+1.
ნაცები მართალია ამ გაზეთს და ასავალდასავალს ეცინით, ზღაპრებს წერენო მაგრამ აი თქვენ რასაც ამბობთ იმის მტკიცებულება:
http://www.kvirispalitra.ge/economic/26181...is-fulithq.htmlაი ყველაზე საინტერესო მომენტი მაგ სტატიიდან:
- როგორ ფიქრობთ, რატომ გააჩერეს თქვენი ტვირთი ხელოვნურად?
- კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად გავყვეთ -კოკი ოსიპოვი საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია და ალბათ, ალტერნატიული გზებით ქვეყანაში ფქვილის შემოტანა და კონკურენტების გაჩენა მის ინტერესებში არ შედიოდა.
- თუ ასეა, ოსიპოვი მხოლოდ საკუთარი ინიციატივით თქვენი ტვირთის საბაჟოზე გაჩერებას ვერ შეძლებდა, გამოდის, მას ლობი ხელისუფლებაში ჰყავს?
- ბუნებრივია, ეს საკითხი მხოლოდ ოსიპოვის დონეზე არ წყდება. ამ ერთი მანქანის შემოყვანა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებდა, დამბლოკავდნენ თუ არა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფქვილის სხვა შემომტანებიც - მათი ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ფაქტია, ოსიპოვს მმართველ ძალასთან მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ჩვენ - პურის მწარმოებლებს. - ფიქრობთ, რომ გარდა იმისა, რომ ბაზარი მონოპოლიზებულია და სხვა კომპანიებს ფქვილის შემოტანის უფლება არ აქვთ, ფასიც არარეალურად სწორედ ამის გამო გაიზარდა?
- ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ყველა გარემოების გათვალისწინებით მისი ფასი 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ზედმეტი ოთხი ლარი ვის ჯიბეში ილექება, ვერ გეტყვით, ამაზე კომპეტენტურმა უწყებებმა იფიქრონ.
- საქართველოში ფქვილი ხომ სხვა კომპანიებსაც შემოჰქონდათ? მათ რატომ გააჩერეს ფქვილის იმპორტი?
- ბოლო პერიოდში ფქვილის შემოტანა 70%-ით შემცირდა, რადგან ამ კომპანიებსაც ანალოგიურ პრობლემებს უქმნიან - მათი მანქანებიც ტერმინალზეა გაჩერებული. ამ ფონზე კი ოსიპოვი ხორბლის მთავარი შემომტანია. ოსიპოვმა ხორბალი რომ არ შემოიტანოს, საქართველო პურის გარეშე დარჩება. არაერთ კომპანიას აქვს სურვილი საქართველოში ფქვილი შემოიტანოს, მაგრამ ბარიერების გამო ვერ ახერხებენ. მათ ტერმინალში კეტავენ, ისევე როგორც მე ჩამკეტეს. წლების განმავლობაში "კარმენი" ფქვილის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი გახლდათ. ის ბაზარზე ფქვილს შედარებით იაფად ყიდდა, მაგრამ პრობლემები ამ კომპანიასაც შეექმნა და დღეს სულს ღაფავს. ფქვილის შემოტანის გარდა, "კარმენი" ოთხ დიდ წისქვილსაც ფლობდა, თუმცა ყველა მათგანი გააჩერა.
- ფიქრობთ, რომ "კარმენიც" ოსიპოვის ჩარევით გაჩერდა?
- არ ვიცი, ალბათ...
This post has been edited by Zorro77777 on 18 Aug 2015, 19:17