isev is
კარგი თემაა)
(ყურმოკრულებიდან)
ტაქსისტი იყო ჩემი ქმარი. თვალს ვერ მოაშორებდი, ისეთი ბიჭი. მაღალი, ახოვანი, ასკილოიანი. მაგრამ ძუნწიიი... მანეთს ვერ გააგდებინებდი ხელიდან. ვერ გააგდებინებდი კი არა ვერ უპოვიდი. არც მე ვდარდობდი დიდად, ვმუშაობდი და რომ მყოფნიდა იმდენი მქონდა. არც მე ჩამოვუვარდებოდი. რა ლამაზი ვიყავი იცი??? უფ!
ამოიჩემა ერთ დღეს პიატიგორსკში მივდივარ დასასვენებლადო.
მიდიხარ და წადი-მეთქი. პატარა მყავდა ბავშვი და ვერ დავტოვებდი.
წავიდა და ჩამოვიდა ჩემი ასკილოიანი ქმარი ოც დღეში ოცკილომოკლებული.
გაგიჟდა სანათესაო-სამეზობლო, ავადაა და მიხედეო. არაფერი არ სჭირდა. მე კი ვკვდებოდი ცნობისმოყვარეობით, მაგრამ...
ერთ დღესაც სასადილოში მის პიჯაკს მოვკიდე ხელი და აშრიალდა რაღაცა. ამიფანცქალდა გული სიხარულით, ფული დარჩენია-მეთქი. ჩავყე ხელი ჯიბეში და შემრჩა წერილი. გავხედე ფანჯრიდან დგას ჩემი ზურიკო ბესიკთან ერთად ეზოში და ჩურჩულებენ.
დავხედე წერილს, კიევიდანაა. ახალგამოგზავნილია. ოთხფურცლიანია, არ დაგავიწყდეს. წერს ქალი :
,,შენ ჩემო ზურიო, ეს რა მიყავიო, სიზმრებიდანაც ვერ გიშორებო. აღარ მინდა სიცოცხლე უშენოდო. მოკლედ:,,შემშალე და გადამრიე,, იყო მთელი ოთხი ფურცელი.
გავხედე ისევ ფანჯარაში ახალაღმომჩენებივითა აქვთ სახე გაბრწყინებული ორივეს და მე რის მედიკო ვიქნებოდი არ მივმხვდარიყავი რაში იყო საქმე. საქმე კი იმაში იყო რომ არც ზურიკომ და არ ბესომ რუსული კითხვა არ იცოდნენ და სანდო თარჯიმანს ეძებდნენ. ჩავიდე ჯიბეში წერილი და წამოვწექი დივანზე. შემოვარდა ზური, დაავლო ხელი პიჯაკს და გავარდა გარეთ. ვწევარ და ვფიქრობ:
_ოჯახს ვერ დავანგრევ მარა... მაშინ ვინ ანგრევდა ოჯახს...
ნახევარი საათი არ იყო გასული, გაჩერდა ჭიშკართან მანქანა. გადმოვიდა ზური მანქანიდან , მარა გადმოსვლა არ ერქვა იმას. გადმოფორთხდა ფერწასული. შემოვიდა. ვწევარ დივანზე. ამიარა , ჩამიარა.
_მომეცი, მედიკო._ჩაიჩურჩულა.
_რა მოგცე?
_მომეცი, ქალო...
_მოდი და მოგცემ!
_მომეცი, გოგო_ ჩაიჩურჩულა და გავარდა გარეთ.
ერთი წუთი არ იყო გასული ბესიკი შემოყვა.
_მოგვეცი, მედიკო?
_რა მოგცეთ? ამოღერღავთ თუ არა რა ჯანდაბა გინდათ?
_მოგვეცი, მედიკო, _თვალს ვერ მისწორებს ბესო. _წერილი, _ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა, პლოსკოთიამოგლეჯილივით.
