გულიანად გაცინებისათვის ხურდა
თემის პირველ პოსტში აღწერილი საბრძოლო იარაღების არსენალის შევსებისათვის:
ჯერ კიდევ როდის დაფრინავდნენ კუდიანები ცოცხით და ჩვენამდე ვერავინ გაიგო ცოცხის, როგორც სტრატეგიული საბრძოლო იარაღის საკრალური დანიშნულება. ცოცხით ცემა და ფრენა უფრო საპატრულო პოლიციის ექსპერიმენტალური გამოცდების არსენალშია.
ჯარში არ ვყოფილვარ, ამიტომ კალაშას აწყობა-დაშლის უცოდინრობა ცოცხის დაშლა-აწყობის ცოდნით უნდა შემევსო და დღემდე ვცდილობ მისი საფრენი თვისებების სტრატეგიების ამოცნობას და მათ ნოვაციურ გაუმჯობესებას საკონტინეტთაშორისო დისტანციებზე და არც კოსმოსში გასვლას გამოვრიცხავ, რათა ასახვეტად დააცხრეს თავს ჩვენს მტრებს.
მაგრამ, სულ ახლახანს მომხდარმა სრულად შეცვალა ცოცხზე კვლევების მიმართულება, როდესაც საქვეყნოდ გაცხადდა სამი წლის წინ ცოცხით გაფარშევანგებულის ციხის კადრები, რითაც ამ იდეის ავტორმა თვით სპილბერგს, ჰიჩკოკს დაა რეიმსაც კი გაუსწრო წამების შესაძლებლობების ფანტაზიებით თვით სასცენარო იდეებში და უეკლო ვარდების რევოლუციის 9 წლის მერე საოცნებო ცოცხებიც მოიყვანა ხელისუფლებაში ედოს ბოსტანში დარგული 90-იანების ნერგებიდან.
არადა, ცოცხის სიმბოლური დანიშნულება ხომ ნაგვის ხვეტა-გამოხვეტაა და იმწამსვე მემცხეთა, რომ ჩვენს სიმწრით და დაგვით აქნილ-გაკრიალებულ ბიუჯეტს ეს ძველ-ახალი მეცოცხენი კუპიურების მოხვეტა-დახვეტას ახალ განზომილებაში გადაიყვანდნენ ძველ-ახალ ოფშორულ-კოდირებული საღორეების მიმართულებებით.
მაგრამ, მანამდე საჭიროდ ჩავთვალე ცოცხის ამ ახალი ზე-სექსუალური შესაძლებლობის ექსპერიმენტალური შემოწმება ფარულად და ვინაიდან საამისოდ სხვა ვერავინ გავიმეტე --- საკუთარ თავზე გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება და რა იცი, კვლავ რა ხდება ახლო მომავალში, არ მაწყენდა ახალი ცოცხგამოცდილების პრქტიკული გამოცდა.
უამრავი ბაზარი, ბაზრობა, სუპერმარკეტები მოვიარე ჩემს ზომად შეგულებული ცოცხის მოსაძიებლად და შესაძენად თუნდაც აუქციონებზე და თვით იბეიზე.... გადავატრიალე ინტერნეტი და ერთი ქორფა ცოცხი ძლივს შევარჩიე.
მარა რად გინდა... სანამ რაიმე მოვიმოქმედე და შეტყობინება ავკრიფე --- რჩეული გაიყიდა და დამამზადებელი რომ მოვიკითხე, ძლივს მოვიძიე.... გლდანულაში საძმოზე განისვენებს უკვეო და ზუსტად ამ თემის პირველ პოსტში აღწერილ ამბავს შეწირვია ცხონებული, უკვე საიქიოში ნასოსების ქარხნის დირექტორად დაუნიშნავთო --- ვიღაცამ მომწერა ,,მეილზე''.
ამბობენ საიქიოშიც გაუყვანიათ ინტერნეტი და დამაკავშირებელი სერვერი რომელიღაცა ქვეყნის კულუარული კოლბის სეიფ-მაცივარშიაო...
