ივლისის თვეში სპორტ ტვ-ს გადაცემა - ვახო სანაისათან
მივწერე მეილი ტელევიზიას და ვთხოვე ლინკი იმედია მომწერენ
გასაგებია რომ კობიაშვილს გულშემატკივრობ, ჩემი სიმპათიებიც მისკენ იხრებოდა, ჯერ კიდევ მისკენაა, მარგამ მოდი შენ გკითხავ - რატომ კობი და რა სხვა რომელიმე (ოღნდ კობის + ჩამომითვალე)
ვატყობ რომ სუბიექტური იქნები
ან თუნდაც შენ როგორც კობის თავგადაკლულმა გულშემატკივარმა მე კობისადმი მხოლოდ სიმპათიით შემოფარგლულს ამიხსენი რატომ კობიაშვილი ან იმ კითXვეს შენ გაეცი პასუხი, თუ მისი გუნდის წევრი ხარ
ან კიდევ ერთი რამე პრესკონფერენცია ხომ ექნება, ან პრესკონფერენციამდე მუშა შეხვედრები - თუ მისიანი ხარ, წავიდეთ ერთად - დავუსვამ კითXვებს და თუ რამე გამიხარდება თუ ჩემი შესაძლო დახმარება მისი ხელით რამეს წაადგება
ხომ გამოირჩევი აქტიურობით, ალბათ კომპეტენციაც შესაბამისი გაქვს, ხოდა შენი მოსაზრებები მაინტერესებს:
საკითხი დაისვა მსაჯობის გახმაურებულ პრობლემებზე, ჩაწყობილ და გაყიდულ თამაშებზე - პასუხი იყო უნდა ვუშველოთო, მარგამ აი როგორ ვერ თქვა
საკითხი დაისვა ბავშვტა ფეხბურთის შეველაზე - პასუხი იყო რომ საშველია, მარგამ როგორ - კონკრეტული სამოქმედო გეგმა ვერ ითქვა
საკითხი დაისვა კლუბების მინიცპალურ და კერძო ინვესტირებაზე - პასუხი სახელმწიფომ უნდა არჩინოს ფეხბურთიო, ნელნელა კი კერძო სექტორი ჩაენაცვლოსო - მაგარი პაუხი იყო
საკითხი დაისვა სამწვრთნელო ხარისხის ამაღლებაზე - პასუხი ასევე დიადი იყო - აუცილებლადო
საკითხი დაისვა ლეგიონერების რაოდენობის და ხარისხის მკვეთრ შემცირებაზე - პასუხი იყო სკოლებმა უნდა გაზარდოს კარგი ბიჭები - ბაზარი არაა smile.gifsmile.gifsmile.gif მაგრამ კარგი ბიჭები რომელმა სკოლებმა და როგორ უნდდა გაზარდოს არ თქმულა
საკითხი დაისვა კორუფციულ გარიგებებზე არა მარტო ტოტალიზატორის მხრივ არამედ ატკატის, ე.წ პადიომის და სხვა მსგავსი მანკეირებეის შესახებ - უნდა გამოვავლინოთ და შესაბამის ორგანოებს ვაცნბოთო... - სულ ეგაა?
და კიდევ
არაფერი თქმულა საკანონმდებლო ინიციატივების შესაძლო პაკეტებზე როემლიც შეეხება ინვესტირებას, საგადასახადო ლიბერალიზაციას, დაბეგვრას
არაფერი თქმულა იმ მინიმალური ნორმატივების დაწესებაზე რასაც სერთიფიცირება ჰქვია - საკულუბლო მენეჯმენტის, მწვრთნელების, ფიზმომზადების კორტუსის
არაფერი თქმულა ერთიან სამოქმედო გეგმაზე განათლების ამინისტროსა და ინფრასტრუქტურის ამინისტროებთან მიმართებაში, რომ მინიმალური კომპეტენციის ფარგლებში ფეხბურთზე წასვლის მომენტი სკოლის ასაკიდან რომ უნდა იწყებოდეს
არაფერი თქმულა ტრანსლირების უფლებებზე და გაშუქებაზე - რა როგორ უნდა დარეგულირდეს
არაფერი თქმულა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორ რა ფულით ვის მიერ დარა ვადებში უდნა გაკეთდეს და რა უკუგების მომტანია - 5, 10, 15 და მეტ წლიან პერსპექტივაში
არაფერი თქმულა ფარმკლუბის მომენტზე, რაც ევროპაში პირდაპირი ფანჯრის როლს შეასრუელბდა
არაფერი თქმულა ფეხბურთისადმი ინტერესის გაჩენის სისტემურ ღონისძიებებზე
არაფერი თქმულა, ხელმოსაჭიდი არაფერი
და იმაზე რაც ბუნებრივია რომ მე ვერ გავწვდი

უკეთესი და უპირობო რომ მინდა მისი ჯამარჯვება და შედეგის მომტანი იყოს იმიტომ გწერ თორემ ქართული ფეხბურთი რომ ტრაკშიც აღარაა ფაქტია
და 1001 ხმიდან რომ ქართველ ვეტერანებს და მათ კანდიდატს არ მივცემდი ერთსაც ამასაც არ ვმალავ
* * *
შემიძლია ევროპული მაგალითებით მთელი სქემა მოგცე ფედერაციის არჩევნებისას დელეგატობის

- მინიმუმ გერმანიის მაგალითზე
მაგრამ მაშინ ჯერ წესდება უნდა შეიცვალოს და მერე არჩევნები ჩატარდეს
კობის ალალად, გულით ვუსურვებ კონკრეტიკას, , მუშა პროცესის დეტალიზაციას, და მინიმუმ 10 წლიან სამოქმედო გეგმის დაწერას რომელიც რომ სწორედ საშუალო (პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია, სლოვენია, ) ევროპულ საფეხბურთო ქვეყნის დონემდე მისვლის საშუალებას გააჩენს