ნაგვის ურნებში მეტალის კონტეინერები იგულისხმება !
მწყობრიდან გამოსული ნაგვის ურნები ხომ გაწუხებენ?
დაუჩვეველმა კაცმა პირველად რომ შეხედოს ეგეთ ურნას შეიძლება გული გაუხდეს ცუდათ.
იმაზე არაფერს ვიტყვი რომ უხუფო ნაგვის ყუთი ძალიან უშნოა.
დაზიანებული ნაგვის ურნების პრობლემის მოგვარება აუცილებელია.
ხშირად ვხედავ როდესაც ნაგვის ურნას ხუფი არააქვს, ეს კი თავისთავად ნაგვის სუნს რამდენიმე მეტრის მანძილზე აფრქვევს, ეს კიდე არაფერი.
რეალურად 2 მთავარი პრობლემა იბადება მაგ გაფუჭებული ნაგვის ურნებიდან:
1) ცუდი სუნი. ეს უბრალოდ ცუდი სუნი არაა, ეს ის სუნია რომელიც შხამიან ტოქსიკურ ნივთიერებებს აფრქვევს დაახლოებით 8-12 მეტრის რადიუსით. რაც ადამიანში უმალ იწვევს ალერგიას, ბევრი ვერც კი ხვდება თუ რატომ დააცემინა არ კიდე ცხვირიდან ცრინტი წამოუვიდა.
1.1) დაზიანებული ძირიდან სითხე გაზდის, ეგ იგივე ალერგიულ შეტევებს იწვევს ადამიანში. და ასევე არის დაავადებების პოტენციური წყარო დღეს თბილისში, შესაძლებელია დაავადებების ძირითადი წყაროც ეგ არის თბილისში.
2) ხუფი არააქვს. ეს ვითომ პრობლემა არაა თითქოს მხოლოდ იერსახე ეკარგება, მაგრამ ეგ რეალურად არის ხუფ მოხდილი სუნამო ოღონდ ამყროლებული და ტოქსიკური. ესეც არაა დიდ პრობლეა იმასთან შედარებით რომ იმ ხუფ მოხდილ ნაგვის ბუნკერზე კატები არბინადრობდნენ.
აი, ზუსტად ეგ კატები არიან ავადმყოფობების გამავრცელებლები რომლების ხალხს ემართება, ძირითადათ რათქმაუნდა პატარა ბავშვებს რადგანაც ზუსტად ბავშვები ეხუტებიან კატებს. რაშუაშია კატა? კატა, გარდა იმისა რომ ნაგავში იქექება და ათასნაირი ავადმყოფობით ავადდება ის აგრეთხე ნადირობს ვირთხებზე! აი, ეგ ვირთხები კი ნამდვილად ავადმყოფები არიან. კატები ძირითადად ნაგვის ბუნკერის გარშემო ზიან იმის იმედად რომ ვირთხას დიაჭერენ. წარმოიდგინე ეხლა რომ კატამ როელიც მაგ ბუნკერთან ზის მოინადირა ვირთხა, იმის წარმოდგენაც კი რთულია რომ კატა იმ ვირთხას შეჭამს!
როგორც ჩვენ ვიცით ყველა შინაური კატა სახლიდან იპარება, ხან აივნიდან, ხან ფანჯრიდან, ხან კარებიდან, შემდეგ კი სახლში ბრუნდება 2- ან 3 ,4 საათში. კითხვა სად იყო ამ დროს კატა?!
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რულია ან შეუძლებელიც არის. იმიტომ რომ არავინ არიცის სად იყო მისი კატა ამ დროს. სავარაუდოდ ის კი ნამდვილად ნაგვის ურნაში დაიწყებდა ქექვას იმიტომ რომ ნაგვის ურანას ხუფი არააქვს, და რათქმაუნდა აბა სად წავიდოდა, და აბა ის ვისი კატები არიან ნაგვის ბუნკერზე და ნაგვის ბუნკერთან რომ ზიან ყოველდღე და ყოველდღე სულ სხვადასხვა კატა ზის.
თბილისში 2 მილიონ 500 ათასი კაცი ცხოვრობს.
1000 კაცზე 1 ნაგვის ურნა არის საჭირო. რომ ერთ დღეში შეივსოს ნაგვით.
ესეიგი თბილისს 2500 ცალი ნაგვის ურნა სჭირდება.
1 ცალი ნაგვის ურნის ფასი არის 180 ლარი.
ესიგი აქედან გამომდინარე 2500 ცალ კონტეინერს სჭირდება 450 ათასი ლარის ღირებულების კონტეინერი.
თუნდაც ორჯერ და ცოტა მეტიც რომ ღირდეს ეს კონტეინერები და 1000'000 ლარი ღირდეს მათი ფასი! ბევრია 1 მილიონი ლარი იმისთვის რომ ნაგვის კონტეინერები შეიცვალოს?!
აბა დაფიქრდით რამდენი ადამიანი ავადდება წელიწადში?! ჩემი აზრით მოსახლეობის 5% ზუსტად მაგ ნაგვის გაუმართავი ბუნკერების გამო ავადდება. ეგ 5% კი ზუსტად 125 ათასი კაცია!
წარმოიდგინეთ რამდენი ლარი ეხარჯებათ ხალხს იმ დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც ნაგვის ყუთიდან აიკიდეს! ეგ მინიმუმ 5 მილიონი ლარის თემაა. ესეიგი ჩვენ მინიმუმ 5 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც ამ გაუმართავი ნაგვის ბუნკერებიდან დაგვემართა.
ღირს კი ეკონომია თუკი ხალხს უფრო მეტი ეხარჯება?! რათქმაუნდა ღირს ესეთი ეკონომიის გაკეთება თუკი ამაში დაინტერესებული არის სააფთიაქო ბიზნესი! მაგრამ ეს ხომ სისულელეა რომ სააფთიაქო ბიზნესს ხალხის მოწამვლა აწყობდეს თავისი წამლები რომ გაყიდოს. მაგრამ იმის შემხედვარე თუ როგორ გამოიყურება ბუნკერები ესეთი არარეალური აზრიც მოგივა თავში.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში მენაგვეებს კოსმონავტებივით აცვიათ, ეგ იმიტომ კი არახდება რომ ლამაზია ეგრე არამედ იმიტომ რომ კაცზე არგადავიდეს ეგ დაავადებები რომელებიც ნაგავში არსებობენ, მოდით იმაში მაინც მივბაძოთ განვითარებულ ქვეყნებს რომ იქ ნაგვის ურნები მაინც აქვთ მოწესრეგებული და ნაგვის ურნიდან არც რაღაც სითხე იწურება და არც უხუფოდ დგანან.
ამიტომ ყველას ძალიან გთხოვთ გადაუღოთ სურათი იმ დაზიანებულ ბუნკერებს რომლებსაც ხუფი არააქვთ და აქ ატვირთოთ, თან მიუწერეთ თუ რომელ უბანში და რომელ ქუჩაზე გადაიღეთ ეგ სურათი ხოლო ყველას ვისაც სტიმულის სახით პატარა წახალისება სჭირდებათ თითო სურათში მიიღებთ 3 ლარს. სურათების რაოდენობა შეზღუდული არარის!
ფული ჩაგერიცხებათ თქვენს მიერ არჩეულ ნებისმიერ მომსახურეობაზე.
თუ ესეთ გადავსებულ და ძირს დანაგვიანებულ ნაგვის ურნას გადაიღებთ 5 ლარს მიიღებთ.
This post has been edited by urukxai on 24 Aug 2015, 19:59