არასოდეს მიძებნია ძველი თემები და არ ვიცი როგორ ხდება, ძირითადად ტოპ-10 ვათვალიერებ ხოლმე
მოკლედ, ამოწიეთ ძველი თემებიდან რეაქციის თემა და ნახავთ, რომ ბოლო პერიოდში გრიგოლიას და რეაქციის ყურება უკვე "ტეხავდა" ყველა ამტკიცებდა, გრიგოლიას არ ვუსმენო... ეს ერთი
და მეორე, სიტყვის თავისუფლება არასწორად ესმის ჩვენს ჟურნალისტებს, ეს არამარტო უფლებაა, არამედ პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც - პროფესიონალიზმის სტანდარტებზე
გაიხსენეთ ეპითეტები, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანები გრიგოლიას ამკობდნენ
ყველა სამართლიანად ითხოვდა უკეთეს ხარისხს და უფრო მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს და რატომ გამორიცხავთ, რომ იგივე უნდა არხის მეპატრონეს, რომ თვისობრივად უკეთესი თოქ-შოუ ჰქონდეს?
იანვრამდეო, რამდენადაც გავიგე, ანუ იანვარში განახლდება
სტანდარტებს რაც შეეხება - სიტყვის თავისუფლების დღევანდელი გაგება, ასეთია:
ბაზრებში და ბაზრობაზე დაყუდებული გაჭირვებული ხალხი, მთელი დღე პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ლაპარაკობს და პოლიტიკურ სიტუაციებს არჩევს
ასე იყო და ასე იქნება
ჰოდა, დადგან მუდმივმოქმედი კამერები, დაამონტაჟონ მოკროფონები და მიიღებთ ყველაზე რეალისტურ და ქართულ პოლიტიკურ თოქ-შოუს "ა-ლა გრიგოლია-ხოფერია"
მეტზე და უკეთესზე პრეტენზია მაინც არა აქვთ აქ...
ბიბისის და ამერიკული პოლიტიკური დებატები მოსაწყენად ეჩვენებათ და
რაც მთავარია,
რუთავი2 გამოცდილებიდან გამომდინარე, რეიტინგის 100% გარანტიასაც გაძლევთ