წლებია დავდივარ ველოთი ქალაქში .. დაჟე ორი ცალი მყავს

ერთი ცოტა აგრესიული მარშრუტებისთვის მეორე ქალაქური ..
1 . კი რთულია თავიდან სანამ კუნთები მიეჩვევა .. მძიმე დატვირთვაა მაგრამ ადაპტაცია მალე ხდება ასე რომ კვირაში თუნდაც 2-3 ჯერ 1 საათით რომ იაროთ ნუ დასაწყისისთვის ასე 10 კმ მდე ერთ გასვლაზე 2 თვეში მიეჩვევით . ( ერთ გასვლაზე 1-2 საათი ...საშუალოდ 25-30 კმ ს გავდივარ.. მარშრუტი.. მთელი ქალაქის ტერიტორია . )
2. რელიეფი არცისე კატასტროფაა.. რამდენიც აღმართია იმდენი დაღმართია .. ისწავლ;ით სწორი სუნთქვის და დატვირთვის ტემპის შერჩევას და ივლით ნორმალურად .
ეხლა კი სერიოზული მინუსები :
1. ტროტუარები გადავსებულია ფეხით მოსიარულეებით არარეალურია მათთან ერთად მოძრაობა .. ყოფილა შემთხვევა გაჩერებულზე დამჯახებია ადამიანი ისე გათიშულები მოძრაობენ

... ასე რომ მოგიწევთ სამანქანო გზით მოძრაობა რაც ნიშნავს რომ დიდიშანსია გადაგიარონ თან თუ ახალბედა ხარ.. + გიწევს იმ სიჩქარით მოძრაობა რითიც მანქანების ნაკადი მოძრაობს ... არანაირი დათმობა გიყურებენ თვალებში და მაინც წინ გიხტებიან ან ცხვირწინ გიტორმოზებენ უცებ

ასე რომ ორმაგი ყურადღება ! ( რეკომენდაციის სახით ... იმოძრავეთ საპირისპირო მიმართულებით ისე რომ ხედავდეთ მანქანების ნაკადს ! )
2. აუცილებელია თავიდანვე ისწავლოთ ველოსიპედით ბორდიურზე ახტომა ან ჩამოხტომა + კიბეებზე ... ჩვენ ქალაქში თუ ტროტუარი დიდია აუცილებლად პარკინგდაა გადაქცეული ასე რომ ხშირად მოგიწევთ ასვლა ჩამოსვლა რომ მოძრაობის გაგრდძელება შეძლოთ .
3. არარსებობს პარკირების ადგილები ველოსიპედისათვის ან სკუტერისათვის ... დასაბმელი ტროსი კი უმეტეს შემთხევაში ხეზე ვერწვდება ასე რომ მოგიწევთ იმპროვიზაცია რომ სადმე დააბათ ველოსიპედი . ( აუცილებლად დააბით რადგან მოპარვის შანსი დიდია ... ბევრი იდიოტია რომელსაც გონია რომ ველოსიპედის მოპარვა კაიპონტია.. და თუ დაიჭერენ გააპრავებს არვაპირებდი მოპარვას უბრალოდ გავიკატავე უპატრონოდ იდგაო ან რაღაც მსგავსი იდიოტობები .. თU მოგპარეს აზრი არ აქვს მილიციასთან კონტაქტს კიდიათ .. გახსნის შანსი 0 .. ტვინს წაიღებენ აქტების წერით და დაკითხვებით ! ) ველოსიპედზე არდატოვოთ რამე რაც იოლი მოსატეხია ან მოსაპარი ან ერთს იზამენ ან მეორეს ეს ვითომ ადამიანები სინამდვლეში აგრესიული პირუტყვი .
4 . ძალიან ჭუჭყიანი ქალაქი გვაქვს .. გზაზე უბრალო მტვერი კიარაა.. ტაოტიანია .. როცა ოფლიანდები მერე ჩამორეცხვას მხოლოდ წყალი ვერშველის + ამდენი მშენებლობები ცემნტის მტვერი კანზე და ფილტვებში .. თავიდან იგრძნობა როგორ გწვავს მერე ეჩვევი ..ასე რომ თუ სამსახურში ივლით ველოთი იზრუნეთ რომ მინიმუმ პირის დაბანის საშუალება + პირსახოცი გქონდეთ .
5 . იდიოტური აკრძალვები რომ პარკებში და სკვერებში ველოსიპედით სიარული არშეიძლება ..ერთი რაც ზუსტად ვიცი დედაენის ბაღში არაფერს ამბობენ .. დანარჩენზე ისტერიკებს ტეხავს დაცვა .. + ბარების და კაფეების დაცვაც კრძალავს ველოსიპედის გაჩერებას ან ტროტუარზე მოძრაობას მითუმეტეს თუ ტროტუარი დაკავებული აქვთ სკამებით და მაგიდებით .
ნუ რაც შემეძლო მოკლედ დავწერე

ძირითადი პრობლემები ..თუმცა კიდევ ბევრია
პ.ს
მანქანა მყავს ... და არმიტყდება ველოსიპედით სიარული

მარა არაუშავრს რაც არგკლავს ის გვაძლიერებს .. ასე რომ შემოგვიერთრდით რაც უფრო მეტი ვივლით ველოსიპედით მითუფრო კაი
This post has been edited by Ahmed on 7 Sep 2015, 15:29
მიმაგრებული სურათი