https://www.palitravideo.ge/video/62933-thb...qiq-gashendeba/
https://gnn.ge/tbilisis-zghvastan-ekologiur...aqi-gashendeba/ * * *
თბილისის ზღვაზე ინოვაციური "ეკო-ქალაქი" გაშენდება
14:04 / 02-09-2015
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის ახალ მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, აკვა-პარკ "ჯინო ფერედაისს" სტუმრობდა.
"ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ პრემიერ-მინისტრს ტერიტორია დაათვალიერებინა და ახალი პროექტი - "ეკო გრინ სითი" წარუდგინა. პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ ფართობზე ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.
"ეკო გრინ სითის პროექტის" ფარგლებში აშენდება საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სამედიცინო-სამკურნალო, კურორტოლოგიური, სარეაბილიტაციო ობიექტები, პარკები, სპორტული მოედნები, სავაჭრო უბნები და სხვა სახის ობიექტები. ენერგიის 90% გამომუშავებული იქნება მზის, ქარის, წყლისა და ბიოგაზის მეშვეობით