რა დროს ბიზნესია მეგობარო, კატასტროფული შედეგები დაიდო უახლესი კვლევით... მე რომ ვწერდი ადრე აქ ზოგს ეღიმებოდა, გადაჭარბებული მიაჩნდათ ჩემი გაფრთხილებები და მოწოდებები... ხო და აგერ გაეცანით...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით :
სულ ორკვირეულის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში ტესტირება/კვლევები ჩაუტარდა 9219 პიროვნებას, მათ შორის დადებითი გამოვლენილი იქნა 1687 (18,3%) შემთხვევაში.
1. რაიონებში გასვლების დროს ჩატარებული ტესტირების მონაცემები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილური გამსვლელი ლაბორატორიული ჯგუფების მიერ ცალკეულ რაიონებში სულ განხორციელდა 11 გასვლა:
იმერეთი: თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, ხარაგაული.
ჩატარდა 870 კვლევა, მათ შორის 83 დადებითი (9.5%)
აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო.
ჩატარდა 383 კვლევა, მათ შორის 84 დადებითი (21.9%)
გურია: ლანჩხუთი, ჩოხატაური:
ჩატარდა 148 კვლევა, მათ შორის 33 დადებითი (22.2%)
2. ,,კარვებში“ ჩატარებული ტესტირების მონაცემები
ქქ. ქუთაისსა და ბათუმში ქალაქის ცენტრალურ უბნებში (ბაღის კიდე, ბულვარი) ერთი დღე ფუნქციონირებდა ე.წ. ,,ლაბორატორია -კარავი “, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 899 გამოკვლევა, მათ შორის დადებითი 133 (14.7%);
ქუთაისი ,,ბაღის კიდე“ - 579 გამოკვლევა, მათ შორის დადებითი 77
ბათუმი ,,ბულვარი“ – 320 გამოკვლევა, მათ შორის დადებითი 56
3. ჰოსპიტალური სექტორის ტესტირების მონაცემები :
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართვის საფუძველზე სკრინინგის ორკვირეულში ორი დღის განმავლობაში სკრინინგ კვლევები ტარდებოდა: ,,ევექსის“, ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ჰოსპიტალურ ქსელში, ასევე, ცალკეულ კერძო კლინიკებში: კლინიკა ,,ლჯ“, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო, საჩხერის მრავალპროფილიანი საავადმყოფო.
სულ ჰოსპიტალურ ქსელში კვლევები ჩაუტარდა 2 963 პიროვნებას, მათ შორის დადებითი 299 (10.1%).
ორკვირეულის ფარგლებში სულ გამოკვლეულია 12182პიროვნება, მათ შორის დადებითი შედეგი დაფიქსირდა 1986 (16.3% ) შემთხვევაში.
http://www.ncdc.ge/Home/Article/3085 ყოველი მეექვსე ადამიანი საქართველოში ჰეპატიტებით არის დაავადებული... ანუ ფაქტიურად ყოველ მეორე ოჯახში ჰყავთ მინიმუმ 1 ინფიცირებული წევრი... ამ ახალი მონაცემებით რისი 120-150, დაჟე ჩემი დაანონსებული პესიმისტური პროგნოზი 300 000 დაინფიცირებულის - რბილად რომ ვთქვათ ოპტიმისტური აღმოჩნდა... 600-700 000 ადამიანი გამოდის დაინფიცირებული ქვეყნის მასშტაბით... facepalm.gif
აჭარასა და გურიაში ხომ საერთოდ ეგვიპტის დონეზე ყოფილან, 22% დაინფიცირებულით... ეს მსოფლიოს რეკორდია...
ღმერთო შენ გვიშველე!..