#55184057 · 31 Aug 2019, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
80-იანი წლების ბოლო იყო, გვერდითასადარბაზოელი თამაზა შემხვდა ეზოში, წამო მიტინგზე წავიდეთ, დღეს ჩვენი ბედი წყდებაო და წავედით. რუსთაველზე მთავრობის სახლის წინ ძალიან დიდ ჭყლეტვაში მოვყევით, მაგრამ მოვახერხეთ და სტრატეგიულად სწორ ადგილზე დავბაზირდით, ანუ სადღაც შუაში. წინიდან გიტევენ - დაცული ხარ შუაში. უკნიდან გიტევენ - მაინც დაცული ხარ შუაში. ეს თამაზა მაგარი ტიპი იყო, დაბალი და ჩაჯეგილი. პროფკავშირების სახლთან 4 კაცი სცემა ერთხელ ძალიან სერიოზულად, ფული უნდა აეხიათ და ამანაც მიარტყა და მიარტყა და ცარიელ აუზში ჩაყარა. მიტინგმა კულმინაციას მიაღწია, ანუ გამომსვლელი რას ყვიროდა, ვეღარ ვიგებდით, მაგრამ ჩვენც ვყვიროდით. ამ დროს მთავრობის სახლის სახურავზე ვიღაც აძვრა და საბჭოთა საქართველოს დროშა მოაძრო და ყვირილით, - აი ის დროშა, რომლითაც 70 წელი გვაწამებდნენო,- ძირს გადმოაგდო. თამაზას ისე გაუხარდა, ენით ვერ აღვწერ. ჯერ მე ჩამეხუტა, მერე სხვას, ბოლოსკენ ზემოთ გარბოდა, ის ტიპი უნდა ვნახო, დროშა ვინც გადმოადგოო ... ამ დროს მილიცია დაგვესხა თავს და გავიქეცით. თამაზა მიაპობდა მტრის რიგებს და მე უკან მივდევდი. იმ საღამოს გადავრჩით და მეორე დღეს დავთქვით შეხვედრა. თამაზამ მითხრა, მეორე დღეს არ მცალია, მესამე დღეს იყოსო. კარგი ძმაო-მეთქი და მესამე დღეს დავადექი სახლში, ისევ მიტინგზე უნდა წავსულიყავით, ძალიან სერიოზული ამბავი იგეგმებოდა. კარი არავინ გამიღო. ისევ დავრეკე, მაინც არ გამიღეს. მეზობელთან დავრეკე და ესენი სად არიან-მეთქი, ვკითხე და მაგათმა ხომ კანადაში დაახვიეს გუშინ საღამოს მთელი ოჯახით ს კანცამიო.
|