას, ეს ციტატა ნახეთ:
”საერთოდ, ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება ოსთა ფართო განსახლება შიდა ქართლში. ეს მიწაწყალი უხსოვარი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული ქართველებით და ყოველი გოჯი მიწა კერძო ან სათემო-სასოფლო საკუთრებაში იყო. საუკეთესო შემთხვევაში, ქართველი თავადები, მათ შორის მაჩაბლები ოსებს იღებდნენ, როგორც სამუშაო ძალას, ყმა-გლეხის ან შინაყმის უფლებით და ასეთ ყმებს, რანაირად შეეძლოთ თავის გემოზე დასახლება? ვინმეს ჯერა რომ, შიდა ქართლი უკაცრიელი იყო და სადაც ოსებს მოეპრიანებოდათ, იქ მივიდოდნენ მგლებივით წრედ „მოფსამდნენ“ და თავის ადგილ-მამულად გამოაცხადებდნენ?
19-ე საუკუნის 60-იან წლებამდე საგლაეხო რეფორმის გატარებამდე, ოსები ვერანაირად ვერ დასახლდენოდნ ვერც ქართლის მთიაეთში და ვერც შიდა ქართლში კომპქატურად. რა უფლებით შეეძლოთ ყმა-გლეხეებს, ხიზნებზე აღარაფერს ვამობთ, რომ რომელიმე თავადის ან სოფლის მიწაზე დასახლებულიყვნენ თავისი სურვილისამებრ? სად, რომელ ქვეყანაში მომხდარა ეს, ფეოდალურ ქართლში რომ მომხდარიყო? ეს პროცესი სწორედ XIX საუკუნის ბოლოდან იწყება…”
https://rezoshatakishvili.wordpress.com/tag...83%98%E1%83%90/XIX საუკუნიდან კი ვინ წარმართავდა მოვლენებს, ნათელია. ისიც, ქართველების ”გულჩვილობას” რომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მერე, რუსმა ბოლშევიკებმა ისე შექმნეს ე.წ. სამხრეთი ოსეთის აო, რომ ცხინვალში ოსური ოჯახი არა ცხოვრობდა, ვაჭრების ქალაქი იყო და ებრაელები, სომხები და ცოტა ქართველები ცხოვრობდნენ. ეს იყო ჯილდო ოსი ბოლშებიკებისთვის და აი რატომ.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ბოლშევიკური აჯანყება არაერთ რაიონში მოეწყო. მაგრამ თუ ქართველებით დასახლებულ რაიონებში ბრძოლა მაინც ძალაუფლებისთვის მიდიოდა - ქართველი ბოლშევიკები ხოცავდენ მენშევიკებს და პირიქით, ოსი ვითომ ბოლშევიკები ქართულ მოსახლეობას ხოცავდნენ. ვითომ კლასობრივი ბრძოლის საფარველქვეშ მთელ ქართულ ოჯახებს წყვეტდნენ, თავადური კი არა, აზნაურობასთან ახლოს ყოფნის დაბრალება თუ მაინც შეიძლებოდა. მამაკაცებთან ერთად, სახლებში წვავდნენ ქალებსა და პატარა ბავშვებს, ასეთი შემთხვევა მრავალია. როცა ასეულებზე ავიდა ქართლში გაჟლეტილ ქართველთა რიცხვი, მერეღა მოიცალა რესპუბლიკის გვარდიამ და ოსებს ორი იმდენი დამართა. ახლა ამას ერთ-ერთი გინაციდას უძახიან დედამოხნული სეპარატისტები.
აი, ამ საქართველოსთვის მოღალატური, სამშობლოს გამცემი აჯანყებისთვის დააჯილდოვეს ოსი ”ბოლშევიკები” რუსმა და ქართველმა ჩეკისტებმა და კიდევ ”მადლობა” უნდა უთხრათ, რომ თრიალეთი, თრუსო და ყაზბეგიც რომ არ მისცეს - მაგათ საფლავებს რომ დააჯვა მთელმა აზიამ.
ახლა რატომ ვწერ ამ ყველაფერს.
წარსულის ფაქტები იმას კი არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმეს დავეტაკოთ და იდიოტობები ჩავიდინოთ. დღეს ოსიც და სხვაც მოქალაქეა საქართველოსი და იგივე უფლებები აქვს, რაც ქართველს. და ბევრი ქართველებსაც ჯობია ქვეყნის ერთგულებით. ხოლო ეს დაძახილი, რომ ”პრობლემა ჩვენი მიმტევებლობით,შემწყნარებლობით და რბილი ხასიათით” არის გამოწვეული, არის მოწოდება კრეტინობების გაკეთებისკენ.
ზუსტად მასეთი კრეტინობები ვაკეთეთ 1989-1990 წლებში, უკეთეს საჩუქარს რუსები ვერც ინატრებდნენ და ეჭვი მაქვს, მათგან წაქეზებული და წამქეზებელიც ბევრი ერია იმ ხალხში, გამსახურდია-ადამია-წერეთელ-ჯაველიძეებს რომ ეხვიათ გარს. როგორ ძალით გააბუქეს ოსური პრობლემა, და მერე ყველა ეტაპზე როგორ დგამდნენ ყველაზე უარეს და იმპერიალისტებისა და სეპარატისტებისთვის საუკეთესო ნაბიჯებს - ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. მარტო რუსების წაქეზება არ იკმარებდა - გარედან შესაძლოა რამე მოვლენებში ჩარევა და წარმართვა, მაგრამ არარსებულს ვერ გამოიგონებენ. აი, არსებული კი სწორედ მოიტანა ”ჩვენი მიმტევებლობა-შემწყნარებლობა-რბილი ხასიათით” გულგასენილმა ###თა ჯოგმა, თავისი ზოგიერთი ### ”ლიდერით”. მათი საჩუქრების მერე დებილები უნდა ყოფილიყვნენ რუსები, რომ ის შედეგები არ მიეღოთ, რაც მიიღეს.
და ამდენი წლის მერე, ამდენი მაგალითის მერე - ისევ იგივე ყიჟინა ისმის ამ ქვეყანაში. და კიდევ ის, ჰო - რომ ყველაფერი თურმე გვარგადაკეთებულთა ბრალია...
რა გინდათ, ბოლოს და ბოლოს, საქართველო მაინცდამაინც უნდა დაიმარხოს მის შვილთა მოურჩენელი კრეტინიზმის მიზეზით?
ჭამეთ რა იოდი.
This post has been edited by griankali on 10 Aug 2015, 23:05
რუსეთი უნდა დაინგრეს.