"ამ ხვრელშიც ვიყავით უფროსო და ამ ხვრელშიც"
არც მეცოცხეები ხართ მართალი და არც ქოცები. + ქოცები სულელებიც ხართ ამ სიტუაციაში ასეთ ღლეობებს რომ აკეთებთ
რუსთავის მერიის განცხადება სითავხედეა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და თანაც ირღვევა პრემიერ-მინისტრის ამ კუთხით გამოცემული ნორმატიული აქტი . რუსთავის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ორი მანქანა ფოლცვაგენ ცც და არა "ყველაზე დაბალი კლასის ჯიპი" არამედ ტოიოტა ლენდ კრუიზერი. ორივეში გადახდილი იქნა არა 300 000, მაგრამ არც 50 000.
გადახდილია, ტენდერი SPA150022265 თანხა 58 941 და ტენდერი SPA150022266 თანხა 71374. საერთო თანხა 130 315 ლარი.
ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ნახოს ეს ტედერები და აღმოაჩენს თუ როგორ ჩატარდა ისინი. სატენდერო პირობები ისეა შედგენილი რომ წინასწარ იყო განსაზღვრული რა უნდა ეყიდათ. რუსთავის შესყიდვების სამსახურის უფროსს კი იმდენად დაბალი კვალიფიკაცია აქვს, რომ სატენდერო ფასიც კი არ დაწერეს ცოტა მეტი (ვთქვათ 200 ლარით) რომ მერე მონაწილე ერთადერთ ფირმას (რასაკვირველია წინასწარ შეთანხმებულს) დაეკლო ვითომ ეს 200 ლარი და სატენდერო თანხა და ხელშეკრულების თანხა ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო. "ცენტრში", დედაქალაქში, აქოური პროფესიონალები ესე აკეთებენ.
პარიზის მერი კი გოიმია, რენო-მეგანით დადის აბდალი.
პ.ს. არაა ეს კონკრეტული ჩინოვნიკის ბრალი. მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების, ყველა ჩვენთაგანის ბრალია ამას რომ ბედავენ ეს ნაგვები
2.პ.ს. ჩანაცვლებაზეც არის იქ და ნახეთ რა თანხაზეა ეგ (სულ ორივე მანქანაზე 12000 ლარია), მაგრამ ფინანსურად გასავალია ეგეც და სირობებს ნუ წერთ თუ ენაცვლება რამე, ეგ გადახდაში არ ითვლება?
This post has been edited by mamuka-SRV on 28 Aug 2015, 16:55
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)