არ ხარ მართალი დეგა
ფეხბურთელებზე თავის დროზე რაც ვინერვიულე, სხვა ყველა ნაკრები ერთად რომ აიღო მაგდენი არ მინერვიულია
თუ ეს შედეგი ერთჯერადი გამონათება არ იქნა მაგას რა ჯობია, მაგრამ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ ჩვენი ნაკრები ყარაულის თოფივით ისვრის და სულ ეგ არის. რაიმე სერიოზული გრძელვადიანი სტაბილური თამაში მე არ მახსოვს, ყველაზე ძლიერი მაინც პირველი ნაკრები იყო სსრკ-ს გაზრდილი

სტატისტიკა ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ვერ ვნახე, ამიტომ ვიკიპედიას ჩავხედე. არც ისე კარგ გუნდებთან გვაქვს დადებითი ბალანსი.
მაგალითად:
ალბანეთი 8-2-3 (შეგვიძლია ვთქვათ რომ დაბრიყვებული გვყავს

)
სომხეთი 3-1-1
ესტონეთი 2-1-1
ფარერები 2-0-0
გიბრალტარი 1-0-0
იორდანია 1-0-0
ლიხტენშტეინი 1-0-0
ლუქსემბურგი 2-1-0
მალტა 5-2-1
ყატარი 1-0-0
საუდის არაბეთი 1-0-0
სლოვაკეთი 1-0-0
სამხრეთ აფრიკა 1-0-0
ურუგვაი 1-0-0
უელსი 3-0-0 (ესენიც ბულკები გამოდიან)
ჯამში 58-37-101 არის ჩვენი მონაგარი
რაც შეეხება გრანდებთან და შედარებით ნორმალურ გუნდებთან შედეგებს:
საფრანგეთთან 4 თამაშიდან 1 ფრე
გერმანია 4 დან 4 წაგება
ინგლისი 2 დან 2 წაგება
იატალია 8დან 1 ფრე
ესპანეთი 2 დან 2 წაგება
სულ 20 თამაშიდან 2 ფრე
საშუალო ევროპულ გუნდებთან:
ხორვატიასთან თითო წაგება მოგება
დანია 3 დან 1 ფრე
საბერძნეთი 7 დან 1 ფრე
უნგრეთი თითო წაგება მოგება
ისრაელი 6 დან 1 მოგება 2 ფრე
ნორვეგია 3 წაგება
პოლონეთი 5 დან 1 მოგება
ირლანდია 6 დან 6 წაგება
რუმინეთი 6 დან 2 ფრე
რუსეთი თითო-თითო მოგება ფრე და წაგება
შოტლანდია ორი მოგება და წაგება
სლოვენია 4 დან 1 მოგება 1 ფრე
თურქეთი 5 დან 1 მოგება 1 ფრე
უკრაინა 9-დან 3 ფრე
ესეთი სტატისტიკის მქონდე გუნდი რეალურად გრანდების გარეშე ჩატარებულ ტურნირშიც ვერაფერს მოიგებდა
მსოფლიოს 5 შესარჩევში: 1 მესამე ადგილი, 2 მეოთხე ადგილი, 2 მეექვსე ადგილი
ევროპის 5 შესარჩევში: 1 მესამე ადგილი,2 მეხუთე და 2 მეექვსე ადგილი
ჯამში 10 შესარჩევი: 2 მესამე ადგილი, 2 მეოთხე, 2 მეხუთე და 4 მეექვსე ადგილი
მემგონი ეს შედეგები ყველაფერზე მეტყველებს, შოტლანდიასთან თამაშის მსგავსი გამონათებები მხოლოდ მიუთითებს პოტენციალზე რომლის უკეთესად გამოყენება თეორიულად შესაძლებელია მაგრამ პრაქტიკულად 25 წელია ვერ ვიყენებთ.
ცხადაძე ცუდი ტრენერი არ უნდა იყოს მაგრამ ფეხბურთელების ფსიქოლოგია და ზოგადად ქართულ ფეხბურთში მიდგომები თუ არ შეიცვალა მოგვიწევს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ესეთი გამარჯვებებით გულის მოფხანა.
არაა ეგრე, პოლიტ ელიტაა მტერი, ზოგადად დასავლეთის. ტრამპთან დაკავშირებით იმედები იყო, რომ რევოლუციონერი გამოდგებოდა (როგორც სააკაშვილი), მაგრამ, როგორც ჩანს და ისეთი პირი უჩანს, რომ გახედრეს @ ქოცი არ არის მაგრამ