_ააა, წერილი? _წამოვფრინდი დოოინჯშემოყრილი._ავად იყავი და 20 კილო დაიკელი ხომ? უკვე დავწერე იმ შენ ვალიას ქმართან წერილი, იმ წერილთან ერთად ამასაც ჩავდებ და გავგზავნი. იმ შენს ვალიას და შენ რომ გადაგაფსკვნის ის კაცი... კაცი თუ ყოფილა, ერთმანეთზე, მერე ნახავ როგორ უნდა 20 კილოს დაკლება.
_არ დაღუპო , მედიკო.
_ ჩემი ხელით დაგასამარებთ ორივეს.
_არ ქნა მედიკო მაგი და რასაც გინდა შეგისრულებ
_შემისრულებ?
_ყველაფერს, გოგო._ცალი თვალი გამოაპარა ჩემსკენ ხომ არ ვხუმრობდი.
_მაშიიინ_დავფიქრდი_ სპეკულიანტი რომაა ლამარა, იმას ჩამოტანილი აქვს შავი ჩექმა და იმის შესაფერი წითელი პალტო. იმას მიყიდი.
_გიყიდი, აბა არ გიყიდი? _განათდა_ რა ღირს? _თან ხელი ჯიბისკენ გააქანა.
_ხუთასი მანეთი ერთად.
_რაა? ხუთასი მანეთი ნახევარი მანქანის ფასია, ხომ არ შეიშალე? მაგას მირჩევნია ვალიას ქმარმა მომკლას.
_თუ გირჩევნია , კი გავაგზავნი წერილს.
_არ ქნა მაგი. არ მაქვს მაგდენი ფული.
_სალაროში ! ერთი საათი გაქვს . ჩქარა, თუ არა გავგზავნე წერილი.
მოტრიალდა და გავიდა. ერთ საათში ფული ხელში მქონდა. ორ სათში_პალტო და ჩექმა. წერილი კი დავწვი.
ნოემბერი მოდიოდა და ზურის ვუთხარი: _ იმ წერილში ეწერა რომ იმ შენი ვალიას დაქალი ჩამოდის საშვიდნოემბროდ და უნდა დახვდე-მეთქი.
ამომხედა, იფიქრა შეიშალა ჩემი ცოლიო. მეც მოვდივარ-მეთქი და წავედით. ქმარ-შვილით იყო ტანია ჩამოსული. წამოვიყვანე სახლში, გავუშალე სუფრა, ვისეირნეთ, დავდაქალდით . გახარებული წავიდა, ეს რა ქალი ყოფილა მედიკოო. მერე ხან წერილებს ვწერდით ერთმანეთს, ხან ტელეფონით ვკითხულობდით. ერთ დღესაც დამპატიჟა კიევში. ვუთხარი ზურიკოს წავიდეთ-მეთქი.
_არაო_შეუშვირა თავი ქვას.
წავედი მარტო. ვცხოვრობდი ერთი კვირა ტანიასთან დავაპატიჟებინე ვალია. მოვიდა ქმართან ერთად. ქალი იყო... უფ! მეც არ ვიყავი ნაკლები, არ გადავწონიდით ერთმანეთს. გავიყვანე აივანზე და ვკითხე:
_ამიხსენი თუ ქალი ხარ, როგორ დააკლებინე იმ ოხერს-მეთქი.
მომიყვა, როგორ დარბოდა პიატიგორსკში გორაკის ირგვლივ ჩემს ქმართან ერთად და... დავდაქალდით მოკლედ, დავპატიჟე ქმართან ერთად ოჯახში და დადიოდნენ ჩემთან.
მერე კი ... დრო აშორებს ადამიანებს.
რომ იცოდე როგორ მშვენოდა ის პალტო და ჩექმები... . ეჰ, რა ქალი ვიყავი... ქუჩაში რომ გავდიოდი თვითმფრინავებს ვაჩერებდი!
როცა ზედმეტი ხარ, უბრალოდ წადი...