რუსეთის ყველა მოქალაქეს აქვს სადაზღვევო პოლისი, უმუშევრებს და დაჟე ბომჟებსაც კი, ხო და აი მაგ პოლისით ნებისმიერი კლინიკა ვალდებულია გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს ადამიანს!!! სახელმწიფო კლინიკებში კი ნებისმიერი დაჟე ყველაზე ძვირფასი ორგანოების ტრანსპლანტაციის ოპერაციებიც კი სრულიად უფასოა ნებისმიერი რუსეთის მოქალაქეებისთვის!!!
ხო და საქართველოში შესაძლოა უმეტესობა კლინიკების კი ბზინავს კაფელით და შეკიდული ჭერებით, მაგრამ ვისთვის არის ის თუ კი მოსახლეობის უმეტესობას საშვილიშვილო ვალების აღება უწევს რათა მაგ თქვენს ნაქებ კლინიკებში იმკურნალონ!!!

ექიმების უვიცობა და დაბალი დონე გავიხსენო თუ თავადვე იცით ყველამ?

რეანიმაციაში 700 ლარები სუტკაში???......
მოკლედ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებიც გვაქვს ძალიან მაგარი შეიძლება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ის მიუწვდომელი ფუფუნებაა, ასე რომ დიდი ვერაფერი ხეირია გაჭირვებული მოსახლეობისთვის!!! მაგას ჯობია სუფთა ძველი შენობა იყოს მაგრამ ძლიერი და კეთილი ექიმებით სავსე, სადაც ფული არ იქნება ადამიანის გადამრჩენელი, არამედ ის რომ ის არის მოქალაქე, რომლის უფლებებიც და ჯანმრთელობაც სახელმწიფოს მიერ იქნება გარანტირებული!!!
პ.ს. ინფექციურის ნაირი საღორეებიც ვნახე უკვე თბილისში, ასე რომ არც მთლად 5 ვარსკვლავიანი საავადმყოფოებია ყველგან...