იმედი მაინც არ გადავიწყვიტე და ამ ცოცხის ნახაზების მოძიება გადავწყვიტე, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. კვლავ დამასწრეს და მხოლოდ ორი ვერსია დამიტოვეს:
ერთი ვერსიით ნახაზები ოდესაშია და მეორე ვერსიით კოლბის სეიფშია გადამალული.
ვინაიდან ასეთ გრანდ ფინანსო, თუ ფინაჩო მდიდრების ხელშია ეს ნახაზები და რომელიმესგან არც ნახაზის გამოსახსნელი კაპიტალი არ გამაჩნია და არც ვიცი გაყიდიან თუ არა უკვე თილისმად ქცეულ ამ ,,ცოცხო აზვერინს'' --- გადავწყვიტე თავად ამეწყო იგი უნახაზოდ.
სასწაული ისაა, რომ სანამ საჩვენებელი თითის ზომამდე არ დავიყვანე ქორფა ცოცხი --- არ შემეტია და შეტევას ვინ ჩივის... უცებ სრულიად შეისრუტა რაღაცამ და სადღაც გაუჩინარდა.
რა უნდა მექნა?
ამხელა კაცი ჯერ პროქტოლოგთან არ ვყოფილვარ არასოდეს და ახლა მიდი და უთხარი, რომ ცოცხი შიგა გაქვს...
რავარი სირცხვილი და თავისმოჭრაა დუნიაზე...
რავი, რას აღარ დამაბრალებენ მერე --- ცისფერიდან მაზოხისტობამდე და კუდიანობამდე.
მაგრამ... კაცი ბჭობდაო და ცოცხი იცინოდაო!
დღითიდღე ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც იზრდება და ფესვებს იდგამს ჩინოვნიკის სკამის ფეხივით...
ამ ბოლო დროს სიზმრების რაღაც განსაკუთრებული მიმართულებაც ,,ტრიპერივით''ამეკიდა --- დიდ ხეზე ვზივარ და სალამურს ვუკრავ... ქვეშ კი მიშას და ბიძინას თავიანი ძროხები ბალახობენ, მერე ედიკა მოდის საღამოს და ორივეს სადღაც მიერეკება.
არ ვიცი --- წველის, ხმარობს, თუ რას უშვრება... დილამდე გულსაკლავი ბღავილის ხმა აღწევს მხოლოდ შორიდან თუ ახლოდან... და რამდენი არ ვეცადე სიზმარში, ხიდან ვერ ჩავდივარ... ვიკვლიე, ვიკვლიე და ზედ არა ვარ თურმე მიზრდილი ტოტივით....
თანაც ზღაპრული ბადრიჯანის ხეა და ახლო-მახლო სულ ცოცხისფრთიანი ქარის წისქვილებია წრიულად. რას ფქვავენ, როგორ --- არ ჩანს და ალბათ ამ ჩემს ხეს ელოდებიან დასაფქვავად, ან დონ გიორგი კიხოტს თავის სანჩო პანსათი, ან განსაგმირ გველეშაპს.
ბოლო სიზმარში ღუტუნა ხადური ვნახე --- ციკნების მოზრდილ ფარას აძოვებდა გაღმა და უფრო ახლოს რომ დააპირა ფარის მორეკვა: ძროხებმა სულ რქენით და წიხლებით დაიფრინეს ფარიანად.
მოკლედ:
დიდ გაურკვევლობაში ვარ და გუმანი მკარნახობს, რომ გაიზრდება ცოცხი --- მოვწყდები ხეს და ან ცოცხ-გუგულივით გავფრინდები პინგვინის ბუდეში, ან ზღაპრულ ცოცხზე გადამჯდარი კუდიანივით ჩამოგძახებთ ზევიდან ..შერეკილებივით'' --- რევოლუცია კი არ მოდის --- არამედ მოვიდა უკვე!
აგერ ჰაეროვან-ბუმბულოვანი ცოცხი აქაც ყოფილა კინომატოგრაფიულად.
***
თუმოგეწონათ და ხასიათზე ვიქენ --- გავაგრძელებ ,,ცოცხოტყანოსანს''...
სიახლე: ინკოგნიტოდ ექოსკოპია გავიარე და სამი ტყუპიაო...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)