#45465743 · 21 Aug 2015, 05:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიმპტომს ვამბობ და არა რეცეპტს. ანუ
შველის გზას კი არ ვამბობ, არამედ ნიშანს, რომ ეშველება (როცა ეშველება), აუცილებლად რომ აისახება ასე, სიმპტომად.
საქართბელო არის ჭრელი ქვეყანა. დავით კალანდაძის იმერეთი დედაჩემიზე უფრო ჭრელი. -კონტინენტების გადაკვეთა რელიგიების გადაკვეთა ეპოქებისა და ფორმაციების გადაკვეთა და ბოლოს ეთნოსების გადაკვეთა.
ქართული ფორუმი არ არის საზოგადოებრივი წონის მქონე ფენომენი (სამწუხაროდ), ის საზოგადოების ანალიზია, ანარეკლია, მიკრომოდელია.
ფორუმზე უნდა აისახოს საქართველოს სიჭრელე მათ შორის დემოგრაფიული სიჭრელე.
როცა , და ამას მოდერები ვერ გააკეთებენ, ფორუმის "მოსახლეობამ" უნდა "შეძლოს".
შეძლოს რომ გაერთიანებული ყიჟინით არ გააძევოს ფორუმიდან ვინმე უცხო და უცნაური -უმცირესობის წევრი.
საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები იცით?
სანამ ყველა ას იუზერში 30 არ იქნება არაქართველი (ვთქვათ 15 აზრბაიჯანელი,10 სომეხი,2ოსი,2რუსი,1აფხაზი ეტქ.) სანამ აქ ფორუმის ეთნიკური სიწმინდისთვის ვიბრძვით (ანუ სანამ რეალური საზოგადოებაც ასეთია), ნუ გექნებათ ილუზია რომ გავერთიანდებით და რამე გვეშველება.
ხალხო. (უფრო რეალურ ხალხს ეკუთვნით, ვიდრე ფორუმმოსახლეობას) შეეშვით ბრძოლას საზოგადოების ეთნიკური, რელიგიური და სხვა მრავალი სიწმინდისთვის. ჩვენს ნაცვლად ეს წარმატებით გააკეთა ბიძია ადოლფმა, მაგრამ მანაც ცუდად დაამთავრა 15 წლის თავზე. ნუღა ვკარგავთ დროს, ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე. დავუშვათ რეალობა ჩვენს წარმოსახვით საქართველოში. ანუ, მივიღოთ და გვიყვარდეს საქართველო როგორიცაა რეალურად.
შევიყვაროთ ამ ჭრელი ქვეყნის უმცირესობები. ყველანაირი.მაგრამ პირველ რიგში ეროვნული. სანამ ფორუმი აჯაგრულია არაქართველის გასაძევებლად, ერიც არ იქნება მზად კარგი ქვეყნის ასაშენებლად. ღირსიც არ იქნება.
ორი იუზერი დავკარგეთ კიდურა პოპულაციების. ორი გამარჯვება და ყიჟინა გამოქვაბულში - განსხვავებული განიკვეთოს!
ეს მოხდა ხალხის მოთხოვნით და არა მოდერთა თავნებობით. მაგრამ მოდერთა ხელით.
ორი იუზერი დამიბრუნეთ. კლინგონი და ლევონი.
აქ მაინც ვითამაშოთ უკეთესი საქართველო.
ჭრელი.
პ.ს. ფორუმი როლური თამაშია კლინგონი -კოლაბირაციონისტული საქართველოს ხელისუფლება საქართველოსხმტერია. ლევონი-აშკარად არასომეხი, რომელიც ცდილობს სომხის რაკურსი დაგვანახოს ახალირევოლუცია - სანამ მიშას ტრიუმფალურ არკას არ აუშენებთ და დაფნის გვირგვინით არ დახვდებით, რამსები არ გაგისწორდებათ.
ან ისინი აღადგინეთ, ან მეც გამაუქმეთ, რას მელოლიავებით?
ლევონ, პირობა დადე, თუ გაგაცოცხლეს, რომ არ ისპლიყვებ და დღეში ორ თემაზე მეტს არ დადებ. კლინგონ, პირობა დადე რომ ფერად გიფებს აღარ დადებ, მარტო შავთეთრს დასჯერდები მე ჩემდათავად პირობას ვდებ, რომ მიშა რომ შემოვა თქვენი აშენებული ტრიუმფალური არკით, ბოროტი სიხარულით არ გამეხარდება.
This post has been edited by axalirevolucia on 21 Aug 2015, 05:21
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|