#45500084 · 25 Aug 2015, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ დავუჭერ იმიტომ, რომ მთავრობის შეცვლა უნდა მოხდეს კანონიერი გზით და არა რევოლუცია მიტინგების გზით. ერთადერთი მიტინგი, უფრო სწორად კი, აქცია, რომელსაც მხარს დავუჭერდი იქნებოდა შემდეგი სახის: აქცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს მეტი ყურადღება დაუთმოს და გამოასწოროს:
1. ჯანდაცვის საყოველთაო სისტემაში არსებული გადახარჯვა. კერძოდ, საყოველთაო დაზღვევის შეჩერება იმ დაზღვეულთათვის, რომელთაც უკვე აქვთ კერძო დაზღვევა. ასევე სასურველია, თუ არსებული საყოველთაო დაზღვევა დარჩება შემდეგი პრინციპით: დაეზღვიოს ყველა, ვინც არის: 18 წელზე ქვემოთ, საპენსიო ასაკის ან თვიური შემოსავალი წარმოადგენს 500 ლარზე (პირობითი თანხაა, ექსპერტებმა უნდა დათვალონ) ნაკლებს და არ აქვს კერძო დაზღვევა. 2. სოფლის მეურნეობაში ინვესტირების ზრდა. კერძოდ, ინვესტორების მოზიდვა, ვინც ააშენებენ სხვადასხვა სახის გადამამუშავებელ ქარხნებს. 3. შეჩერებული დიდიჰესების პროექტების სანაცვლოდ მცირე ზომის ჰესების აშენება, სადაც შესაძლებელია და ამით შესაძენი ელექტრო ენერგიის ოდენობის შემცირება. 4. შეჩერებული შემოვლითი რკინიგზის პროექტის გადახედვა და შესწორებებით ხელახლა გაგრძელება.
ეს 4 ძირითადი საკითხია, რაც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად არსებული კრიზისიდან გამოგვიყვანს.
This post has been edited by plb on 25 Aug 2015, 14:35
--------------------
Those who know despair, once knew hope. Those who know loss, once knew love. They're all trash... kill them all.
No matter who you are, you not truly know what kind of man you've become until you reach the very end...
|