#53810778 · 20 Nov 2018, 23:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
martvileli
QUOTE | დღეს, ცნობილი ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას გმირობიდან 53 წელი გავიდა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ამ ისტორიის შესახებ.
|
მე ვიცი და ვიცი რომელია. ბავშვობაში ლექსებს რომ აზეპირებდნენ და მერე სუფრასთან აყოლებდნენ-ეგ ვარ მე. ღირსეული სქციელი იყო ნამდვილად. ესეც ლექსი: I ,,მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს, ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.
ჯგლეთა ... ყვირილი . . . ჩოჩქოლი ... და განწირულთა შიში, ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი ბრძანებებს ... მაშველ რგოლივით ისვრის, ჟილეტს იცვამენ ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის ... ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით ...ზღვაც იფოფრება სამტროდ, იმ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს. უბილეთოა გოგონა და უპირველეს ყოვლის არც ჟილეტი აქვს საბრალოს და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა ... თავი გადადო მსხვერპლად ... და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.
II ,,დედაენით” გაგზარდეს, მეგრულ იავნანურით, ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით. საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა ბავშვების სიყვარულით. ფრთებს ისხამდნენ ქართული ჯეჯილ-სალამურები, მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.
III თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის მისის. ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ქვეყნის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ, არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.
\ მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა, ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად. და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ თუ გაგონდებათ ნეტავ? თქვენ გესიზმრებათ ის კაცი და ვერც ივიწყებთ რადგან, მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარავანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ მისის, მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ ვიცით.
გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი, ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი.
--------------------
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "
|