სამხრეთ ამერიკაში ამერიკის სიძულვილი შენი აზრით ჰაერიდან მოვიდა?

არ გინდა ეს ვითომ ხუმრობა სტილი, ჯერ ერთი არ გიხდება, ქაჯური, ქუთაისური დონეა, მეორეც ნამდვილად მერწმუნე მეც კარგად შემიძლია ეგეთი სტილი, თან ფორუმზე ვარ გაზრდილი.
იცი შენი ლაპარაკი რას ჰგავს? კოლონიზატორი რომ პაპუასებზე ლაპარაკობს ხოლმე, ხოდა გაიხსენე ეხლა ჩვენს ისტორიაში მაგ ლოგიკით ვისი აშენებულები გამოვდივართ და არამგონია მოგეწონოს.
აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, თუ ოდნავ მაინც შეგიძლია რაიმე უცხო ენაზე წაკითხვა ინფორმაციის ნახავ რომ კუბაზე მთლიან ნეგატივს მხოლოდ ფარ რაიტ ამერიკული საიტები და არაფრის არმოცდნე, პოსტ საბჭოთა ლიბერალები წერენ.
კუბას აქვს ბევრი მიღწევები, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, ძალიან დაბალია უთანასწორობის დონე, ადამიანის განვიტარების ინდექსიც ძაილან მაღალი აქვთ,.
ასევე აქვთ ბევრი პრობლემა, დაწყებული ტოტალური დეფიციტით და ასევე სხვა პრობლემებით რომელიც გააჩნია გეგმურ ეკონომიკებს, ამიტომაც დაიწყეს რამდენიმე წლის წინ, საბაზრო რეფორმები თუმცა როგორც თავად იძახიან ამის მიზეზი არის არა კაპიტალიზმის რესტავრაცია არამედ იმ შეცდომების გამოსწორება რომელიც წლების წინ დაუშვეს.
ფიდელს რაც შეეხება, ფიდელის ნორმალურ ადმაიანს, მითუმეტს კაცს მხოლოდ შეიძლება გშურდეს. მისი ცხოვრება ისაა რასაც ადამიანი იცხოვრებდა, თუმცა რავიცი, ზოგს ვიცი მაქსიმუმად ბანკის ფილიალის უფროსობა წარმოუდგენია, ცუდი არაფერია ამაში, უბრალოდ მოსაწყენია

---------------------------------------------------------------------------------
პ.ს მეგობარს ვეუბნებოდი, მგონი ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში, ფორუმზე სერიოზული ინტელეტუალური დეგრადაციაა. არადა მახსოვს, ღლიცინის, კამატის, გინებების, დიდუბის ეკლესიასთან დასტრელვების გარდა, ძნ კარგი კამათებიც და დისკუსიებიც იდებოდა.