არა.
ეს პატარა ქვეყნის პრობლემაა, ზოგადად მსგავსი პრობლემა გიორგი I საც ექნებოდა როცა ბიზანტიას ეომებოდა, მაშინაც იყვნენ ქართველი მღვდლები ვინც "ღვთიურ ბიზანტიას" გაჰკიოდა ალბათ.
არა, შეიძლება რუსულ ეკლესიას უწოდო ღვთიური, ბევრი წმინდანი ჰყავთ მათაც, ბევრი რამ შეიძლება თქვა
შეიძლება რუსულ ორიენტაციას იწონებდე, ასაბუთებდე ან იდეინად გინდოდეს
მარა რა ღვთიური რუსეთი ვეჟო?
მეფის დრო იყო და ქართული ეკლესიებიდან განძი რაც იყო გაიტანეს, ქართული წირვა ლოცვა აკრძალეს, ფრესკები შეათეთრეს ...
იმერეთის ორი მიტროპოლიტი მეშოკში ჩასვეს და ერთი დაახრჩვეს, მეორე პეტერბურგში ჩაიყვანეს ...
"
ხოლო გაენათელი ექვთიმე პეტერბურგს წარუდგინეს იმპერატორ ალექსანდრე I–ს."[5, 88]. იმპერატორთან აუდიენციამდე მიტროპოლიტ ექვთიმეს მოახსენეს, რომ, თუ იგი პატიებას ითხოვდა, იმპერატორი შეიწყალებდა მას. სულით გაუტეხელმა მღვდელმთავარმა ამაყად განაცხადა, რომ მას საპატიებელი არაფერი ჰქონდა, და იმპერატორს "ახალი დროის ნერონი" უწოდა. განრისხებულმა ალექსანდრე I–მა იგი დააპატიმრა და გაგზავნა პეტერბურგიდან შორს, სვირის მონასტერში, სადაც 1822 წლის 21 აპრილს აღესრულა კიდეც."
კომუნისტების დროს იყო და ჯვრები მოამტვრიეს, ეკლესიები საჯინობოებად და საწყობებად გადააკეთეს პირველი პატრიარქი კირიონი მოკლეს, მეორე ამბროსი დახვრიტეს
კომუნისტების მერე იყო და სოხუმიდან და ცხინვალიდან ცემით გამოგვყარეს ერი თუ მღვდელი და ვინც არ წამოვიდა მოკლეს ერიც და ბერიც
ესეც, რუსეტის ინტერვენცია 1921 წელს და ქართული ეკლესიის პოზიცია
"
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა იერიში მიიტანეს საქართველოს დედაქალაქზე. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და დაადგინა:
"1. ეკლესიებში დაუყოვნებლივ იქნეს გადახდილი პარაკლისები მტრებისგან საქართველოს განთავისუფლებისათვის; 2. ეკლესიებში წინამძღვრებმა განმარტონ სამამულო ომის მნიშვნელობა; 3. სამრევლო საბჭოებმა გაიღონ ეკლესიის ქონებისგან შეწირულებანი ომისაგან გამოწვეულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად; 4. მიღებულ იქნეს ზომები ტაძართა განძეულობისა და სიწმინდეთა დასაცავად; 5. იმავე საჭიროებისათვის წირვა–ლოცვის დროს შეკრებილ იქნეს ნებაყოფლობითი შეწირულებანი; 6. კრებულის წევრთა მიერ მიღებულ იქნეს ყოველგვარი ზომები ჯარში გაწვეულთა ოჯახების სულიერ მოთხოვნილებათა დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად."[17, 256]
"
შეადარეთ ჩვენი ოხროხინეების 2008 ის აგვისტოს "ღვთიურ ბომბებს"
ესენი არიან ღვთიურები? ჩვენ ოხროხინეებს შეჭამენ ძვლებს არ გადმოაფურთხებენ

ორი სიმართლე არ შეიძლება იყოს ერთმანეთის საწინააღმდეგო!!!
ვინაა მართალი ვთქვათ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე? ილია ჭავჭავაძის მოძღვარი ეპისკოპოსი ოქროპირიძე? პატრიარქი ამბროსი ხელაია? თუ ლომისის ეკლესიის საძმო?
This post has been edited by S&W on 14 Aug 2015, 13:19