კი --- ეგრეა, მაგრამ ანეგდოტ-ანეკდოტნი უწყინარი ხუმრობა-დაბრალებებია ერთ სახლში მცხოვრები ხუშტურებიანი მეზობლებისა, რომლებიც ერთმანეთზე გასამხიარულებლად ღადაობენ და მაინც ერთნი არიან ამ ერთი სახლის წყალობით დანათესავებულნი და ერთ ენა-ანბანზედ მეტყველთ --- ერთ ერად წოდებულებს საძვალე კუთხეები აქვთ ერთ დიდ ,,სასტუმროში'', რომელსაც სამშობლოსაც ვეძახით ერთ მთლიანობაში.
***
თემაზედ:
დავიღალეთ გათიშულობით და დათითოებებით საქვეყნო ერთობასა და სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში?
ის უმთავრესი, რაც ჩვენსკენაა და ჩვენთვისაა --- ჩვენ კი ვისკენ ვართ... ეშმაკებისკენ?
ფერთა ერთობა განა მრავაფეროვნების საწყისი არაა, რომელთაც ერთი უბრალო სიტყვა --- ფერი აერთიანებთ?
ვერ ატყობთ, რომ დიდი ხანია მართვადი სისტემა მუშაობს, რათა ერს ცრუდ შეაგონოს, რომ ვითომ განუვითარებელი პაპუასები არიან და მათი ისტორია თითქოსდა ახლიდან იწყება და ამ ქვეყანაში არსებულ უძველეს მამა-პაპათა საძვალენი, არტეფაქტები, არქეოლოგიის და უძველესი კულტურის კერები თითქოსდა ჩვენი არაა და ვითომდა უძველესი აბორიგენი ერი არა ვართ და ასე შემდეგ...
რატომ და რისთვის ხდება ასე?
პასუხი დიდი ხანია წერილ არს: ,,შური არს სატანის საკრებულოი ლეგიონი.''
რა არის ქურდი და მპარავი?
მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და არც თავად არ შეუქმნია.
რა არის ისტორიული მკვლელი?
გენეტიკურ-არქეოლოგიური ისტორიის და გენეტიკური ჯაჭვის გამყალბებლი, რათა გაწყვიტოს იგი და მიაბას თავისთვის სასურველს, რათა საბოლოოდ თავად წარმოდგეს ისტორიული მახსოვრობის მამა საწყისად...
დაღლა განათლებულმა შრომამ არ იცის --- იგი მხოლოდ ისვენებს ჯანსაღად, რათა შემდგომ მეტი ენერგიით და შემართებით გააგრძელოს საშვილიშვილოდ დაწყებული მამა-პაპისეული ესტაფეტა, როგორ კანონიერმა და ღირსეულმა მემკვიდრემ.
დაღლა უსაქმურობისაგან გაზარმაცებულისაა, რომელიც ხელოვნურადაც იქმნება ნიჭიერთათთვის, რათა ვერ შეძლონ ამ ნიჭის სათანადო ამოქმედება და დარჩნენ არარეალიზირებულნი უნიჭო მოშურნეთა სასარგებლოდ.
ადამი კი ასე დახასიათდა ,,დაცემისას'' --- ,,მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა...''
რადგან სიკეთის მცოდნემ უწყის ბოროტებაც და ბოროტების მცოდნემ არ უწყის სიკეთე, რადგან მისთვის სიკეთე ბოროტებაა.
ესაა საწყისთა ანატომია.
This post has been edited by triumpi on 7 Sep 2015, 01:44
მიმაგრებული სურათი